სტილი

სტილი და სიყვარული - ტოპ-6 ყველაზე სტილური წყვილი მოდის ისტორიაში

სტილი და სიყვარული - ტოპ-6 ყველაზე სტილური წყვილი მოდის ისტორიაში

1. ედუარდ VΙΙΙ და უოლის სიმპსონი

მეფემ ედუარდ მერვემ 1936 წელს უარი თქვა ბრიტანული იმპერიის ტახტზე შეყვარებულის, ორჯერ განათხოვარი ამერიკელი უოლის სიმპსონის გამო. ედუარდი 41 წლის უოლისზე დაქორწინდა, და მათ მთელი ცხოვრება უდარდელად გაატარეს სიყვარულსა და თანხმობაში. იმ დროინდელი წამყვანი დიზაინერების კოსტიუმები მომგებიანად უსვამდნენ ხაზს უოლისის ფიგურას. ედუარდი კი, რომელიც უმწიკვლო გემოვნებით გამოირჩეოდა, მეუღლეს ბრწყინვალე სამკაულებით ანებივრებდა.

სტილი და სიყვარული - ტოპ-6 ყველაზე სტილური წყვილი მოდის ისტორიაში

2. ლორენ ბეკოლი და ჰამფრი ბოგარტი

კინოს ოქროს ეპოქის ოქროს წყვილი ერთმანეთს ფილმის გადაღების დროს შეხვდა. ასე შეიქმნა 40-იანების საკულტო წყვილი. ბეკოლისა და ბოგარტის სტილი სრულიად შეესაბამებოდა იმ დროს: მკაცრი და უბრალო, ზედმეტი დეტალების გარეშე. ლორენის გარდერობი ძალიან ქალური იყო, ჰამფრი კი ეკრანის გარეთაც ბრუტალურ გმირად რჩებოდა.

სტილი და სიყვარული - ტოპ-6 ყველაზე სტილური წყვილი მოდის ისტორიაში

3. ჯონ ლენონი და იოკო ონო

ლონდონის მთავარ მუსიკალურ წყვილს ძალიან უყვარდა ექსპერიმენტები: ხან თავიდან ფეხებამდე მხოლოდ თეთრები ეცვათ, ხან ტოტალურ შავ ტანსაცმელში იმალებოდნენ, უყვარდათ სათვალე და ქუდები. ხანდახან კი კამერების წინ პიჟამოებში გამოჩენაც კი არ ერიდებოდათ.

სტილი და სიყვარული - ტოპ-6 ყველაზე სტილური წყვილი მოდის ისტორიაში

4. მიკ და ბიანკა ჯაგერები

ბიანკა მიკს ცოლად თეთრი ფერის ქვედაბოლოთი და ჟაკეტით გაჰყვა, რომლებიც შიშველ ტანზე ეცვა, თავზე კი განიერი ქუდი ეხურა. მისი სტილი ახლო მეგობრის, ჰალსტონის ბრწყინვალე კაბებისგან, უმწიკვლო კეიპებისა და კოსტიუმებისგან შედგებოდა, რომელიც გაჯერებული იყო დიდი სათვალეებითა და ძვირფასი სამკაულებით. ოპტიმისტური დენდისა და ნამდვილი ფრანტის - მიკ ჯაგერის სტილი, არაფრით ჩამოუვარდებოდა საკუთარი მეუღლის სტილს.

სტილი და სიყვარული - ტოპ-6 ყველაზე სტილური წყვილი მოდის ისტორიაში

5. მადონა და შონ პენი

80-იანების სტილის წყვილი სრულიად ჰარმონიული იყო იმ პერიოდისთვის. მადონა - განიერ მოსაცმელში და მაღალწელიან შარვალში, შონი - ტყავის ქურთუკსა და ჯინსებში. დასანანია, რომ მათი სიყვარული ისეთივე ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორიც მათი სტილისტური ტანდემი.

სტილი და სიყვარული - ტოპ-6 ყველაზე სტილური წყვილი მოდის ისტორიაში

6. კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია

პრინც უილიამი და მისი მეუღლე კეტრინი თანამედროვე კლასიკას განასახიერებენ: წყვილის სტილი, ისევე როგორც მათი „ლავ-სთორი“, მუდმივ ფასეულობებზეა აგებული და მხოლოდ მცირედით თანამედროვეა, როგორც ამას დროის სულისკვეთება მოითხოვს. ჰერცოგი ძირითადად ლურჯი ფერის კოსტიუმებს ატარებს, ჰერცოგინია კი უპირატესობას დახურულ კოსტიუმებსა და ქვედაბოლოებს ანიჭებს, ასევე მოკრძალებულ კაბებს, რომლებიც, საბედნიეროდ, საშუალებას აძლევს ხაზი გაუსვას დახვეწილ ფეხებს.

სტილი და სიყვარული - ტოპ-6 ყველაზე სტილური წყვილი მოდის ისტორიაში



<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>