10 მტკიცებულება იმისა, რომ მამაკაცს ძალიან უყვარხართ და თქვენ გარეშე ვერ ძლებს
- 13.01.2018
გთავაზობთ 10 უტყუარ მტკიცებულებას იმისას, რომ მამაკაცს ძალიან უყვარხართ და ის თქვენ გარეშე ვერ ძლებს:
1. ის არ წყვეტს მეგობრებთან თქვენ შესახებ ლაპარაკს - თუ მამაკაცები თქვენივე თანდასწრებით მეგობრებს მხოლოდ თქვენზე ელაპარაკებიან, სიამოვნებთ თქვენი სახელის ხსენება, ეს ინდიკატორია იმისა, რომ ის თქვენზე გიჟდება.
2. ის ცდილობს, რომ დიდი დრო გაატაროს თქვენ გვერდით - მცირე დროც რომ გამოუჩნდება, შეხვედრას გთხოვთ. ცდილობს, გამონახოს ყველა შესაძლებლობა, გადადოს საქმეები და თქვენთან მოვიდეს.
3. ცდილობს, ყველა სიტუაციაში დაგიცვათ - სამყარო ბევრი ხიფათითაა სავსე და სხვადასხვა რთულ და სახიფათო სიტუაციებთან გვიწევს ყოველდღიურად გამკლავება და თუ მამაკაცი ცდილობს საფრთხეს აგარიდოთ და ცხოვრება გაგიმარტივოთ, რა თქმა უნდა, მას ძალიან უყვარხართ.
4. ის დიდი მონდომებით ცდილობს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თქვენს ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან - მან იცის, რომ სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი გზა თქვენი საყვარელი ადამიანებისადმი ყურადღების, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვაა, ამიტომაც ცდილობს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან.
5. ის გეკითხებათ რჩევებს და თქვენს აზრს ითვალისწინებს - უმნიშვნელო გადაწყვეტილებების მიღების დროსაც კი, აზრს გეკითხებათ და თქვენს შეხედულებებს ითვალისწინებს. ეს იმიტომ, რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ.
6. ის თქვენთან ერთად გეგმავს მომავალს - თუ ის გეგმავს ზაფხულში თქვენთან ერთად შვებულების გატარებას რამდენიმე თვით ადრე, თუ კარიერის საკითხებს თქვენთან ერთად განიხილავს, სამომავლო გეგმებს თქვენთან ერთად აწყობს, ეს იმიტომ, რომ მას ვერ წარმოუდგენია უთქვენოდ მომავალი.
7. არ ეშინია გრძნობების გამოხატვის - თუ ის თავისი გრძნობების შესახებ თქვენ წინაშე ღიად საუბრობს, მას ძალიან უყვარხართ.
8. ის სიამაყით წარგადგენთ თავის გარემოცვაში - მას ეამაყება, რომ მის გვერდით ხართ და სიამოვნებს, როცა თქვენთან ერთად ჩნდება მეგობრების წრეში.
9. გამოგიჭერიათ მოულოდნელად რომ ძალიან ბედნიერი და გაღიმებული სახით გიყურებთ? - ეს მიუთითებს, რომ სურს მუდამ გიყუროთ, რომ უკეთ შეისწავლოს თქვენი ემოციები, რომ ძალიან მოსწონხართ და უყვარხართ.
10. მისი თვალები მხოლოდ თქვენ გხედავენ - ის არ ფიქრობს სხვა ქალზე. როცა მამაკაცს ნამდვილად უყვარხართ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავისი სიყვარული დაგიმტკიცოთ და გაგრძნობინოთ, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები
<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია