LIFE

ონლაინ გაცნობის საიტები მყარ ოჯახურ კავშირებს ქმნიან - ახალი კვლევის შედეგი

ონლაინ გაცნობის საიტები მყარ ოჯახურ კავშირებს ქმნიან - ახალი კვლევის შედეგი

ჩვენს ეპოქაში, გაცნობისა და რომანტიკული ურთიერთობისთვის საკმაოდ პოპულარული გზაა ონლაინ გაცნობის საიტებზე დარეგისტრირება. ახალი კვლევის თანახმად კი, წყვილებს, რომლებმაც ოჯახი ინტერნეტით გაცნობის შედეგად შექმნეს, უფრო მყარი კავშირი აქვთ.

ასეთი საიტების საშუალებით ძალიან ბევრმა ადამიანმა იპოვა ცხოვრების თანამგზავრი და როგორ ვენისა და ესექსის უნივერსიტეტების პროფესორთა მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, ასეთი ურთიერთობები მყარია.

„ქორწინება რომელიც ონლაინ გაცნობის შედეგად შედგა, როგორც წესი, არის უფრო მყარი, ვიდრე მეგობრების წრეში გაცნობილ წყვილთა ქორწინება“, - აცხადებენ მკვლევარები.

ონლაინ გაცნობის საიტები მყარ ოჯახურ კავშირებს ქმნიან - ახალი კვლევის შედეგი

ამავდროულად, ონლაინ გაცნობის საიტები ხელს უწყობს ეროვნებათაშორის, რასათაშორის კავშირის დამყარებას.

აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ ინტერნეტით გაცნობილ წყვილთა ქორწინების რაოდენობაა გაზრდილი, არამედ განსხვავებული ეროვნების ადამიანთა ქორწინების რაოდენობაც მკვეთრადაა გაზრდილი. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ამის მიზეზი, სწორედ ონლაინ გაცნობის საიტებია.

როცა ხვდებით ადამიანს საერთო მეგობრების წრეში, დიდი შანსია, რომ ის ძალიან გგავდეთ თქვენ, თქვენნაირად ფიქრობდეს, საერთო ინტერესები გქონდეთ და ეს, შესაძლოა, ზოგჯერ მოსაწყენი იყოს. ონლაინ გაცნობის საიტები კი იძლევა შესაძლებლობას რომ სრულიად განსხვავებული ადამიანი გაიცნოთ, განსხვავებული როგორც ეროვნებით, ასევე რელიგიით, კულტურით, ჰქონდეს განსხვავებული ინტერესები და შეხედულებები. ყოველივე მასთან ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის.

ონლაინ გაცნობის საიტები მყარ ოჯახურ კავშირებს ქმნიან - ახალი კვლევის შედეგი

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ასეთი საიტების პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ის არის, რომ იქ სხვადასხვა ერისა და კულტურის წარმომადგენელს შეხვდებით.

ასე რომ, თუ ჯერ არ სარგებლობთ ონლაინ გაცნობის საიტით, რას ელოდებით?



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>