ხშირად ადამიანები თავს იმაზე ახალგაზრდულად გრძნობენ, ვიდრე გამოიყურებიან. თქვენ არ შეგიძლიათ დრო შეაჩეროთ, მაგრამ არსებობს მარტივი მეთოდები, რომ შინაგანი მდგომარეობა გარეგნულთან ჰარმონიაში მოიყვანოთ.
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ:
1. წარბები - ასაკს მატებს მკვეთრად გამოყვანილი, გრაფიკული წარბები. უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით, თუ თქვენი წარბის ფორმა სქელი და ბუნებრივი იქნება. ასევე წარბი უნდა იყოს იმავე ფერის, ან ნახევარი ტონით მუქი, როგორიც არის თქვენი თმის ფერი.
2. არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი პუდრი და ტონალური - ეს გმატებთ ასაკს და არის რისკი, რომ თქვენი სახე ნიღაბს დაემსავსოს. ამიტომაც დაიცავით ზომიერება მაკიაჟის გაკეთების დროს.
3. მსუბუქი ფუძე - ფუძის სქელი ფენა ასაკს მატებს. თუ ამას მცირე ნაოჭების დასაფარად იყენებთ, გვერწმუნეთ, რომ ამ მეთოდით ნაოჭები უფრო თვალშისაცემი ხდება. იმისთვის, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ წაისვით ფუძის თხელი ფენა.
4. ფერუმარილი - ღია ფერის თხელი ფენა ასაკს გაკლებთ, ხოლო თუ საერთოდ არ გამოიყენებთ უფრო ასაკოვანი გამოჩნდებით.
5. ყავისფერი ფანქარი შავის ნაცვლად - შავი ფანქრის წასმა თვალის გარშემო ასაკს გმატებთ. ჩაანაცვლეთ ის ყავისფერი ფანქრით. ასე თქვენი იერი უფრო ახალგაზრდული იქნება.
6. მაქსიმალურად გრძელი წამწამები - შეუღებავი წამწამები გარდა იმისა, რომ ასაკს გმატებთ, ასევე დაღლილ იერს გაძლევთ. გრძელი და ხშირი წამწამები თქვენს თვალებს უფრო დიდს გამოაჩენს, მზერას მომხიბლელს და რაც მთავარია, წაშლის 10 წელს სახიდან.
7. თმის მოცულობა და ბრწყინვალება - შეგიძლიათ თმის მოცულობის ეფექტი შექმნათ შესაბამისი თმის მუსის გამოყენებით, გამოიყენოთ სხვადასხვა ნიღბები. ეს მნიშვნელოვანია. ლამაზი თმა ადამიანს უფრო ახალგზრდა იერს აძლევს.
8. ღია ფერის თვალის ჩრდილი ზედა ქუთუთოზე - არ გამოიყენოთ მუქი ჩრდილები. სახე დაღლილი და ასაკოვანი გამოჩნდება. არჩევანი შეაჩერეთ ღია ფერის ჩრდილებზე.
9. ტუჩსაცხი სველი ეფექტით - გლუვი ტუჩსაცხი კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ასაკს გმატებთ. გამოიყენეთ ნათელი ფერის ტუჩსაცხი სველი ეფექტით.
10. კანის ფერი - ძალიან ბევრი ნამზეური, ან ძალიან ღია ფერის კანი ასაკოვანს გამოგაჩენთ. ამიტომ უნდა დაიცვათ ბალანსი.
თემები: მაკიაჟი, ქალი, რჩევები ქალებს, კოსმეტიკა, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>