5 რამ, რასაც ბავშვი აუცილებლად იმახსოვრებს - ის, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
- 02.04.2022
1. ბავშვი იმახსოვრებს დროს, როცა ის მშობლის გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და ასევე იმ დროს, როცა რაიმე შიშის განცდა აწუხებდა - ყველა ბავშვს სჭირდება, თავს გრძნობდეს დაცულად და სჭირდება განცდა იმისა, რომ ვიღაც მასზე ზრუნავს.ბავშვები იმახსოვრებენ ყველა მომენტს, როცა გამოექომაგეთ, მაგრამ ამავდროულად, იმახსოვრებენ იმ მომენტებსაც, როცა თქვენ მათთვის მონსტრად გადაიქეცით, როცა ძალიან გაუბრაზდით, იმდენად რომ თქვენი შეეშინდა. ჩვენს შვილებს ზოგჯერ უწევთ გაბრაზებულები გვნახონ, ეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ბავშვის ფსიქიკური სიჯანსაღისთვის კარგი იქნება, თუ მას გაუჩენთ დაცულობის განცდას, როცა თქვენ გვერდითაა.
2. იმახსოვრებს დროს, როცა მას დიდ ყურადღებას უთმობდით - ბავშვისთვის სიყვარულის საზომი მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებაა. ერთად გატარებული სასიამოვნო დრო თქვენი შვილის გულში იმ მოგონებებად დარჩება, რომლებიც მუდამ ემახსოვრება. ხშირად ისეირნეთ ერთად, ხშირად გაატარეთ შვილთან დრო სასიამოვნოდ და შეაგროვეთ ბევრი სასიამოვნო მოგონება.
3. აუცილებლად ამახსოვრდება ის, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ მეუღლესთან - შვილებს სიყვარულის შესახებ შეხედულება თავიანთი მშობლების მაგალითის მიხედვით უყალიბდებათ. ისინი უყურებენ მშობლებს და სამუდამოდ ამახსოვრდებათ ის, თუ როგორ დამოკიდებულებას იჩენენ ისინი ერთმანეთის მიმართ. ერთ დღეს, როდესაც თავადაც დაქორწინდება, აუცილებლად ისეთ ხასიათს გამოავლენს, როგორსაც თქვენ ავლენდით მეუღლის მიმართ. ამიტომ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ის სახლში თბილ და ერთმანეთის მიმართ მოსიყვარულე მშობლებს ხედავდეს.
4. იმახსოვრებს თქვენ მიერ ნათქვამ ყველანაირ საქებ სიტყვას, ასევე კრიტიკას - ბავშვის გული ძალიან მგრძნობიარეა და ზრდასრულთან შედარებით გაცილებით უფრო მგრძნობიარე ხასიათს იჩენს როგორც ქებისა და კომპლიმენტების, ასევე კრიტიკის მიმართ. მშობლის ვალდებულებაა, რომ ბავშვთან ურთიერთობისას სწორად შეარჩიოს სიტყვები, მშობლისა და შვილის დიალოგი პოზიტივითა და სიყვარულით უნდა იყოს სავსე.
5. ოჯახური ტრადიციები - ბავშვები სამუდამოდ იმახსოვრებენ ოჯახურ ტრადიციებს. მაგ: შეიძლება ეს ტრადიცია იყოს კვირას საღამოს ერთად ფილმის ნახვა. ან შაბათ-კვირას ბებიასთან და ბაბუასთან გატარება. ოჯახის ტრადიცია მისი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამიტომ, მშობლებმა სასიამოვნო და საინტერესო საოჯახო ტრადიციები უნდა დაამკვიდრონ.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, რჩევები, ბედნიერი ბავშვი
<a href="http://time.com/">http://time.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია