ჰოროსკოპი

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

1. ვერძი - მფარველი ქალღმერთია ბრიჯიდი 

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

ის ცეცხლის, სინათლისა და სითბოს ღმერთია და მისი სახელი ბრწყინვალეს, ნათელს ნიშნავს. ის ხელოვნებაში და მათ შორის, მაგიის ხელოვნებაშია გაწაფული. ვინაიდან ბრიჯიდი ვერძის ზოდიაქოს ნიშნის მფარველი ქალღმერთია, ეს ადამიანები მისგან იღებენ მამოძრავებელ ძალას.

ვერძებს ის ბალანსის პოვნაში ეხმარება. არეგულირების ძალაფულების მოპოვებისა და მშვიდად ცხოვრების სურვილს შორის შინაგანად არსებულ ჭიდილს. თუ ბრიჯიდის ამულეტს ატარებთ, ამით მიიზიდავთ წარმატებას, უფრო მიმზიდველები და შემოქმედებითები გახდებით. 

2. კურო - მფარველი ქალღმერთია ჰატჰორი 

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

ის ერთ-ერთი პოპულარული ძველეგვიპტური ღვთაებაა. ჰატჰორი სიყვარულს, მხიარულებას, მუსიკას და ცეკვას განაგებს. ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ბავშვის დაბადების დროს ის ქალის შემწე იყო. კუროს ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს ჰიტჰორი განსაკუთრებით მაშინ ეხმარება, როცა ისინი აღმოაჩენენ, რომ ცხოვრებს ხალისი და გაცინების უნარი დაკარგეს.

ჰატჰორი მათ სიცოცხლის ძალას აძლევს და ეხმარება, რომ ცხოვრება შეიგრძნონ, მისი ნამდვილი გემო გაიგონ. თუ ქალღმერთის ამულეტს ატარებთ მარტივად გამდიდრდებით და სასიყვარულო ურთიერთობაშიც გაგიმართლებთ.

3. ტყუპები - მფარველი ქალღმერთია ირისი

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

ირისი მრავალფეროვანი ცხოვრების სიმბოლოა და ვინაიდან, ის ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ადამიანების მფარველია,მათ ეხმარება, ცხოვრება საინტერესოდ წარმართონ.

ირისი ტყუპებზე პოზიტიურ გავლენას ახდენს, ოპტიმისტურად განაწყობს და მოგზაურობისკენ, ახალი აღმოჩენებისკენ უბიძგებს. თუ მის ამულეტს ატარებთ, ბედნიერებას და წარმატებას მიიზიდავთ.

4. კირჩხიბი - მფარველი ქალღმერთია არტემიდა 

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

არტემიდა მზისა და მთვარის ღმერთია. ის ქალებს ეხმარება მშობიარობის დროს. ძველ საბერძნეთში არტემიდას ყველაზე ძლიერ ღმერთად მიიჩნევდნენ. ვინაიდან, ის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანების მფარველია, ეს განაპირობებს, რომ კირჩხიბები ძალიან მზრუნველები არიან. ამავდროულად, ისინი ფლობენ მაგიურ ძალას, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იციან.

განსაკუთრებით ბედნიერები იქნებიან წყალთან კავშირის დროს. უყვართ ზღვა და ბედნიერებას ანიჭებთ გემით მოგზაურობა. ატარეთ ქალღმერთის ამულეტი უფრო წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისთვის. 

5. ლომი - მფარველი ქალღმერთია სეხმეტი 

ღვთაება ლომის სახით იყო წარმოდგენილი და სჯეროდათ, რომ ის ომს მფარველობდა. მისი სახელი ძალას ნიშნავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ღმერთია. ლომის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს სეხმეტი მფარველობს და ამიტომაც, ისინი უკომპრომისოები და ძალაუფლების მოყვარულები არიან.

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

სეხმეტი ლომებს განსაკუთრებული ძალით ავსებს და ბრძოლის ჟინს უღვივებს. თუ სეხმეტის ამულეტს ატარებთ, თქვენ უფრო ბრძოლისუნარიანი იქნებით და ნებისმიერ გამოწვევას წარმატებით დაძლევთ.

6. ქალწული - მფარველია ქალღმერთია პერსეფონე

 ზევსისა და დემეტრას ასული მიწისქვეშა სამყაროს განაგებს. ის მრისხანე ქალღმერთია და ცვალებადი ხასიათი აქვს. ასტროლოგები ქალწულების ხასიათის ცვალებადობას მათ მფარველ ქალღმერთს უკავშირებენ.

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

ის ქალწულებს ეხმარება, რომ რეალობას თვალი გაუსწორონ. პერსეფონეს ამულეტის ტარებით მომავლის რწმენა შეგემატებით, შთაგონებით აივსებით და წინააღმდეგობებს მარტივად დაძლევთ.

7. სასწორი - მფარველი ქალღმერთია ისიდა

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

ისიდა მოსიყვარულე დედა და მეოჯახეა. ის ყოველთვის მზად არის მოისმინოს სხვისი გასაჭირის შესახებ და დაეხმაროს მას. ბრძენი ისიდა დედობის, ნაყოფიერებისა და სიცოცხლის ქალღმერთია. ვინაიდან სასწორებს ისიდა მფარველობს, ეს განაპირობებს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მეოჯახეები არიან, მოსწონთ პარტნიორზე და ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნვა.

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

შეუძლიათ ემოციების დაბალანსება. მათ სახლში ყოველთვის სიმშვიდეა. ისიდას ამულეტს თუ ატარებთ, თქვენ კიდევ უფრო კარგი დიპლომატები გახდებით და კიდევ უფრო მარტივად შეძლებთ რთული საკითხების გადაჭრას.

 8. მორიელი - მას მოჩვენების ქალღმერთი, მორიგანი მფარველობს 

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

მორიგანის მთავარი ძალა ისაა, რომ შეუძლია სხვადასხვა არსებად გადაიქცეს და გამარჯვებას ასე მიაღწიოს. მორიელებსაც, მორიგანის გავლენით, აქვთ უნარი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სხვადასხვა ნიღაბი მოირგონ.

მორიელებს მფარველი ქალღმერთი ეხმარება, რათა სიყვარულში მიაღწიონ წარმატებას და უფრო მარტივად შეიცნოს, რომ ცხოვრება შეუძლებელია ბრძოლის გარეშე. თუ მის ამულეტს ატარებთ, სამყაროს საიდუმლოებას უფრო მარტივად ამოხსნით.

9. მშვილდოსანი - მფარველი ქალღმერთია ათენა

ათენას არაფრის ეშინია, მისთვის არ არსებობს გადაულახავი წინააღმდეგობა. სწორედ ამგვარი პიროვნული თვისებებით გამოირჩევიან მშვილდოსნებიც. მშვილდოსანმა იცის, რომ ბრძენი მხოლოდ წიგნების კითხვით ვერ გახდება. სიბრძნე ადამიანმა ყოველდღიური ცხოვრებისგან მიღებული გამოცდილებით უნდა შეიძინოს.

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

მშვილდოსნები ვერ ძლებენ იქ, სადაც მოსაწყენი ერთფეროვნებაა, ისინი მუდამ ახალს და განსხვავებულს ეძებენ. არ უშინდებიან სიახლეებს. ათენას სიმბოლოებია ბუ და ზეთისხილის ხე. ამიტომ, თუ ატარებთ პატარა ბუს ფიგურას, ან ზეთისხილის პატარა ტოტს, თქვენი ცხოვრება უფრო წარმატებული და საინტერესო იქნება.

10. თხის რქა - მფარველი ქალღმერთია ფრეია 

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

ფრეია გერმანულ და სკანდინავიურ მითოლოგიაში ომის ქალღმერთია, რომელიც დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს. ვინაიდან, ის თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს მფარველობს, ამიტომაც ისინი მიზანსწრაფულები არიან. უყვართ შრომა და გეგმის მიხედვით ცხოვრება. თუ ფრეიას ამულეტს ატარებთ, მიზანს დაგეგმილზე ადრე მიაღწევთ.

11. მერწყული - მფარველი ქალღმერთია მები

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

ეს არის გართობისა და მხიარულების მფარველი ღმერთი. ვინაიდან მერწყულებს მები მფარველობს, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის ცხოვრებით ტკბობა, ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება ყველაზე მნიშვნელოვანია.

ისინი გამოირჩევიან შემოქმედებითი აზროვნებით და ყველასგან განსხვავებულები არიან. თუ მების ამულეტს ატარებთ, თქვენ უფრო მომხიბვლელები გახდებით და კიდევ უფრო მეტი საოცარი იდეა გაგიჩნდებათ.

12. თევზები - მფარველია წყლის ქალღმერთი იემოჯა 

რომელია თქვენი მფარველი ქალღმერთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

იემოჯა ზღვის და წვიმის ძლევამოსილი ღმერთია. ის მფარველობს თევზების სიყვარულს და ოჯახურ ურთიერთობებს. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ მამოძრავებელ ძალას, წარმატების მიღწევის მარტივ გზას თევზების ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს სწორედ ეს ქალღმერთი უჩვენებს.

თუ მის ამულეტს ატარებთ, წარმატება თქვენს ცხოვრებაში უფრო მარტივად მოვა.



<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>