როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ოფისში - სტილისტისა და მოდის ბლოგერის რჩევები
- 30.08.2017
სტილისტი და ბლოგი Vandastyle-ის ავტორი ვანდა ვოგი ფიქრობს მორიგ მოდურ ტაბუზე. ვერკვევით თუ არა, რა არის საჭირო ოფისისთვის, და რა - შავი სიისთვის.
დავიწყოთ უბრალო ქვედაბოლო -ფანქარით. როგორი უნდა იყოს ქვედაბოლო?
ის შეიძლება იყოს შავი, რუხი ან ლურჯი, რომელიც ალბათ მოიძებნება თქვენს კარადაში. ნაჭრის, ტყავის, ზამშის - არა აქვს მნიშვნელობა. მისი იდეალური სიგრძეა - მუხლამდე ან სულ ცოტა მოკლე. ან მუხლს ქვემოთ, კუნთამდე ან კუნთის ხაზის ქვედა ნაპირამდე.
უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ქვედაბოლოს მთავრდებოდეს იქ, სადაც თქვენი ფეხი წვრილდება.
ასევე ქვედაბოლო არ უნდა იყოს ზედმეტად მოტკეცილი. თუ ის ამავე დროს ტრიკოტაჟის ქსოვილისგანაა, და თანაც ნაკეცებით, მაშინ სრულიად შეუსაბამო იქნება.
და არ შეუხამოთ როლინგს! იდეალურ ფიგურაზე და მაღალ კისერზეც კი ეს ვარიანტი უშნოდ გამოჩნდება. აი, როგორი გაოჩნდება მაშინ, როდესაც მკერდი და წელი დიდი ზომის გაქვთ - თავად მიხვდებით.
ამჯერად, შემოგთავაზებთ უამრავ საინტერესო ვარიანტებს. ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმელსაც - ვიწრო ქვედაბოლოს უხდება ყველაფერი: კლასიკური ფეხსაცმელიც, ლოფერებიც, ჩელსიც, ბოტასებიც, სანდლებიც და უხეში ჩექმებიც კი. მოკლედ, ქვედაბოლო შეიძლება ჩაიცვათ:
· პერანგთან (არა გამჭირვალე და მოტკეცილი, არამედ განიერი);
· მაისურთან;
· მილიტარი პერაგთან ან ჟაკეტთან;
· სვიტრთან, რომლის ქვეშიდან ჩანს პერანგი;
· უბრალოდ განიერ სვიტრთან;
· უბრალოდ სვითშოტთან, მათ შორის სპორტულთან;
· ბომბერთან;
· ტყავის ქურთუკთან;
· და რომელიმე კრეატიულ ტოპთან.
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, რჩევები
<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>