„ელინორი“ - შემოდგომის მოდური ვარცხნილობა, რომელიც დავარცხნის გარეშეც იდეალურად გამოიყურება
- 13.10.2026
მსუბუქი ჩოლკა, სახესთან ჩამოშლილი თმის ღერები და ბუნებრივი ტალღები - „ელინორი“ შემოდგომის ერთ-ერთი მოდური ვარცხნილობაა.
მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თმა იდეალურად დავარცხნილი არ უნდა იყოს - ოდნავ არეული ვარცხნილობაც ლამაზად გამოიყურება.
სტილი ჯეინ ოსტინის რომანის, „გრძნობა და გონების“, გმირით არის შთაგონებული. ტრენდის პოპულარობას მსახიობმა დეიზი ედგარ-ჯონსმა შეუწყო ხელი, რომელიც ნაწარმოების ახალ ეკრანიზაციაში ელინორ დაშვუდის როლს ასრულებს.

როგორია „ელინორის“ ვარცხნილობა?
ამ ვარცხნილობის მთავარი დეტალებია ფარდისებრი ჩოლკა, სახის გარშემო ჩამოშლილი თმის ღერები და მსუბუქი ტალღები. თმა ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს და არა ისე, თითქოს მის დავარცხნას საათები მოანდომეთ.
„ელინორი“ სწორ თმაზეც ლამაზად გამოიყურება. შეგიძლიათ თმის ბოლოები ოდნავ შიგნით ან გარეთ დაიხვიოთ, ჩოლკა კი მსუბუქად გაისწოროთ.
როგორ დავივარცხნოთ თმა ამ სტილში?
ოდნავ ნოტიო თმა ორ ნაწილად გაყავით და თავისუფლად დაწანით. რამდენიმე საათის ან მთელი ღამის შემდეგ ნაწნავები გახსენით და თმა თითებით მსუბუქად გაიშალეთ. ასე ბუნებრივ ტალღებს მიიღებთ.

თუ უფრო გამოკვეთილი ფორმა გსურთ, რამდენიმე ღერი სახვევით დაიხვიეთ.
ამ ვარცხნილობის მთავარი ხიბლი სიმარტივეა - ის რომანტიკულ იერს ქმნის და ყოველდღიურადაც ადვილად მოსარგებია.
თემები: თმა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია