LIFE

9 ფრაზა, რომლებიც ყველაზე მომთმენ ადამიანებსაც კი გააბრაზებს

9 ფრაზა, რომლებიც ყველაზე მომთმენ ადამიანებსაც კი გააბრაზებს

1. „მე გეუბნებოდი!“ / „ასეც ვიცოდი!“

ადამიანი შეცდა, და მაინც და მაინც უნდა დააყვედროთ, რომ აფრთხილებდით ამის შესახებ? და ეს მხარდაჭერის სიტყვების ნაცვლად? სულაც არ არის გასაკვირი, რომ ადამიანი თქვენსადმი მოწიწების მაგივრად სიბრაზისგან ცოფდება.

2. „ახლავე“

თუ თქვენ ნებისმიერ თხოვნაზე გააკეთოთ რაღაც, ამბობთ „ახლავე“, არ გაგიკვირდეთ, რომ მადლიერების ნაცვლად მთხოვნელის თვალებში დაინახავთ უნდობლობას. „ახლავე“ ხომ - ისეთი ცნებაა, სხვადასხვაგვარად შეიძლება გავიგოთ - „ოდესმე“ ან „არასოდეს“.

9 ფრაზა, რომლებიც ყველაზე მომთმენ ადამიანებსაც კი გააბრაზებს

3. „მაპატიე, რა თქმა უნდა, მაგრამ...“

ასეთ ფრაზას აუცილებლად მოყვება რაღაც სიბინძურე. ახლა შეიძლება უმოწყალოდ თქვათ სიმართლე, თქვენ ხომ წინასწარ მოიხადეთ ბოდიში! ძალიან მოხერხებული ფრაზაა. შეიძლება არ იფიქრო მოსაუბრის გრძნობებზე. ნეტა რატომ სწყინს?

4. „შენთვის არ იქნება საინტერესო“ / „შენ ვერ გაიგებ“

ნუთუ შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს იგივე, რაც თქვენ? ნუთუ შეიძლება ეს ვინმემ გაიგოს და გაიაზროს? საეჭვოა. ახსნასაც კი არა აქვს აზრი - მხოლოდ დროის დაკარგვაა. თქვენ ხომ უფრო კარგად იცით, რომ ის ვერ გაიგებს. და საერთოდ ეს მას არ ეხება!

9 ფრაზა, რომლებიც ყველაზე მომთმენ ადამიანებსაც კი გააბრაზებს

5. „შენ ეს ჩემთვის არ გითქვამს!“

თქვენ შეიძლემა მართლა არ გახსოვთ ის, რის შესახებაც გთხოვეს. მაგრამ რატომ უნდა აღიაროთ? ფრაზით: „შენ ეს ჩემთვის არ გითქვამს“ - შეიძლება, ჯერ ერთი, მიახვედროთ, რომ თხოვნა არა მხოლოდ არ არის შესრულებული, არამედ ამის გამო სინდისიც მშვიდად გაქვთ. მეორეც, აჩვენოთ, რომ ეჭვი გეპარებათ მოსაუბრის ადეკვატურობაში.

6. „მე მოგისმინე“ / „მე გავიგე“

თქვენი მოსაუბრე რაღაცას გაცხარებული ჰყვება და ალბათ ელოდება თქვენგან რეაქციას. მაგრამ ეჩეხება მშრალ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თქვენ გაქვთ ყურები და გესმით. და მეტი არაფერი. რაღაც დასკვნები, აზრი, მხარდაჭერა - ყველაფერი ეს თქვენს ღირსებაზე დაბლა დგას და არ ღირს თქვენი ძვირფასი დროის დაკარგვად.

7. „დამშვიდდი“

გულგრილმა „დამშვიდდი“ შეიძლება გამოიწვიოს სრულიად საწინააღმდეგო ეფექტი. ამ ფრაზით თქვენ გადახაზავთ მოსაუბრის პრობლემის მნიშვნელოვნობას და გაგების სიტყვებისა და მხარდაჭერის ნაცვლად უბრალოდ გულგრილად უჩენთ მის ადგილს.

9 ფრაზა, რომლებიც ყველაზე მომთმენ ადამიანებსაც კი გააბრაზებს

8. „ისევ იწყება...“

შესაძლებელია, მოსაუბრეს ძალიან აწუხებს ეს პრობლემა. და ის უშედეგოდ ცდილობს განიხილოს ის. ისევ და ისევ. ამ ფრაზით თქვენ აგრძნობინებთ, რომ თქვენ არა მხოლოდ არ გაინტერესებთ ეს მისი „სისულელე“, არამედ მოგბეზრდათ კიდეც მისი მოსმენა.

9. „რად გინდა ეს ძვირადღირებული კრემი, ეს ძვირადღირებული ფეხსაცმელი? შენ ისედაც ლამაზი ხარ“

თქვენ მართლა ხარჯების დასაბუთებას ელოდებით? თუ „ფლანგვის“ სინანულს? მაგრამ მხოლოდ აღშფოთება მოყვება? უცნაურია, თქვენ ხომ უკეთ იცით, მოსაუბრემ რაზე ჯობია დახარჯოს საკუთარი ფული. ის კი, უმადური, აღიქვამს თქვენს შეკითხვას როგორც თავისუფლების შეზღუდვის მცდელობასა და პირადულში ჩარევას. 



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>