მშობლები

10 რამ, რაც ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველა ქალს სჭირდება და ამის შესახებ მათ არავინ ეუბნება

10 რამ, რაც ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველა ქალს სჭირდება და ამის შესახებ მათ არავინ ეუბნება

ბავშვის დაბადება ქალის ცხოვრებაში ბევრ რამეს ცვლის. ახალშობილთან ერთად, დედასაც უამრავი რამ სჭირდება. გამოცდილმა დედებმა იციან, მშობიარობის შემდეგ როგორ უნდა მოუარონ თავს, თუმცა მათ, ვინც ახლა ელოდება პირველ შვილს, დიდი ალბათობით, არავინ ასწავლის იმას, თუ როგორ უნდა მიხედოს თავს მშობიარობის შემდეგ.

გთავაზობთ რჩევებს - რა დაგჭირდებათ აუცილებლად მშობიარობის შემდგომ პერიოდში, რამდენიმე დღე.

1. სამშობიაროში თან უნდა გქონდეთ სპეციალური სამედიცინო ბალიშები - ის გამოგადგებათ, რათა გაასუფთაოთ დელიკატური ადგილები და მშობიარობის შემდეგ პრობლემების გაჩენისგან თავს დაიზღვევთ.

2. კანის სპრეი - პოსტმშობიარობის შემდეგ კანს და განსაკუთრებით ინტიმურ ადგილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. შეიძინეთ კანის აღმდგენი სპრეი, აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი, ასევე დარწმუნდით, რომ ალერგიას არ მოგცემთ. ის დაგეხმარებათ, რომ კანს პირვანდელი სახე დაუბრუნოთ.

10 რამ, რაც ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველა ქალს სჭირდება და ამის შესახებ მათ არავინ ეუბნება

3. შავი ფერის თეთრეული - თუ გინდათ, რომ თქვენი საყვარელი თეთრეული არ გაგიფუჭდეთ, სამშობიარო სახლში ან შავი ფერის საცვლები წაიღეთ, ან ძველი საცვლები.

4. საფენები - მშობიარობის შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ საფენები. წაიღეთ ყველაზე დიდი ზომის, ღამის საფენი. შესაძლოა, სამშობიაროში უხარისხო მოგიტანონ. ამიტომ სჯობს, ამ დეტალზე თავად იზრუნოთ.

10 რამ, რაც ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველა ქალს სჭირდება და ამის შესახებ მათ არავინ ეუბნება

5. დაგჭირდებათ ბოთლი, საიდანაც წყლის შესხურებას შეძლებთ - ის სააბაზანოში თვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. მისი საშუალებით, ინტიმური ადგილების გასუფთავებას უფრო მარტივად შეძლებთ.

6. თხევადი და ხარისხიანი საპონი - ინტიმური ადგილების დასაბანად არ უნდა გამოიყენოთ უხარისხო საპონი. გჭირდებათ რაიმე ნაზი და რა თქმა უნდა, ხარისხიანი.

10 რამ, რაც ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველა ქალს სჭირდება და ამის შესახებ მათ არავინ ეუბნება

7. სველი ხელსახოცი - მშობიარობიდან რამდენიმე კვირა არასასიამოვნო შეგრძნებები გაქვთ და აბაზანის მიღებაც კი დისკომფორტს გიქმნით. იმისთვის რომ სუფთად იყოთ, შეგიძლიათ სველი გამწმენდი საშუალებებიც გამოიყენოთ.

8. კოფეინი - მშობიარობის შემდეგ, შესაძლოა, თავის გაუჩერებელ ტკივილს გრძნობდეთ. თავდაპირველად, ჰკითხეთ ექიმს, როგორ უშველოთ თავის ტკივილს. გამოცდილება აჩვენებს, რომ მშობიარობის შემდგომ თავის ტკივილს კოფეინისა და სტილენოლის კომბინაცია შველის. თუმცა სანამ მას დალევთ, კონსულტაცია თვენს ექიმთან გაიარეთ.

10 რამ, რაც ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველა ქალს სჭირდება და ამის შესახებ მათ არავინ ეუბნება

9. ვიტამინები - სხეულს მშობიარობის შემდეგ ვიტამინების მიღება სჭირდება. იმისთვის, რომ ძველ კონდიციას დაუბრუნდეთ, ვიტამინები მშობიარობიდან მინიმუმ ექვსი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ.

10. კუჭის მოქმედების მოწესრიგება - მშობიარობის შემდეგ ირღვევა კუჭის მოქმედება. ამიტომაც, ექიმები მშობიარობიდან რამდენიმე დღე პრობლემის მოსაწესრიგებელ მედიკამენტებს უწევენ რეკომენდაციას.



<a href="http://www.scarymommy.com">http://www.scarymommy.com</a>