LIFE

საინტერესო ფაქტები ანა ვინტურის ცხოვრებიდან - როგორ ცხოვრობს ყველაზე გავლენიანი ქალი და რატომ არ იხსნის არასოდეს სათვალეს?

ანა ვინტური 1988 წლიდან ამერიკული „ვოგის“ მთავარი რედაქტორია. ის მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია. ვნახოთ, როგორია მისი ცხოვრების სტილი, ვინაა ანას მეუღლე და რატომ არ იხსნის სათვალეს არასოდეს.

საინტერესო ფაქტები ანა ვინტურის ცხოვრებიდან - როგორ ცხოვრობს ყველაზე გავლენიანი ქალი და რატომ არ იხსნის არასოდეს სათვალეს?

საინტერესო ფაქტები ანა ვინტურის ცხოვრებიდან:

ვინ არის ანა ვინტური?

ბრიტანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი და რედაქტორი ლონდონში, 1949 წლის 3 ნოემბერს დაიბადა. ის Evening Standard-ის ყოფილი რედატორის, ჩარლზ ვინტურისა და ელეონორ ტრეგო ბეიკერის უფროსი ქალიშვილია. ანას დედინაცვალი ოდრი სლოტერია.

საინტერესო ფაქტები ანა ვინტურის ცხოვრებიდან - როგორ ცხოვრობს ყველაზე გავლენიანი ქალი და რატომ არ იხსნის არასოდეს სათვალეს?

მისი ინტერესი მოდისადმი ჯერ კიდევ დიდ ბრიტანეთში ცხოვრების პერიოდში გამოჩნდა და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა ბრიტანულ გამოცემებში.

ანა 1985 წელს ბრიტანული „ვოგის“ რედაქტორი გახდა და ეს პოზიცია 1987 წლამდე ეკავა.

1988 წელს მან ამერიკული „ვოგის“ რედაქტორის პოსტი ჩაიბარა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება გამოცემის განსაკუთრებული წარმატება. მალე ანა ვინტური გახდა ქალი, რომელიც მსოფლიოში მოდის ტენდენციებს ამკვიდრებდა.

საინტერესო ფაქტები ანა ვინტურის ცხოვრებიდან - როგორ ცხოვრობს ყველაზე გავლენიანი ქალი და რატომ არ იხსნის არასოდეს სათვალეს?

მის გადაწყვეტილებებს, ნოვაციებს ბევრი წინააღმდეგობა და კრიტიკა ახლდა თან, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ვინტურის თითქმის ყველა გადაწყვეტილება გამართლებული იყო.

არის თუ არა ანა ვინტური დაქორწინებული და ჰყავს თუ არა მას შვილები?

ანა პირველად 1984 წელს, დევიდ შაფერზე დაქორწინდა და ქორწინებამ 1999 წლამდე გასტანა. წყვილს ორი შვილი ჰყავს 32 წლის ჩარლზი და 30 წლის კეტრინი.

2004 წელს ანა ვინტური შელბი ბრაიანზე დაქორწინდა და ისინი დღემდე ერთად არიან.

საინტერესო ფაქტები ანა ვინტურის ცხოვრებიდან - როგორ ცხოვრობს ყველაზე გავლენიანი ქალი და რატომ არ იხსნის არასოდეს სათვალეს?

რატომ ატარებს ყოველთვის მზის სათვალეს?

როდესაც დედოფალ ელიზაბეტის გვერდით ის მზის სათვალით გამოჩნდა, წერდნენ, რომ ეს შეურაცხმყოფელი და თავხედური საქციელი იყო.

საინტერესო ფაქტები ანა ვინტურის ცხოვრებიდან - როგორ ცხოვრობს ყველაზე გავლენიანი ქალი და რატომ არ იხსნის არასოდეს სათვალეს?

რეალურად, ანა მზის სათვალეს არ ატარებს, ეს მხედველობის სათვალეა. „ვოგის“ რედაქტორს მხედველობის პრობლემები აქვს. სათვალე კი, ეხმარება რომ უკეთ დაინახოს.

ამავდროულად, ანა აღიარებს, რომ ასეთ სათვალეს ის ერთგვარი ჯავშნის ფუნქციითაც იყენებს. მისი საშუალებით ახერხებს დამალოს ნამდვილი რეაქციები.

როგორ გამოიყურება ანა ვინტური სათვალის გარეშე?

ვისაც ანა სათვალის გარეშე არ უნახავს, რატომღაც მიიჩნევს, რომ მას საშინელი თვალები აქვს, თუმცა რეალურად ასე არ არის. ეს მისი ფოტოა სათვალის გარეშე.

საინტერესო ფაქტები ანა ვინტურის ცხოვრებიდან - როგორ ცხოვრობს ყველაზე გავლენიანი ქალი და რატომ არ იხსნის არასოდეს სათვალეს?

როგორ გამოიყურებოდა ანა ვინტური ადრეულ წლებში?

ვარცხნილობა ადრეც ისეთივე ჰქონდა, როგორც ახლა. „ბობ კარე“ მისი საყვარელი სტილია.

გთავაზობთ ანა ვინტურის ადრეულ წლებში გადაღებულ ფოტოებს:

საინტერესო ფაქტები ანა ვინტურის ცხოვრებიდან - როგორ ცხოვრობს ყველაზე გავლენიანი ქალი და რატომ არ იხსნის არასოდეს სათვალეს?
საინტერესო ფაქტები ანა ვინტურის ცხოვრებიდან - როგორ ცხოვრობს ყველაზე გავლენიანი ქალი და რატომ არ იხსნის არასოდეს სათვალეს?
საინტერესო ფაქტები ანა ვინტურის ცხოვრებიდან - როგორ ცხოვრობს ყველაზე გავლენიანი ქალი და რატომ არ იხსნის არასოდეს სათვალეს?

<a href="http://metro.co.uk/">http://metro.co.uk/</a>