ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი მშობლებისგან, ისინი სწავლობენ თავიანთი მშობლებისგან, ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმაც თავიანთი მშობლებისგან ისწავლეს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მათგან ვსწავლობთ საუკეთესოს, ვიღებთ მათგან სამაგალითო, ჩვენთვის ყველაზე მისაღებ პრაქტიკას და ვითავისებთ.
ყველა ბავშვს აერთიანებს ამბები, რომლებიც მშობლებსა და მათ ურთიერთობებს ეხება. შესაბამისად, არსებობს რამდენიმე ოქროს წესი, რომლებსაც მშობლები თავიანთ შვილებთან ურთიერთობისას იყენებენ.
საუკეთესო მშობლებს რამდენიმე შესანიშნავი მეთოდი აქვთ, რომელიც საუკეთესო პრაქტიკად ითვლება და რომელიც ჯანსაღი ფსიქოლოგიის მქონე შვილის აზღრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
TREND. გთავაზობთ შვილებთან ურთიერთობის რამდენიმე საუკეთესო წესს:
1. აუცილებლად შეასრულეთ დანაპირები
ორი გზა არსებობს: ან არ უნდა დაპირდეთ შვილებს ის, რისი განხორციელებაც არ შეგეძლებათ ან არ მოგესურვებათ, დაპირების შემთხვევაში კი აუცილებლად შეასრულეთ თქვენი სიტყვა. გახსოვდეთ, თქვენი შვილები მაგალითს თქვენგან იღებენ.
2. წაახალისეთ შვილები დადებითი ქმედებებისკენ და შეაქეთ
შვილებს ძალიან მოსწონთ სიტუაციები, როცა მათი მიზეზით მშობელი ბედნიერი და კმაყოფილია. შესაბამისად, ისინი მათგან ყოველთვის დადებით რეაქციას ელიან. თუ მშობელს შვილის ქმედებაში რაიმე არ მოსწონს, მას მოეთხოვება საჭირო დრო და ენერგია დაუთმოს მას, წაახალისოს იგი მისთვის სასურველი ქმედებებისკენ და შედეგის დანახვისთანავე შეაქოს.
3. ასწავლეთ რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით
ხშირად, ჩვენს შვილებს გამოცდილების მიღების უფლება დამოუკიდებლადაც უნდა მივცეთ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, კონკრეტულ სიტუაციებში, მშობლებს მეტი გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია დავუშალოთ ან ავუკრძალოთ შვილებს ესა თუ ის ქმედება, უმჯობესია ამ მეთოდზე უარი ვთქვათ. უნდა მივცეთ მათ უფლება თავად განსაზღვრონ რა არის სწორი, რა არასწორი, ღირს თუ არა ზამთარში ზაფხულის მაისურის ჩაცმა და ა.შ. სხვადასხვა ღირებულებები მათ რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით უნდა შეიძინონ.
4. მიეცით მიმართულება
დასჯა გამოსავალი არ არის! აუცილებლად მიუთითეთ კონკრეტულ შეცდომებზე კონკრეტული მაგალითებით. განუმარტეთ თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება და შესთავაზეთ არგუმენტებით გამყარებული უკეთესი ალტერნატივები.
5. სწორად შეაფასეთ მათი შესაძლებლობები
უმჯობესია შვილები ზედმეტად არ გადატვირთოთ. სასურველია, გამოცდილებების მიღებისას, თავად განიცადოს მარცხი და წარმატება. რაც, აუცილებლად მისცემსმათ არჩევანის სწორად გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, მან თავად უნდა გადაწყვიტოს რა გამოსდის, რისი გაკეთება სურს და რისი არ.
6. შეინარჩუნეთ პოზიტივი
ყველას კარგად გვესმის, რომ ბავშვებთან ურთიერთობა რთულია. გამომდინარე იქედან, რომ ყველანი ადამიანები ვართ, ხშირად საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავთ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ უმჯობესია აგრესიულ მიდგომებზე შვილებთან ურთიერთობისას უარი ვთქვათ და შენიშვნის მიცემის დროსაც კი ვიყოთ პოზიტიურები.
თემები: ბავშვი, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშვის მოვლა, ბავშის აღზრდა, რჩევები, ბედნიერი ბავშვი
psychologytoday.com