თანამედროვე მსოფლიოში ადრეულ ასაკში გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გულის შეტევაა. აუცილებელია,დროზე მივხვდეთ რომ გულის შეტევა გვემუქრება. დაავადება გვიგზავნის სიგნალებს და არ შეიძლება მათი უგულებელყოფა.
ქალებსა და მამაკაცებში ეს სიმპტომები სხვადასხვაგვარია. გთავაზობთ ექვს სიმპტომს, რომელიც ქალებში გულის შეტევამდე ვლინდება.
1. ზურგის, კისრის, ყბის და მკლავების ტკივილი - შეიძლება დამაბნეველი იყოს ის, რომ ეს სიმპტომები გულის შეტევასთან ასოცირდება, თუმცა ეს სიმართლეა. ტკივილი შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებში იყოს მწვავე, პროგრესირებადი, ან მოულოდნელი. შეიძლება ამ ტკივილმა ღამით გაგაღვიძოთ კიდეც. ამიტომ უმჯობესია, ასეთი სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მიმართოთ.
2. მწვავე ტკივილი მუცლის არეში - გულის შეტევის ზოგიერთი სიგნალი შეიძლება ჰგავდეს ინტოქსიკაციის, გაციების, ან გულძმარვის სიმპტომებს. აუცილებელია, მიმართოთ ამ სემთხვევაშიც სპეციალისტს.
3. ცივი ოფლი - ცივი ოფლი ქალებში გულის შეტევის კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომია. ზოგჯერ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სტრესთან, თუმცა თუ მსგავსი სიმპტომი აქამდე არ გქონიათ, მიმართეთ ექიმს.
4. ქოშინი და თავბრუსხვევა - სუნთქვის აჩქარება, გულის შეტევის წინაპირობაა. ქალები, რომლებიც ამ შეტევას გადაურჩნენ, ყვებიან, რომ ისეთი განცდა ჰქონდათ, თითქოს მარათონში იღებდნენ მონაწილეობას.
5. დაღლილობის გაზრდა - თუკი ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც დაღლილობას გრძნობთ და მარტივი ქმედებების შესრულებაც გიჭირთ (მაგ. აბაზანის მიღება) ეს ნამდვილად საყურადღებო სიმპტომია იმისა, რომ თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა მწყობრში არაა.
6. სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება გულ-მკერდის არეში - თუ ტკივილი გრძელდება რამდენიმე წუთით აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თემები: ძილი, სწორი კვება, რჩევები, ვარჯიში
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია