საცურაო კოსტიუმი დონალდ ტრამპის სახით - ის, რაც 2017 წლის ზღვის სეზონის ტრენდად იქცა
- 01.08.2017
„შოკისმომგვრელი“ - ასე აფესებს პრესა მოდის კომპანია -Beloved Shirts-ის მიერ ქალებისთვის შექმნილ ახალ საცურაო კოსტიუმებს.
საცურაო კოსტიუმებზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახეა დაპრინტული.
მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ თუ გსურთ პლაჟზე ყველა გააოცოთ, ასეთი საცურაო კოსტიუმი უნდა ჩაიცვათ.
საცურაო კოსტიუმის უკანა მხარეზეც ტრამპია დაპრინტული, წინა და უკანა მხარე ერთი და იგივე გრაფიკითაა შესრულებული.
საცურაო კოსტიუმი თავდაპირველად 59.95 დოლარი ღირდა, ხოლო ახლა მისი ღირებულება 49.95 დოლარს შეადგენს.
შეიძლება ფიქრობთ, ვინ იყიდის ამ საცურაო კოსტიუმს? - ცდებით, როგორც აღმოჩნდა, ამერიკელ ქალებს ის ძალიან მოეწონათ და ვირუსულად მოედო პლაჟებს.
თემები: მოდა, ტრენდი, 2017 წლის ტენდენციები, საცურაო კოსტიუმი
<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>