LIFE

ეტიკეტის წესები - როგორ უნდა იქცეოდეს დახვეწილი ადამიანი

ეტიკეტის წესები - როგორ უნდა იქცეოდეს დახვეწილი ადამიანი

ეტიკეტის წესების ცოდნა თქვენ შთამბეჭდავს და დახვეწილს გხდით. თუკი ისე იქცევით, როგორც ეტიკეტი მოითხოვს, გარშემომყოფებზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა შეგიძლიათ.

გთავაზობთ ეტიკეტის მარტივ წესებს:

რესტორანში:

1. მამაკაცი აღებს კარს, ხოლო კარში პირველი ქალბატონი შედის. მამაკაცი ეხმარება ქალს პალტოს გახდაში

2. გადაჭარბებული და ხმამაღლა სიცილი თქვენს პერსონას ჩრდილს აყენებს. ასევე, ჩრდილს გაყენებთ ხმამაღლა საუბარიც და სხვებზე მიშტერება.

ეტიკეტის წესები - როგორ უნდა იქცეოდეს დახვეწილი ადამიანი

3. ლანჩის საფასური უნდა გადაიხადოს იმ ადამიანმა, რომელმაც დაგპატიჟათ. რაც შეეხება სპონტანურ ლანჩს, როცა მაგიდა წინასწარ არ იყო დაჯავშნილი, სუფრის ყოველმა წევრმა თავისი წილი უნდა გადაიხადოს.

4. თუ თქვენს სტუმრებს სურთ, რომ თავად გადაიხადონ სადილის საფასური, ნუ ატეხთ ალიაქოთს და აურზაურს ამის გამო. უფრო თავაზიანი და ზრდილობიანი საქციელი იქნება, თუ მისცემთ თანხის გადახდის უფლებას.

 მაგიდასთან:

1. გახსოვდეთ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სუფრასთან ქცევის წესებით ვერ დაიკვეხნიან - თუკი რესტორანში თეფშთან დანა-ჩანგლის მთელი ასორტია სთხოვეთ მიმტანს აგიხსნათ მათი გამოყენების წესი. ამის გამო არავინ დაგცინებთ.

2. აიღეთ ტელეფონი მაგიდიდან და ნუ დაიწყებთ სუფრასთან ტელეფონითსაუბარს - როცა სუფრასთან საქმეებს ტელეფონით გეგმავთ და სხვადასხვა საკითხებზე ტელეფონით საუბრობთ, ეს თქვენი კომპანიონებისთვის ძალიან გამაღიზიანებელია. ეს უბრალოდ თავხედობაა. ადამიანებმა თანხა გადაიხადეს სასიამოვნო სადილისთვის და არა იმისთვის, რომ ესმინათ თქვენთვის, როგორ გეგმავთ საქმეებს.

ეტიკეტის წესები - როგორ უნდა იქცეოდეს დახვეწილი ადამიანი

3. ყოველთვის ეცადეთ, რომ სადილზე არ დააგვიანოთ - ზედმეტი დაგვიანება თქვენს პერსონას ჩრდილს აყენებს. ის, რომ საცობში იყავით და ამიტომ დაგაგვიანდათ, არადამაჯერებლად ჟღერს. თუ 15 წუთი, ან უფრო მეტი გაგვიანდებათ, აუცილებელია, დარეკოთ და მიზეზი აუხსნათ მათ ვინც გელოდებათ. დარეკვა მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევთ, სამაგიეროთ მათ გააფრთხილებთ. 

საუბრის დროს:

1. ზრდილობიანი ადამიანები ძალიან ცოტას საუბრობენ თავიანთ ახლობლებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი არ ჭორაობენ.

2. მოსმენის კულტურაც ისეთივე მნიშვნელოვანი უნარია, როგორც საუბრის ხელოვნება. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ხმა არ უნდა ამოიღოთ. შეხედეთ მოსაუბრე ადამიანს და შორისდებულები თქვით გარკვეული ინტერვალებით. ეს აგრძნობინებს მას, რომ ყურადღებით უსმენთ.

ეტიკეტის წესები - როგორ უნდა იქცეოდეს დახვეწილი ადამიანი

3. კარგი მანერების მქონე ადამიანი არასოდეს შეაწყვეტინებს სხვას საუბარს მაშინაც კი, როცა ისმენს ანეკდოტს, რომელიც უკვე ათასჯერ აქვს მოსმენილი.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში:

1. თქმაც არ სჭირდება იმას, რომ ახალგზარდა და ჯან-ღონით სავსე ადამიანმა მოხუცსა და ბავშვს ადგილი უნდა დაუთმოს;

2. კარგად აღზრდილი მამაკაცი ტრანსპორტში ზის მხოლოდ მაშინ, როცა ფეხზე არც ერთი ქალბატონი არ დგას.;

ეტიკეტის წესები - როგორ უნდა იქცეოდეს დახვეწილი ადამიანი

3. ქალმა მამაკაცს ადგილი არ უნდა დაუთმოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა მამაკაცი მოხუცია.;

4. თუ ქალბატონს თან ახლავს მამაკაცი, ეს უკანასკნელი პირველი უნდა გავიდეს გასასვლელში და ერთგვარად „გაასუფთავოს“ ადგილი, რათა ქალმა ტრანსპორტიდან ჩასვლა უპრობლემოდ შეძლოს.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>