LIFE

ელიზაბეტ II-ს ქაშაყი უყვარდა, ქეით მიდლტონს - ფაფა: რას მიირთმევენ უინძორები საუზმეზე

ელიზაბეტ II-ს ქაშაყი უყვარდა, ქეით მიდლტონს - ფაფა: რას მიირთმევენ უინძორები საუზმეზე

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს პირადი მზარეულების მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ, თუმცა მათი საუზმის მენიუში ხშირად საკმაოდ ჩვეულებრივი პროდუქტებიც გვხვდება.

გარდაცვლილი დედოფალი ელიზაბეტ II თევზს ამჯობინებდა, მეფე ჩარლზ III-ს კვერცხიანი კერძები უყვარს, ქეით მიდლტონს კი დილის დაწყება ფაფით მოსწონს.

ელიზაბეტ II - შებოლილი თევზი და მარცვლეულის ფანტელები

სამეფო მსახური ჩარლზ ოლივერი წლების განმავლობაში აგროვებდა სამეფო დღიურებსა და სასახლის მენიუებში დაცულ რეცეპტებს. წიგნში „ვახშამი ბუკინგემის სასახლეში“ მან დედოფლის კვების ჩვევებზეც ისაუბრა.

ელიზაბეტ II-ს თევზი ბავშვობიდან უყვარდა. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გამოცდილების გავლენით, მას თევზის ჭამა საუზმეზე, სადილსა და ვახშამზეც სიამოვნებდა.

დედოფლის ერთ-ერთი საყვარელი საუზმე იყო kipper - ცივად შებოლილი ქაშაყი ან მსგავსი ცხიმიანი თევზი. მას შებოლილი ჰადოკიც მოსწონდა. თუმცა ელიზაბეტ II განსაკუთრებულად მომთხოვნი არ ყოფილა და ზოგჯერ ჩვეულებრივი მარცვლეულის ფანტელებითაც საუზმობდა.

ჩარლზ III - კვერცხი, ყველი და ხილი

მეფე ჩარლზ III კვერცხის კერძების დიდი მოყვარულია და საუზმეს იშვიათად ტოვებს. კლარენს-ჰაუსის სოციალურ ქსელებში ერთხელ მისი საყვარელი ომლეტის რეცეპტიც გამოქვეყნდა - ის ისპანახითა და ყველით მზადდება.

თუმცა ეს კერძი უფრო უქმე დღეებისთვისაა. სამუშაო დღეებში მეფე შედარებით მსუბუქ საუზმეს ამჯობინებს: მარცვლეულს თაფლით, ხორბლის ჩანასახებსა და ახალ ხილს.

კამილა - კვერცხი და შვრიის პური

დედოფალ კამილასაც უყვარს კვერცხი, განსაკუთრებით შემწვარი კვერცხი. ამის შესახებ მისი ვაჟი, ტომ პარკერ-ბოულზიც საუბრობდა.

ქეით მიდლტონი - ფაფა და მწვანე სმუზი

უელსის პრინცესა საკუთარ კვებით ჩვევებზე იშვიათად საუბრობს, ამიტომ მისი საუზმის შესახებ ინფორმაცია ძირითადად ვარაუდებს ეფუძნება.

ქეით მიდლტონს დილას ფაფით იწყებს. ასევე გავრცელებული ცნობების თანახმად, ის დილით სვამს სმუზის, რომელშიც კომბოსტო კალე, რომენის სალათის ფოთლები, ისპანახი, ქინძის ფოთლები, სპირულინა და მოცვი შედის. სასმელში მატჩას ჩაიც გამოიყენება.

ზარა ტინდალი - იოგურტი, თაფლი და ხილი

გარდაცვლილი დედოფლის შვილიშვილი ზარა ტინდალი ცხენოსნობითაა დაკავებული, თუმცა მისი საუზმე განსაკუთრებულად განსხვავებული არ არის. ის დღეს ხშირად ბერძნული იოგურტითა და თაფლით, ხილით ან ტოსტით იწყებს.

ზარას თქმით, ზოგჯერ სადილზეც მიირთმევს ტოსტსა და კვერცხს.