LIFE

WIZZ AIR ქუთაისიდან ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

WIZZ AIR ქუთაისიდან ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Wizz Air, ავიაკომპანია, რომელიც წელს საქართველოში 1.5 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია, ქუთაისიდან სლოვაკეთის დედაქალაქის, ბრატისლავას, მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

ახალი მარშრუტი 2026 წლის 12 იანვრიდან შესრულდება კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას – ავიაკომპანიის თანამედროვე Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია wizzair.com-სა და WIZZ აპლიკაციაში, ფასი კი 99 ლარიდან იწყება.

ბრატისლავა, რომელიც ცნობილია ულამაზესი ძველი ქალაქით, ცოცხალი კულტურითა და დუნაის მომხიბვლელი ხედებით, წარმოადგენს ისტორიისა და თანამედროვეობის საინტერესო შერწყმას. მოგზაურებს შეუძლიათ მოინახულონ ლეგენდარული ბრატისლავას ციხე-სიმაგრე, საიდანაც ქალაქის პანორამული ხედები იშლება, ისიამოვნონ ძველი ქალაქის ქუჩებში სეირნობით და გასინჯონ განსაკუთრებული ადგილობრივი კერძები. ქალაქი არის ცენტრალურ ევროპაში შესასვლელი კარიბჭე, ვენასთან და ბუდაპეშტთან შესანიშნავი კავშირით, რაც მას მიმზიდველ მიმართულებად აქცევს ქართველი მოგზაურებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია როგორც კულტურული აღმოჩენები, ასევე დასვენება.
 

მიმართულება

სიხშირე

ფასი

პირველი ფრენა

ქუთაისი - ბრატისლავა

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა

99 ლარიდან

12 იანვარი, 2026 წელი

 

სალვატორე გაბრიელე იმპერიალე, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი:

"მოხარულნი ვართ, რომ ქუთაისიდან ჩვენს ქსელს ამ ახალი, საინტერესო კავშირით ვაფართოებთ. ეს მარშრუტი ერთმანეთთან აკავშირებს ორ ისტორიულ, კულტურით მდიდარ ქალაქს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის კავშირებს. ქართველ მოგზაურებს საშუალება ეძლევათ, Wizz Air-ის განსაკუთრებული ფასებითა და მომსახურებით ისარგებლონ და გაეცნონ ბრატისლავას სილამაზეს."



Wizz Air-ი ქუთაისიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ დამატებული ლიონის მიმართულებით. 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებით იწყებს. 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, ავიაკომპანიამ თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის.

2025 წელს Wizz Air-მა ქუთაისის მიმართულებით და ქუთაისიდან 6800 ფრენა განახორციელა, შესთავაზა 1.8 მილიონზე მეტი ადგილი (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტი) მოგზაურებს და მიიღო 1.5 მილიონზე მეტი ჯავშანი (6.7%-ით მეტი), ხოლო ფრენების შესრულების საშუალო მაჩვენებელმა 99.7% შეადგინა.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 249 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც “ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია” 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა.