იცოდით, რომ როგორც კი წყურვილის იგრძნობთ, ამ მომენტში უკვე დეჰიდრირებული ხართ?
ჩვენი სხეული 50-დან 75%-მდე წყალია, ამიტომ, როგორც კი მოგწყურდებათ, თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ ორგანიზმში წყლის რაოდენობა უკვე იმაზე დაბალია, ვიდრე საჭიროა სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
აქ მოცემულია 5 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ძლიერი დეჰიდრატაცია გაქვთ:
1. ხშირი დაღლილობა
თუ მთელი დღე დაღლილობას გრძნობთ, მიიღეთ წყალი, სანამ კოფეინიან სასმელს მიიღებთ და ნახავთ, რომ მათ შორის განსხვავება ნამდვილად არის.
ღამის ძილის შემდეგ, ჩვეულებრივია დილით ოდნავ გაუწყლოება; ასე რომ, არ დაგავიწყდეთ დილის რუტინაში ჩართოთ ჭიქა წყლის დალევა, რათა ხელი შეუწყოთ მეტაბოლიზმს და ტვინის მუშაობას!
გერმანელი მკვლევრების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცივი წყლის დალევა გაღვიძებისთანავე ზრდის მეტაბოლურ აქტივობას 24%-ით. უფრო მეტიც, ჩვენი ტვინი 75% წყალია და როდესაც ის დატენიანებულია, შეუძლია სწორად მუშაობა. წყალი ტვინს აძლევს ენერგიას აზროვნებისა და მეხსიერების გასაუმჯობესებლად.
2. საერთო სისუსტე
2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზომიერმა დეჰიდრატაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობაზე და ხელი შეუშალოს კონცენტრირების უნარს. თუ თქვენ მაგიდასთან ზიხართ და თავს ცოტა დაღლილად გრძნობთ, წყლის დალევა დაგეხმარებათ ფოკუსირებაში.
კვლევამ დაასკვნა, რომ ცუდი განწყობა, საერთო სისუსტე, ამოცანების რთულად გადაჭრა, დაბალი კონცენტრაცია და თავის ტკივილის სიმპტომები ქალებში 1,36% დეჰიდრატაციის შედეგია.
3. წყალი და ჯანმრთელი ნაწლავები
წყალი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოძრაობას და ნაწლავების მოქნილობას ქრონიკული ყაბზობის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, იმისთვის რომ ნაწლავმა სწორად იმუშაოს, აუცილებელია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება.
4. თავის ტკივილი
მსუბუქი თავის ტკივილი დეჰიდრატაციის კლასიკური ნიშანია. ამის წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯანდაცვის პროვაიდერები გირჩევენ, სცადოთ წყლის დალევა ან ყინულის კუბურები. ასე რომ, დალიეთ წყალი, სანამ ტკივილგამაყუჩებელს მიიღებთ.
5. არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში
პირის სიმშრალე იწვევს უსიამოვნო სუნს. სუნის გამომწვევ ბაქტერიებთან საბრძოლველად საჭიროა ნერწყვი, ამიტომ წყლის რეგულარულად დალევამ უნდა გააკონტროლოს თქვენი სუნთქვა.
„თუ თქვენ არ გამოიმუშავებთ საკმარის ნერწყვს, გაიზრდება ბაქტერიების რაოდენობა პირის ღრუში და ამის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა ცუდი სუნი“ - ამბობს ჯონ ჰიგინსი, მედიცინის დოქტორი, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი.
გარდა ამ მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნიშნებისა, დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, ძალიან კარგად მუშაობს ჩვენი სახის კანზე, თმაზე და მთლიანად ზოგად ჯანმრთელობაზე.
თემები: წყალი