რამდენჯერ გქონიათ მომენტი როდესაც ძალიან გეზარებათ, დაღლილი ხართ და მაკიაჟის მოშორების გარეშე დაწოლილხართ დასაძინებლად.
ამ დროს, წარმოუდგენელია სახეზ იმაზე მეტი ზიანი მიაყენოთ, ვიდრე მაკიაჟით დაძინებაა.
გთავაზობთ 8 საშუალებას რომლის შესრულების შემთხვევაში თქვენი სახის კანი იდეალური იქნება.
1. აკნეს პრევენციისთვის
თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება აკნესკენ მაშინ ძილის წინ უნდა გამოიყენოთ მიცერალური წყალი, რომლის საშუალებითაც საფუძვლიანად გაიწმენთ სახეს.
2. დაბერების პროცესის შესაჩერებლად
ეს მითი არ არის, მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ყოველ საღამოს სახის კანის რეგენერაცია მიმდინარეობს და თუ ამ დროს კანი სუფთა არ იქნება, ვერ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ნაადრევი ნაოჭები.
3. სახის კვებისთვის
ყოველ ღამე კანის უჯრედები იწყებს აღდგენას და ამ დროს აუცილებელია სახეზე მაკიაჟი კი არ გესვათ, არამედ გაწმენდილი და დატენიანებული გქონდეთ. გამოიყენეთ სპეციალური ფორების შემკვრელი ანტიოქსიდანტები და მაღალი ხარისხის დამატენიანებელი საცხი.
4. ალერგიასთან ბრძოლა
თუ ალერგიული კანი გაქვთ, მაშინაც კი თუ გარეგბულად არაფერი გეტყობათ, ძილში მაკიაჟის დატოვების შემთხვევაში შეიძლება ეგზემა დაგემართოთ, რაც ჯანმრთელოის სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. სიმპტომები მალე გამოჩნდება, სიწითლე, წვა და ქავილი.
5. კანის პიგმენტაციის თავიდან აცილება
ოდესმე შეგიმჩნევია მუქი ლაქები სახეზე? ამაზე ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რომ დროებითია და სპეციალური ბაზით საუკეთესოდ დაფარავს კანს, მაგრამ ასეთი ლაქების გამოჩენა ყოველთვის მზის დამწვრობას არ უკავშირდება. ეს შეიძლება ალერგიული რეაქციის ან პიგმენტაციის დარღვევის შედეგი იყოს, ამიტომ დაუყოვნებლივ მიმართეთ დერმატოლოგს.
6. დაიცავით ტუჩები
პომადით დაძინება დაუშვებელია. ტუჩებსაც ისეთი სუფთად გაწმენდა სჭირდება როგორც კანს. შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი საცხი.
7. თვალების ქვევით ჩანთების თავიდან აცილება.
თუ ხშირად დაიტოვებთ სახეზე მაკიაჟს, მალე თვალის ქვედა არეზე სიშავე და ჩანთისებრი წარმონაქმნი გაგიჩნდებათ. თუ ამ საფრთხის წინაშე უვე დგახართ, ყოველ ღამე დაიბანეთ სახე.
8. წამწამები რომ არ დაგცვივდეთ
დიდი ზომის წამწამები ყოველთვის მოდაშია ამირომ განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეთ მას. ღამით წამწამებზე ტუშის დატოვება იწვევს გათხლებას და ქუთუთოების გაღიზიანებას. მიცერალური წყლის საშუალებით განსაკუთრებულად ფრთხილად გაისუფთავებთ თვალების მიდამო. ეს გააკეთეთ ნაზად, ბამბის დისკების საშუალებით.
თემები: კანის მოვლა, თავის მოვლა, რჩევები ქალებს, რჩევები, ნაოჭები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>