5 რამ, რასაც წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ჩიხში შეჰყავს და წარუმატებლად აქცევს
- 27.05.2017
არსებობს ურთიერთობა, რომელიც ადამიანს ასაზრდოებს და პირიქით, არსებობს ურთიერთობა, რომელიც მას ყველაფერს ართმევს, აფერხებს, ხელს უშლის წარმატების მიღწევასა და თვითრეალიზებაში.
გთავაზობთ ნიშნებს, რომლებიც დამღუპველია:
1. ვერ იღებთ გადაწყვეტილებას მისი ჩარევის გარეშე - მნიშვნელოვანია, რომ ჰკითხოთ . პარტნიორს აზრი სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ ისე, როგორც საჭიროდ თვლით. როცა სხვა ადამიანი თქვენ ნაცვლად წყვეტს საკითხს, ეს უკვე დიდი პრობლემაა. მხოლოდ თავად იცით რა არის თქვენთვის საუკეთესო და ნუ მისცემთ მას უფლებას, ხელი შეგიშალოთ იმის მიღებაში, რაც გსურთ.
2. იზღუდებით სხვა ადამიანებთან შეხვედრისგან - ადამიანებმა,რომლებსაც აქვს ჯანსაღი ურთიერთობა,უნდა გააცნობიერონ, რომ დრო, რომელსაც ერთმანეთის გარეშე ატარებენ, რეალურად ეხმარებათ საკუთარი თავის იდენტიფიკაციაში და გაუმჯობესებაში. „ადამიანებს სჭირდებათ დრო მეგობრებისთვის, სამსახურისთვის, არ უნდა შევუზღუდოთ ერთმანეთს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ეს დამღუპველია“, - ამბობს ფსიქოლოგი ტერეზა დიდონატო.
3. ის არ ზეიმობს თქვენს წარმატებას - ბედნიერ ურთიერთობაში ადამიანები საშუალებას აძლევენ ერთმანეთს გაიზარდონ პროფესიულად, უხარიათ ერთმანეთის წარმატება, უხარიათ ერთმანეთის ოცნებების ახდენა. თუ ასე არ ხდება, ეს დიდი პრობლემაა.
4. მას არ ადარდებს თქვენი მიზნები და არასოდეს გიჭერთ მხარს - კარგმა პარტნიორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თქვენ საკუთარი თავის რეალიზება შეძლოთ და რა თქმა უნდა, ხელი არ უნდა შეგიშალოთ ამაში. უნდა გრძნობდეთ მის მხარდაჭერას. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ თუ ასე არ ხდება, სჯობს თავი დავანებოთ ასეთ ურთიერთობას, რადგანაც ის ბედნიერებას ვერ მოგვიტანს.
5. ხედავს, რომ ცუდად ხართ, მაგრამ ეს არ აწუხებს - დავუშვათ გიყვარდათ წვეუელებები, მაგრამ ახლა ძალიან დაკავებული ხართ. ეს არაა დიდი პრობლემა, მაგრამ თუ ამის გამო ცუდად ხართ, ის ხედავს, რომ იტანჯებით და არ ცდილობს არაფრის გამოსწორებას, შეცვლას, არ ზრუნავს თქვენს უკეთ ყოფნაზე, ცუდი ნიშანია. გახსოვდეთ, რომ არუგულებელყოთ „წითელიდროშები“ თქვენს ურთიერთობაში.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.femalenetwork.com">http://www.femalenetwork.com</a>