სილამაზე

თმის მეზოთერაპია - თმის ცვენის მკურნალობის უმტკივნეულო, არაქირურგიული მეთოდი

თმის მეზოთერაპია - თმის ცვენის მკურნალობის უმტკივნეულო, არაქირურგიული მეთოდი

თმის მეზოთერაპია ეს არის თმის ცვენის მკურნალობის არაქირურგიული მეთოდი, რაც გულისხმობს საჭირო წამლის, ფერმენტების, ვიტამინების ან თმის ზრდის მასტიმულირებელი მცენარეული ექსტრაქტების კანქვეშ (მეზოდერმა) შეყვანას ნემსით ან უნემსოდ.

ჩვენ ვიყენებთ უნემსო, უმტკივნეულო მეთოდს და ამისთვის ვიყენებთ აპარატს (BeautyLab). ელექტროპორაცია ( მოდულირებული ელექტროტალღების მეშვეობით კონცენტრატის შეყვანა) უნემსო მეთოდებს შორის ყველაზე უმტკივნეულოა. ასევე, ზოგ შემთხვევებში გამოიყენება დერმაროლერი (გორგოლაჭი, რომელიც აღჭურვილია მიკრო ნემსებით).

თვითონ პროდუქტი NeoHair, რომელიც შეიყვანება კანქვეშ, არის ინოვაციური , აქტიური ნივთიერებებისგან შემდგარი კონცენტრატი: თმის ზრდის სტიმულაციისთვის აუცილებელი ვიტამინები, ამინომჟავები, მცენარეული ექსტრაქტები. მისი შემადგენელი კომპონენტები აძლიერებს დასუსტებულ თმის ღერს, აუმჯობესებს თავის კანის სისხლმომარაგებას, ხელს უწყობს ახალი თმის ამოსვლას.

თმის მეზოთერაპია - თმის ცვენის მკურნალობის უმტკივნეულო, არაქირურგიული მეთოდი

NeoHair -ს აქვს მოქმედების 3 მექანიზმი: ვაზოდილატაციური ეფექტი (მასში შემავალი მცენარეული ექსტრაქტების Centella asiatica, Meringa pterigosperma მეშვეობით), რაც გულისხმობს მეტი ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების მიწოდებას. ვიტამინები თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ეფექტისგან იცავს თმის ფოლიკულის სტრუქტურას. ამინომჟავები კი, წარმოადგენს კერატინის წარმოქმნისა და სხვა, თმის ზრდისათვის აუცილებელი ცილებისთვის სამშენებლო მასალას. კვებავს თმის ბოლქვს.

თმის მეზოთერაპია - თმის ცვენის მკურნალობის უმტკივნეულო, არაქირურგიული მეთოდი

პროცედურა იკავებს 30-40 წუთს. ითვლება უმტკივნეულო მეთოდად და არ საჭიროებს ადგილობრივ გაუტკივარებას. ტარდება კვირაში ან 10 დღეში ერთხელ. შედეგი მიიღწევა მეხუთე პროცედურის შემდეგ. როგორც წესი, აუცილებელია 10 პროცედურის ჩატარება და შემდგომ, შემანარჩუნებელი ეფექტისთვის, 2-3 თვეში ერთხელ.

თმის მეზოთერაპია - თმის ცვენის მკურნალობის უმტკივნეულო, არაქირურგიული მეთოდი



უნიკალურია იმის გამო, რომ არის უმტკივნეულო მეთოდი, ეფექტური (90% შემთხვევებში), არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, არის გაცილებით იაფი ვიდრე თმის გადანერგვა და ხარჯთეფექტური (თვეობით/ წლობით მიღებული მედიკამენტები, ადგილობრივი გამოყენების ძვირადღირებული საშუალებები).

ზოგადად, არსებობს თმის ცვენის ორი სახის მკურნალობა:

· არაქირურგიული

# ადგილობრივი (საცხები, მალამოები, შრატები და ა.შ.)

# სისტემური (მედიკამენტები)

# მეზოთერაპია

# PRP თერაპია

· ქირურგიული

# ბუნებრივი თმის გადანერგვა

# ხელოვნურას მიღებული თმის გადანერგვა (ბიო-ბოჭკოვანი) თავის კანის მიკროპიგმენტაცია

ცენტრს ყავს პაციენტები, რომლებიც წარმატებით იტარებენ პროცედურებს, თუმცა, ჯერჯერობით, არა იმ რაოდენობით, რამდენადაც აქტუალური არის თმის ცვენის პრობლემა საქართელოში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრმა არ იცის ამ პროცედურის შესახებ. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ინოვაციური მეთოდის ცნობადობის გაზრდაა. თმის მეზოთერაპია აქტიურად გამოიყენება და მისი პოპულარობა სწრაფად იზრდება ევროპის ბევრ ქვეყანაში: გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სამხრეთ კორეა, იაპონია, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ინდოეთი. აქტიურად მიმდინარეობს კლინიკური კვლევები პროცედურის ეფექტურობის კიდევ უფრო უკეთ შესასწავლად.

პროცედურა რეკომენდებულია როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის. ყველასთვის, ვისაც სურს თმის ხარისხის გაუმჯობესება და გაცვენილი თმის აღდგენა.

რადგან თმის ცვენის მიზეზები მრავალრიცხოვანია, აუცილებელია დერმატოლოგის და სპეციალისტის კონსულტაცია, რის შემდეგაც შეირჩევა ინდივიდუალური, სპეციფიკური მკურნალობის სქემა.

პაციენტი უნდა იყოს სრულწლოვანი (18 წლიდან). თმის ცვენის მიზეზებია: ემოციური და ფიზიკური სტრესი, მკაცრი დიეტები, ორსულობა/მშობიარობის შემდგომი პერიოდი, იმუნიტეტის დაქვეითება, გარეგანი აგრესიული ფაქტორების ზემოქმედება, ეკოლოგიური ფაქტორები, თავის თმიანი არის და ფესვის არასაკმარისი სისხლმომარაგება, თავის თმიანი არის ინფექციური დაავადებები და ა.შ., ქიმიური ზემოქმედების შედეგად დაზიანებული თმები ( თმის შეღებვა ) მსხვრევადი, დათხელებული თმის სტრუქტურა, ქერტლი.

თმის მეზოთერაპია - თმის ცვენის მკურნალობის უმტკივნეულო, არაქირურგიული მეთოდი


სილამაზის ცენტრი “ანე როშ’-ი უკვე მეოთხე წელია არსებობს. მისი დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი არის შორენა ალიბეგაშვილი, დერმატო-კოსმეტოლოგი 17 წლიანი გამოცდილებით, რომლის სახელსაც ატარებს თავად ცენტრი (‘ანე როშ’ მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება როგორც შორენა). ქალბატონმა შორენამ საბაზისო განათლება მიიღო გერმანიასა და უკრაინაში. უკრაინაში 5 წლიანი მუშაობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. მას დიდი სურვილი ჰქონდა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა ქართული საზოგადოებისთვის. ქნ-ი შორენას მიერ დაფუძნებულმა სილამაზის ცენტრმა “ანე როშ” სახელი დაიმკვირდა, როგორც მაღალი სტანდარტების მქონე, ხარისხზე ორიენტირებულმა კომპანიამ. მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად მზადყოფნაშია მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი პროდუქტები, ინოვაციური მეთოდები და მიდგომები ესთეტიური სილამაზის სფეროში. აქ გელით სასიამოვნო და მყუდრო გარემო.

კოსმეტოლოგიისა და სილამაზის ცენტრი “ანე როშ”-ს ამჟამად აქვს ერთი ფილიალი (გლდანი მოლში). მომხმარებელს სთავაზობს პაკეტურ და ინდივიდუალურ მომსახურებას. ცენტრის ძირითადი მიმართულებებია

· კლასიკური კოსმეტოლოგია

· აპარატული კოსმეტოლოგია Beauty Lab

# სახის გაწმენდა ულტრაბგერით

# ფრაქციული პილინგი

# RF რადიოსიხშიროვანი მონოპოლარული/ბიპოლარული

# კოქტეილის შეყვანა აპარატურულად

# აკნეს პროგრამა

# ადგილობრივად ცხიმის მოცილება (ზონების მიხედვით)

# ადიპოზური ცხიმის მოცილება (სახე)

# თვალის კონტურის გასწორება

# პიგმენტური ლაქების მოცილება

# კოქტეილების შეყვანა ელექტროპორაციით

# კუპეროზის მკურნალობა (სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, გაფართოებული კაპილარების ბადეები);

# თმის ცვენის მკურნალობა/ პრევენცია

# ტანის ადიპოზური ცხიმის მოცილება

# ანტიცელულიტური პროგრამა

# კავიტაცია ზონების მიხედვით

· ლაზერული პროგრამა X Lase

# ფრაქციული გაახალგაზრდავება

# ფოტო გაახალგაზრდავება

# კაპილარების მოცილება

# აკნეს მკურნალობა

# პიგმენტური ლაქების მოცილება

# ონიქომიკოზის (ფჩხილის სოკო) მკურნალობა

# ფორების დახურვის პროგრამა

# არასასურველი თმის მოცილება (დიოდი) ზონების მიხედვით

· სალონური მომსახურება

# ფრჩხილის მოვლა (პედიკური/მანიკური)

# თმის მოვლა

# თმის მოვლა ბავშვებისთვის

· მასაჟი/მანუალური თერაპია

· სოლარიუმი

· პერმანენტული მაკიაჟი

# წარბების მიკრობლენდინგი

# წამწამების დაგრძელება

# კლასიკური/საღამოს / ფოტო მაკიაჟი

Tel: 593 35 35 00

https://www.facebook.com/BeautyAcademyAneRosh/


email: anerosh.academy@gmail.com

http://www.anerosh.com