კვირაში ადამიანმა მხოლოდ 4 დღე უნდა იმუშაოს - მეცნიერების დასკვნა
- 16.03.2017
ოდესმე გიფიქრიათ რომ უფრო მეტი სამუშაოს შესრულება შეგიძლიათ, ვიდრე აკეთებთ? -სამწუხაროდ, ეს არის ილუზია, რომლისაც ბევრ ადამიანს სჯერა.
დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი მუშაობს კვირაში 50, 60 და შეიძლება 70 საათიც. სამუშაო ადგილი მათთვის მეორე სახლადაა ქცეული.
თუმცა ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ადამიანს შეუძლია პროდუქტიული იყოს მხოლოდ 4, ან 5 საათი დღის განმავლობაში. მუშაობის დანარჩენ პერიოდში ის შრომისუნარიანი აღარ არის და იტანჯება.
„თუ ადამიანები იმუშავებენ 4-5 საათს დღეში, ისინი მაქსიმალურად კონცენტრირებულები იქნებიან საქმეზე“, - ამბობს ანდერს ერიქსონი, სამუშაოს ფსიქოლოგიის ექსპერტი.
მენეჯერები, რომლებიც უმცირებენ დასაქმებულებს სამუშაო საათებს დღის განმავლობაში, ან ამცირებენ სამუშაო დღეებს, უფრო კარგ შედეგს იღებენ. ეს ერთგგვარი ინვესტიციაა საქმის წარმატებით გასაკეთებლად. ასეთი მენეჯერის თანამშრომელი პროდუქტიული და ამავდროულად, ბედნიერია.
რაიან კარსონმა, ონლაინ ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელმა, 2006 წელს კომპანიაში დააწესა 32 საათიანი სამუშაო კვირა. ამის შემდეგ აქ დასაქმებულები გახდნენ ბედნიერები და უფრო პროდუქტიულები.
კარსონი ამბობს, რომ მისი კომპანია დღეს ძალიან წარმატებულია. შემოსავალი გაიზარდა და თანამშრომლებისთვის ყოველ დღე სამსახურში მისვლა ბედნიერებაა.
ექსპერიმენტი ჩაატარეს კოლორადოს ერთ-ერთ სკოლაში. აქ მეოთხე და მეხუთე კლასელი ბავშვები სკოლაში კვირის განმავლობაში მხოლოდ ოთხი დღე დადიოდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ უკეთესი შედეგი ჰქონდათ საგნებში და უკეთ სწავლობდნენ ყველაფერს, ვიდრე სხვა ბავშვები.
შრომის ფსიქოლოგიის ექსპერტები ურჩევენ დამსაქმებლებს გადაანაწილონ სამუშაო დრო, ან შეამცირონ სამუშაო დღეების რაოდენობა ( ეს არ ნიშნავს რომ სამუშაო დღეებში 24 საათი უნდა ამუშაონ) - ამით თვითონაც მოგებულები დარჩებიან. მათი თანამშრომლები კი, უფრო პროდუქტიულები და ბედნიერები იქნებიან.
თემები: პრობლემები, ჯანმრთელობა, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>