სილამაზე

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივად შესანიშნავი თმა გაქვთ თუ - არა, იმისთვის, რომ მან შეინარჩუნოს ხარისხი და ბზინვარება, სწორად მოვლა სჭირდება.

გთავაზობთ თმის მოვლის ძირითად წესებს, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს.

1. თმის დაბანის წესები - დაბანამდე დაივარცხნეთ თმა, ხოლო შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. შამპუნი ჯერ ხელზე დაისხით და შემდეგ წაისვით სველ თმაზე. ბოთლიდან პირდაპირ თმაზე ნუ დაისხამთ. როცა შამპუნს წაისვამთ, თმის ძირებზე ხელის ფაქიზი მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი. მოიშორეთ შამპუნი და თუ საჭიროა, კიდევ ერთხელ წაისვით.გამოიყენეთ თმის კონდიციონერი.ჯერ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შემდეგ ოდნავ გრილით. გაიმშრალეთ თმა თბილი პირსახოცით თმის ძირებიდან ბოლოებამდე. გახსოვდეთ, რომ თმის დაბანა ყოველ დღე საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. მან შეიძლება თმის გამოშრობა და ცვენა გამოიწვიოს.

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

2. თმის გაშრობა - წაისვით სველ თმაზე რაიმე სპეციალური პროდუქტი, დამატენიანებელი. შემდეგ დაყავით ის რამდენიმე ნაწილად და გაიშრეთ ფენით. გახსოვდეთ, რომ თმასა და ფენს შორის მანძილი მინიმუმ 15 სმ უნდა იყოს. გაშრობა დაიწყეთ თმის უკანა ნაწილით. თმის საშრობი ფენის ხშირად გამოყენება თმისთვის მავნებელია. კვირაში მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ გამოიყენეთ. ზაფხულში ხშირად მიეცით თმას საშუალება, რომ არა ფენით, არამედ ბუნებრივად გაშრეს.

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

3. როგორი ტიპის თმა გაქვთ? - თუ ის ძალიან ცხიმიანია, ყოველ დღე დაიბანეთ, ხოლო თუ ჩვეულებრივია, ყოველ მესამე დღეს. თუ თქვენი თმა ძალიან გამომშრალია, რეკომენდებულია კვირაში მხოლოდ ერთხელ დაბანა.

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

4. თმის დახვევა - თუ თხელი თმა გაქვთ, თმის დასახვევი უთო 170ºC-ზე უნდა გააცხელოთ, საშუალო სისქის თმის დასახვევად 200ºC-ზე, ხოლო სქელი თმის დასახვევად 230ºC-ზე. თმის დახვევის დროს არ შეიძლება ერთი კულულის გასაკეთებლად თმაზე უთო საშუალოდ 7 წამზე მეტი გქონდეთ. გახსოვდეთ, არ დაიხვიოთ სველი თმა, აუცილებლად გაასუფთავეთ თმის უთო მისი მოხმარების შემდეგ და არ გამოიყენოთ ის ყოველ დღე.

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

5. თმის გასწორება - თხელი თმის გასასწორებლად უთო გააცხელეთ 170 ºC-ზე, ხოლო სქელი თმის გასასწორებლად 230 ºC-ზე. უმჯობესია, არჩევანი შეაჩეროთ კერამიკით მომზადებულ უთოზე. სანამ თმას გაისწორებთ, მანამდე წაისვით თმის დამცავი სპრეი. გასწორების შემდეგ დაივარცხნეთ. ერთსა და იმავე ადგილას 2-3 წამზე მეტხანს თმის უთო არ გაიჩეროთ. ერთი კვირის განმავლობაში მისი გამოყენება მხოლოდ ერთხელაა დასაშვები. აუცილებლად გაასუფთავეთ ყოველი გამოყენების შემდეგ.

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

6. თმის ზეთი - ავოკადოს ზეთი ატენიანებს და უფრო ფაფუკს ხდის თმას. 5 სუფრის კოვზ ავოკადოს ზეთს შეურიეთ 3-5 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. მიღებული ნაზავი წაისვით თმაზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი.

არგანის ზეთი - ის ატენიანებს თმას და ბზინვარებას ჰმატებს.

ქოქოსისი ზეთი - თმას ბზინვარებას და სიჯანსაღეს ჰმატებს. რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი შეურიეთ შამპუნში და ისე დაიბანეთ.

ჟოჟობას ზეთი - დაისხით ხელზე რამდენიმე წვეთი და შეიზილეთ თმაში.

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

7. თმის ნიღბები:

ნიღაბი ჩვეულებრივი თმისთვის - შეურიეთ ერთმანეთს 2 სუფრის კოვზი ოროვანდის ზეთი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 10 წვეთი A ვიტამინი, 10 წვეთი E ვიტამინი. წაისვით მიღებული ნაზავი თმაზე და გაიჩერეთ 1 საათის განმავლობაში.

თმის გამაძლიერებელი ნიღაბი - 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ალოეს წვენი შეურიეთ ერთმანეთს. წაისვით თმაზე მიღებული ნიღაბი დაბანამდე ერთი საათით ადრე.

ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის - 2 სუფრის კოვზი გამხმარი მდოგვი, 4 სუფრის კოვზი თბილი წყალი, 3 სუფრის კოვზი თიხა, 1 სუფრის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს, წაისვით თმაზე და 30-40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

8. იმისთვის, რომ გქონდეთ ჯანსაღი თმა, აუცილებელია ჯანსაღად კვება - მიიღეთ C ვიტამინით მდიდარი საკვები, ციტრუსი, ომეგა 3-ით მდიდარი საკვები, ასევე A და E ვიტამინებით მდიდარი საკვები.

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

9. სხვადასხვა ფერის თმას განსხვავებული მოვლა სჭირდება: ღია ფერის თმისთვის უმჯობესია თუ გამოიყენებთ ზეითუნის, ჟოჟობას, ავოკადოსა და ქოქოსის ზეთებს. მუქი ფერის თმისთვის კარგია ზეითუნის ზეთი, ასევე ციტრუსის შემცველი ეთერზეთები. წითელი ფერის თმისთვისაც კარგია ზეითუნის ზეთი.

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

10. სიცივეში აუცილებლად დაიფარეთ ქუდი, ამით თმას გამოშრობისგან დაიცავთ, ხოლო მისი მოვლისთვის აუცილებლად გამოიყენეთ ცივ დღეებში ნიღბები და თმის მოვლისთვის განკუთვნილი ზეთები.

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

11. ხოლო როცა ცხელა, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება აუცილებელია.

თმის მოვლის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>