LIFE

5 ცხოვრებისეული მოვლენა, რომლებიც შინაგანად გვცვლიან ადამიანებს

5 ცხოვრებისეული მოვლენა, რომლებიც შინაგანად გვცვლიან ადამიანებს

1. შინაური ცხოველის გაჩენა

ეს ახალი ამბავი არ არის: შინაური ცხოველები ქმნიან მყუდრო ატმოსფეროს, გვეხმარებიან გავუმკლავდეთ სტრესსა და შიშებს. კვლევების მიხედვით მათ, ვინც დღეში 15-20 წუთი თამაშობს შინაურ ცხოველებთან, ემატებათ სეროტონინისა და ოქსიტოცინის დონე - ნივთიერებების, რომლებიც ტრადიციულად ასოცირდებიან სიხარულსა და ბედნიერებასთან.

5 ცხოვრებისეული მოვლენა, რომლებიც შინაგანად გვცვლიან ადამიანებს

2. დაქორწინება

დაქორწინებული ადამიანები იღებენ განსაზღვრულ ფსიქოლოგიურ იმუნიტეტს - ისინი უფრო იშვიათად განიცდიან დეპრესიას, ნაკლებად არიან მიდრეკილები ნარკოტიკულ დამოკიდებულებისკენ, მთლიანობაში უფრო კმაყოფილები არიან საკუთარი თავით და ცხოვრებით, ვიდრე მარტოხელა ადამიანები. მართალია, ეს უპირატესობები ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც ბედნიერია ქორწინებაში. უბედურ ოჯახებში ფსიქოლოგიური კლიმატი უფრო დათრგუნულია, ყველა ჩამოთვლილი საფრთხე კი უფრო სახიფათო ხდება.

5 ცხოვრებისეული მოვლენა, რომლებიც შინაგანად გვცვლიან ადამიანებს

სტრესები, შიშები და ემოციური ძალადობა ყველაზე მძიმედ აისახება ქალის მდგომარეობაზე. საქმე იმაში კი არ არის, რომ მათ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. მიზეზი იმალება კონფლიქტების მოგვარების მექანიზმში: ქალის სტილი გულისხმობს მეტ ემპათიასა და განწყობას პარტნიორის გრძნობაზე, ქმრები კი ჩვეულ ნაკლებად გულისხმიერები არიან და კონფლიქტის სიტუაციაში ურჩევნიათ თავიდან აიცილონ უსიამოვნო საუბარი.

3. განქორწინება

განშორება მასთან, ვინც ოდესმე ძლიერად გვიყვარდა, შეიძლება უფრო სერიოზულ განსაცდელი აღმოჩნდეს, ვიდრე მისი სიკვდილი. ამ შემთხვევაში მწარედ გაწბილებულები ვრჩებით - საკუთარ არჩევანში, საკუთარ იმედებსა და ოცნებებში. ჩვენ შეიძლება ჩავვარდეთ ღრმა დეპრესიაში. ქალები უფრო უკეთესად უმკლავდებიან განშორების შედეგებს, ვიდრე მამაკაცები.

5 ცხოვრებისეული მოვლენა, რომლებიც შინაგანად გვცვლიან ადამიანებს

4. ბავშვის დაბადება

2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მომავალი მშობლები, როგორც წესი, ოჯახში მატების ამბავს სასიამოვნოდ განიცდიდნენ. მაგრამ შემდგომში მათ შორის ორმა მესამედმა განიცადა ბედნიერების დონის მკვეთრი ვარდნა - ზუსტად ბავშვის აღზრდის მეორე წელიწადზე, როდესაც ჩვეულმა ეიფორიამ გაიარა და ცხოვრება დაბრუნდა სტაბილურ კალაპოტში. მართალია, მთლიანობაში დღეს მშობლები უფრო ბედნიერები არ არიან, ვიდრე 20 წლის წინ, მაგრამ მაინც მათზე ბედნიერები არიან, ვისაც საერთოდ არ ჰყავს შვილები.

5 ცხოვრებისეული მოვლენა, რომლებიც შინაგანად გვცვლიან ადამიანებს

5. მშობლების სიკვდილი

რამდენად მძიმე იქნება მწუხარების გრძნობა, დამოკიდებულია ჩვენს კავშირზე მშობელთან. ჩვეულ მამაკაცები უფრო დარდობენ მამის დაკარგვას, გოგოები კი ძნელად ეგუებიან დედის დაკარგვას. რაც უფრო ახალგაზრდები ვართ, მით უფრო დიდია ტკივილი.

ბავშვებს, რომლებიც პატარაობისას დაკარგეს მშობლები, გააჩნიათ უფრო სუსტი იმუნიტეტი და უფრო მიდრეკილები არიან დეპრესიისა და სუიციდისადმი. ეს რისკი მატულობს, თუ მშობლები თავად იყვნენ უბედურები და თვითმკვლელობით დაასრულეს ცხოვრება. 

5 ცხოვრებისეული მოვლენა, რომლებიც შინაგანად გვცვლიან ადამიანებს



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>