მშობლები

მიზეზები, რის გამოც მამები შვილებს ტოვებენ

მიზეზები, რის გამოც მამები შვილებს ტოვებენ

მსოფლიოში მილიონობით ბავშვი ბიოლოგიური მამის გარეშე იზრდება. რატომ ტოვებენ მამები შვილებს? - ამ კითხვაზე განსხვავებულ პასუხებს მოისმენთ. ბავშვებისა და მშობლების ისტორიები განსხვავდება ერთმანეთისგან. ბავშვებისგან მოისმენთ ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ აყენებდა მამა დედას ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომ სახლში მუდამ ჩხუბი და დაძაბული სიტუაცია იყო. მოზარდებისგან შეიძლება მოისმინოთ ასევე ის, რომ მამას სხვადასხვა ქალისგან 5 შვილი ჰყავს და ყველა მათგანი მიატოვა.

ასეთ მამებს ხშირად შვილები გარდაცვლილად მოიხსენიებენ. კაცს, რომელმაც შვილი მიატოვა, თუ ჰკითხავთ - რატომ მოიქცა ასე, მისი მონათხრობი მისი შვილის ისტორიისგან განსხვავებული იქნება. ის აუცილებლად გეტყვით, რომ არ სურდა შვილების მიტოვება და დაიფიცებს, რომ სცადა მათთან ერთად ცხოვრება. ფაქტი ერთია - ყოველივე უმძიმეს კვალს ტოვებს მოზარდებზე და თაობებს ფსიქოლოგიურად ანადგურებს.

Trend.ge ამჯერადაც იმ ისტორიებს გაგაცნობთ, რომლებიც ჩვენს მკითხველებს გადახდათ თავს.

ისტორია პირველი

დეა ახლა 33 წლის არის და მეორედ არის დაოჯახებული. მეორე ქორწინებიდან 3 თვის გოგონა ჰყავს. პირველად 21 წლის ასაკში გათხოვდა, ციხეში... ცოლად ტელეფონით გაცნობილ მამაკაცს გაჰყვა. თავიდან თავი გმირი ეგონა, რომ გათხოვდა მამაკაცზე, რომელსაც 10 წელი ციხეში უნდა გაეტარებინა, მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა როდესაც გაიგო რომ ორსულად იყო. პატიმარ მეუღლეს არ სურდა რომ შვილი მის გარეშე გაზრდილიყო, ქალს კი ეგონა რომ ეს მათ ურთიერთობას უფრო საინტერესოს გახდიდა. გოგონას დაბადების შემდეგ ბავშვი მამას არ უნახავს. მიზეზი ის იყო, რომ პატიმარ მამას არ უნდოდა შვილი პირველად ციხეში ენახა, არადა დეას თქმით, მეუღლესთან პაემანზე მისულს უამრავი შვილიანი ქალი ხვდებოდა.

მიზეზები, რის გამოც მამები შვილებს ტოვებენ

ხუთი წლის რომ გახდა ბავშვი, ქმარმა მოსთხოვა რომ ოფიციალურად განქორწინებულიყვნენ, რადგან საყოველთაო ამინისტიის წყალობით მალე ციხეს დატოვებდა ამის შემდეგ ქვეყნიდან წასვლას აპირებდა. ასეც, მოხდა... ციხიდან მამა ისე გამოვიდა რომ ყოფილი ცოლისა და შვილის სანახავად არ მისულა და საქართველოდან გაემგზავრა. დეა ახლა მეორე ქორწინებაშია და ყოფილ ქმარს მაინც ამართლებს. ამბობს, რომ ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ უნდა მიეღო და სწორედ ეს არ აპატია ყოფილმა მეუღლემ, რადგან ის არ იყო ამხელა პასუხიმგებლობისთვის მზად.

ისტორია მეორე

ნატა 38 წლის არის და აუტიზმით სპექტრის მქონე ერთადერ 13 წლის ვაჟს ზრდის. მისი გათხოვება ზღაპარს ჰგავდა. ძვირადღირებული ქორწილი, ბედნიერი ცხოვრება და რეალიზებული ქმარი, რომელსაც წარმატებული ბიზნესი ჰქონდა. წყვილმა გადაწყვიტა ერთ შვილზე მეტი არ გაეჩინათ და მთელი ცხოვრება მოგზაურობაში გაეტარებინათ. 3 წლის ხდებოდა მათი ბიჭი რომ უცნაური ქცევები შენიშნეს. ექიმებში სიარულის შემდეგ დიაგნოზი მხოლოდ გერმანიაში დაუსვეს აუტიზმი. დიაგნოზიდან 2 წელიწადში მათი ქორწინება დამთავრდა... მამაკაცმა ვერ აიღო პასუხიმგებლობა თავის თავზე და ყოფილ მეუღლესა და შვილს ცალკე სახლი უყიდა.

მიზეზები, რის გამოც მამები შვილებს ტოვებენ

დიაგნოზის გვიან აღმოჩენის გამო, ბავშვი რთულად სამართავი იყო, განსაკუთრებულ მიხედვას საჭიროებდა. ნატა ამბობს, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებზე დადებითად მოქმედებს ოჯახური გარემო და როდესაც მშობლები ერთად ცხოვრობენ, მაგრამ მამამ უარი თქვა. ქალმა კი თავის ცხოვრებაზე თქვა უარი, სამსახურზე, კარიერაზე და წლებია შვილთან და ორ დამხმარესთან ერთად ცხოვრობს. ეკონომიურად კი ყოფილი ქმარი ეხმარება. განქორწინების შემდეგ ბავშვი მამას წელიწადში ორჯერ-სამჯერ ნახულობს.

ისტორია მესამე

33 წლის ნია ორ გოგონას მარტო ზრდის. მის ისტორია განსხვავებულია. ყოფილმა ქმარმა მხოლოდ იმიტომ მიატოვა რომ ბიჭი ვერ გააჩინა. ქალი ამბობს, რომ ხალხს მისი დაჯერება უჭირთ და ჰგონიათ, რომ მიზეზი სხვა და მამა მხოლოდ სქესის გამო არ მიატოვებდა შვილებს. ყოფილი ქმარი ახლა მეორე ქორწინებაშია და 6 თვის ვაჟი ჰყავს. „ჩემგან განსხვავებით მეორე ცოლს გაუმართლა...“ - იცინის ქალი. განქორწინების შემდეგ ბავშვებს მხოლოდ ყოფილი დედამთილი ნახულობს, ეკონომიურადაც ეხმარება. მამამ ორჯერ ნახა, მაგრამ მას შემდეგ რაც მესამე შვილი - ბიჭი შეეძინა, გოგონების მიმართ უფრო უყურადღებო გახდა.

მიზეზები, რის გამოც მამები შვილებს ტოვებენ

ნია ყვება რომ როდესაც ორსულობისას გაიგო რომ მეორეც გოგონა შეეძინებოდა ყოფილი ქმარი აბორტის გაკეთებას აქტიურად სთხოვდა. იგივეს უმეორებდა დედამთილიც, რომელიც ახლაც ეუბნება, მაშინ რომ აბორტი გაეკეთებინა, შეიძლება მათი ოჯახი არ დანგრეულიყო. სქესის გადარჩევის გამო ბოლო სტასისტიკური მონაცემებით საქართველოში კატასტროფული რაოდენობით კეთდება აბორტი. ნია ის ქალია, რომელმაც ამაზე უარი თქვა და დღეს მარტოხელა დედაა, თუმცა ის ამ გადაწყვეტილებით ბედნიერია...