ოჯახი და კარიერა - როგორ დავიცვათ ბალანსი
01.04.2025როგორი ფეხსაცმელებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - 11 მთავარი ტენდენცია
- 29.09.2017

1. ვერცხლისფერი და ბრჭყვიალა - დროა, თქვენს ვიზუალს უფრო მეტი სიკაშკაშე შემატოთ. დიზაინერები ამისთვის ბრჭყვიალა ვერცხლისფერ ფეხსაცმელებს გვთავაზობენ. მსგავსი ფეხსაცმელი 2017 წლის შემოდგომის მთავარი ტრენდია.



2. ე.წ. საბრძოლო ფეხსაცმელი - მსგავსი ფეხსაცმლის ინსპირაციის წყარო ჯარისკაცის სამოსი გახდა და წელს ის ტრენდულია.



3. ე.წ ქალაქელი „ქაუბოის“ ფეხსაცმელი - დიზაინერები „ქაუბოის“ უხეში ფეხსაცმლით სიარულს გვთავაზობენ.



4. დეკორაციული და ექსტრავაგანტული - ეს ორნამენტებით და სხვადასხვა პრინტებით გაფორმებული ფეხსაცმელები ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია და ვფიქრობთ, თქვენს გარდერობში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.



5. ფეხსაცმელი მაღალი ყელით - მუხლს ზემოთ ჩექმა კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას.



6. წითელი და სექსუალური - შემოდგომამ წითელი ფეხსაცმლის გარეშე არ უნდა ჩაიაროს. ის წელს განსაკუთრებით მოდურია.



7. ფეხსაცმლის ქუსლის არტი - თუ არქიტექტურა გიყვართ და მოგწონთ ყველაფერი ექსტრავაგანტული, მაშინ ეს ფეხსაცმელი თქვენთვისაა.



8. ატლასისა და აბრეშუმის ფეხსაცმელები - ნაზი და დახვეწილი ქალისთვის.



9. ფეხაცმელი ბევრი ნაკეცით, შეიძლება დაჭმუჭნული ფეხსაცმელიც ვუწოდოთ - მსგავსი ფეხსაცმელები მეოცე საუკუნის 80-იან წლებში იყო მოდური. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მოდა ბრუნდება.



10. ველვეტის ფეხსაცმელი - მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი ფეხსაცმელი 2017 წლის შემოდგომაზე მათი ფავორიტია.



11. თეთრი ფეხსაცმელი - ჯერ თუ არ იცით, გეტყვით, რომ თეთრი ფერის ფეხსაცმელი თანდათან უფრო აქტუალური ხდება.



თემები: სტილი, ფეხსაცმელი, ტრენდი, 2017 წლის ტენდენციები
<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>