გაატარეთ უფრო მეტი დრო მშობლებთან, ბებიასთან და ბაბუასთან, თუ გსურთ რომ მათ დიდხანს იცოცხლონ
- 22.02.2017
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები გვირჩევენ, რომ სადილად აუცილებლად დავპატიჟოთ ისინი, რადგან ამით სიცოცხლეს გავუხანგრძლივებთ.
აღნიშნულის თქმის საფუძველს მათ კვლევის შედეგი აძლევთ.
უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მარტოხელობა დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც ის ასაკშია.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1600-მა ადამიანმა (განურჩევლად ეკონომიური სტატუსისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა), რომელთა საშუალო ასაკი 71 წელი იყო. ექვსწლიანი დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მარტო მცხოვრები ადამიანების სიკვდილიანობა გაცილებით დიდია.
კვლევაში ჩართული ადამიანებიდან გარდაცვლილთა 23 % მარტოხელა იყო, ხოლო 14% -არა.
„საჭიროა, გვქონდეს სრულყოფილი ცხოვრება - გვერდით გვყავდეს ადამიანები, რომლებიც გვიცნობენ, გვაფასებენ და სიხარული მოაქვთ ჩვენთვის და რაც მთავარია, არ გვტოვებენ“, - უთხრა Barbara Moscowitz-მა, მასაჩუსეთსის საავადმყოფო სოციალურმა მუშაკმა, „ნიუ იორკ თაიმსს“.
დაპატიჟეთ მოხუცი ნათესავები და მეგობრები სახლში. ეს მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება მოხუცების ურთიერთობისთვის. ამ გზით ისინი დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ისაუბრებენ და გახალისდებიან.
დაუთმეთ დრო ბებიებსა და ბაბუებს, მათთან ურთიერთობას. ეს თქვენთვისაც სასარგებლო იქნება.
ისინი თქვენგან სითბოს მიიღებენ, ისაუბრებენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სანაცვლოდ კი, მათ ისტორიებს მოისმენთ, ჩაეხუტებით და რაც ყველაზე მთავარია, ისინი საიდუმლო რეცეპტებს გაგიმხელენ.
თემები: ცხოვრება, შვილი, ბებია, შვილიშვილი, ბაბუა, ერთად, სტუმრობა
<a href="http://www.goodhousekeeping.com/">http://www.goodhousekeeping.com/</a>