LIFE

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

1. ნაომი კემპბელი

წლიდან-წლამდე ნაომი ამტკიცებს, რომ არ არსებობს ცნება ყოფილი სუპერმოდელები. ეს 90-იანების თითქმის ერთადერთი გმირია, ვინც არ ამცირებს სამოდელო ბრუნვებს. როგორც 30 წლის წინ, ის აქტიურ ცხოვრებას ეწევა და მონაწილეობას იღებს ჩვენებებში.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

2. ქეით მოსი

ქეით მოსი - მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი მოდელია. ყველა თავისი ჯილდო ბრიტანელმა ნამდვილად დაიმსახურა: კარიერის 27 წლის მანძილზე მოსის სახე იყო ათასობით პრიალა ყდაზე, მისი ფეხები კი მსოფლიოს მთავარ პოდიუმებზე დააბიჯებდნენ.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

3. ლეტიცია კასტა

ლეტიცია კასტა ბავშვობიდან ოცნებობდა შოუ-ბიზნესზე. 18 წლის ასაკში ის გახდა Victoria’s Secret-ის წამყვანი მოდელი. დღეს ლეტიცია - მრავალშვილიანი დედაა. ბოლო წლებში მას აქტიურად იღებენ კინოში, და ასევე დროდადრო მონაწილეობს მოდურ ჩვენებებში.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

4. ტაირა ბენქსი

ტაირა ბენქსმა ჯერ როგორც მოდელი ისე გაითქვა სახელი, მერე კი გააკეთა წარმატებული კარიერა ტელევიზიაში. ტაირა გახდა პირველი შავკანიანი გოგონა ჟურნალ GQ-ს ყდაზე და პირველი აფროამერიკელი Victoria’s Secret-ის კატალოგში. ახლა ის მუშაობს საკუთარ ტელეპროექტებზე.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

5. ლინდა ევანგელისტა

ლინდა მონაწილეობდა სარეკლამო კამპანიების თითქმის ნახევარში. გადაღებულია ჯორჯ მაიკლის კლიპებში და იყო პირველი მოდელი ისტორიაში, რომელსაც უხდიდნენ არნახულ ჰონორარებს მაღალი საზოგადოების ღონისძიებაზე ერთი დასწრებისთვის.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

6. ელ მაკფერსონი

საკუთარი მოხდენილი ფიგურის გამო მისი ზედმეტსახელია „სხეული“. 49 წლის ასაკში მაკფერსონი გათხოვდა მილიარდერზე ჯეფრი სოფერზე და დაამტკიცა, რომ ნებისმიერ 20 წლის გოგონას აჯობებს. დღეს ავსტრალიელი აწარმოებს ბიოდანამატებს, უყვარს თევზაობა და აქტიურად არის დაკავებული სპორტით.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

7. კრისტი ტარლინგტონი

კალიფორნიის მკვიდრი ყველაზე ცნობილი მოდელი გახდა ამერიკაში, შემდეგ კი ევროპაშიც. სამოდელო კარიერის პიკზე კრისტიმ დაწერა ბესტსელერი იოგაზე და გამოუშვა სპორტული ტანსაცმლის რამდენიმე შესანიშნავი კოლექცია და კოსმეტიკის ხაზი. 45 წლის ასაკში მან გააფორმა ახალი კონტრაქტი კოსმეტიკურ ხაზთან და დასძინა, რომ ეს მისი კარიერის მხოლოდ ახალი ეტაპის დასაწყისია.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

8. ჰელენ კრისტენსენი

17 წლის ასაკში ის მშობლიური დანიის სილამაზის დედოფალი გახდა და სერიოზულად ჰქონდა პრეტენზია „მის სამყაროს“ ტიტულზე. კონკურსის შემდეგ კი გააფორმა ათეულობით კონტრაქტი. ხანგრძლივი სამოდელო კარიერის შემდეგ ჰელენამ არ მიატოვა fashion-ინდუსტრია და უბრალოდ დადგა კამერის მეორე მხარეს როგორც ფოტოგრაფი.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

9. ამბერ ვალეტა

უკვე 15 წლის ასაკში ლამაზმანი დამოუკიდებლად გაემგზავრა ამერიკიდან-მილანში, სადაც დაიწყო სამოდელო კარიერა, 2000 წლების დასაწყისში კი მას წარმატებული დებიუტი ჰქონდა როგორც მსახიობს.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

10. ნადია აუერმანი

პლატინის ქერათმიანმა, უსასრულო ფეხებით, მოიარა ჟურნალებისა და ჩვენებების ყველა შესაძლო გზა და ამით მოიპოვა თანამედროვე მარლენ დიტრიხის წოდება.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

11. ევა hერციგოვა

2013 წელს 39 წლის ორსული ჩეხი მოდელი გადაიღეს ფეხსაცმლის რეკლამაში, მესამე შვილის გაჩენიდან 4 კვირის შემდეგ კი გამოჩნდა პლიაჟზე გულახდილ ბიკინში. ის გამოიყურებოდა ბრწყინვალედ! „მე დაკავებული ვარ სახლით და ოჯახური ბუდის მოწყობით“, - ამბობს ევა ბოლო წლებში.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

12. სინდი კროუფორდი

როგორც ჩანს, მეუღლისა და დედის როლში სინდითავს ასევე თავდაჯერებულად გრძნობს, როგორც ოდესღაც „შპილკებზე“ შემდგარი მსოფლიო პოდიუმზე. თუმცა ის აგრძელებს თანამშრომლობას მოდის სამყაროსთან: ის გახდა კოსმეტიკური ხაზის Meaningful Beauty-ის სახე, 48 წლის ასაკში კი მთლიანად გაშიშვლდა მამაკაცების ჟურნალისთვის.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები

13. კლაუდია შიფერი

კლაუდია დაუჯერებლად მდიდარი გახდა, როდესაც ჯერ კიდევ 30 წლისაც არ იყო. ახლა, 46 წლის ასაკში, ეს სუპერქერათმიანი ისევ თანამშრომლობს L`Oreal, Chanel და Dolce & Gabanna-თან. ამის გარდა კლაუდიამ გამოუშვა თმის მოვლის საშუალებების საკუთარი ხაზი.

როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები



<a href="http://www.marieclaire.com/">http://www.marieclaire.com/</a>