სტილი

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

კინოფესტივალები, სხვადასხვა დაჯილდოების პომპეზური ცერემონიები, მოდის კვირეულები - ეს ის ღონისძიებებია, სადაც წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებს ულამაზეს კაბებში, მაკიაჟით და გამორჩეული ვარცხნილობით ვხედავთ, თუმცა მათი ცხოვრება მხოლოდ ასეთი პომპეზური წვეულებებით არ შემოიფარგლება.

ვარსკვლავებიც სხვა ადამიანების მსგავსად დაკავებულები არიან ოჯახური საქმეების მოგვარებით, ისინი დადიან საყიდლებზე, დაჰყავთ შვილები სკოლაში და ა.შ.

ვნახოთ, როგორ აცვიათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორია მათი ჩაცმის სტილი:

1. ჯენიფერ ანისტონი - ყოველდღიურ ცხოვრებაში მსახიობი ცდილობს ჩაიცვას მარტივად, თავისუფლად და კომფორტულად. მას ყოველთვის ლამაზად და გემოვნებით აცვია, ითვალისწინებს მოდის ტენდენციებს და ცდილობს, ტრენდულად შეიმოსოს. ჯენიფერს შეუძლია ჰარმონიულად შეუსაბამოს ერთმანეთს კლასიკური და სპორტული სტილის სამოსი.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

2. ნიკოლ კიდმანი - ნიკოლი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ქალია. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში - საყიდლებზე, აეროპორტში, თუ სხვაგან, ნებისმიერ სიტუაციაში ელეგანტურად გამოიყურება. მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მსახიობის ელეგანტურობის მთავარი საიდუმლო მის ქალურ, რომანტიკულ ყვავილებიან კაბებში იმალება. ასეთი სტილის კაბები ნიკოლის ფავორიტი სამოსია. ასევე, განსაკუთრებით მომხიბვლელია ის, თუ რა იდეალურად უხამებს ერთმანეთს მსახიობი დაბალ ქუსლიან ფეხსაცმელს, კლასიკურ თეთრ პერანგსა და პიჯაკს.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

3. ჯენიფერ ლოურენსი - მსახიობი ამჯობინებს ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტული სამოსი ჩაიცვას. მისი პატარა ძაღლი კი აქსესუარივითაა. ოთხფეხა მეგობარი ჯენიფერს თითქმის ყოველთვის თან დაჰყავს.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

4. ვიქტორია ბეკჰემი - ის მოდურად და იდეალურად გამოიყურება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. დიზაინერი, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი დიზაინით შექმნილ სამოსს ატარებს. ვიქტორიასთვის დამახასიათებელია, რომ ყოველთვის აცვია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ატარებს დიდი ზომის სათვალეს.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

5. ჯენიფერ ლოპესი - ვარსკვლავი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ზუსტად ისევე სექსუალურად გამოიყურება, როგორც სცენაზე და წითელ ხალიჩაზე. ის უმეტესად იცვამს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და სამოსს, რომელიც მის სექსუალურ ფორმებს უსვამს ხაზს.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

6. ჯულია რობერტსი - ჯულიას ყოველდღიური სტილი ჩვეულებრივი, მარტივი და კომფორტულია. მისი მომხიბვლელობის მთავარი საიდუმლო კი მომხიბვლელი ღიმილია, რომელსაც მსახიობი არასოდეს იშურებს ადამიანებისადმი.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

7. ევა მენდესი - ევა ცდილობს არ ჩაიცვას ერთფეროვნად. უნდა აღინიშნოს, რომ ის ერთნაირად სექსუალური და მომხიბვლელია კაბებშიც და ჯინსის შარვალშიც.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

8. რიზ უიზერსპუნი - მსახიობი, უმეტეს შემთხვევაში, ფერად მოკლე კაბასთან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამს. დიდი ზომის ჩანთები მისი საყვარელი აქსესუარია.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

9. კიმ კარდაშიანი - რეალითი შოუების ვარსკვლავს მუდამ გამორჩეულად აცვია. ის თავისი სამოსით ყოველთვის უსვამს ხაზს, რომ ვარსკვლავია.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

10. სარა ჯესიკა პარკერი - მსახიობი ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტულ, სპორტულ სტილს ანიჭებს უპირატესობას. ჯინსები, სვიტერი და კედები მისი საყვარელი კომბინაციაა.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

11. დაიან კიტონი - 71 წლის დაიან კიტონს გამორჩეული სტილი აქვს. მას უყვარს ექსპერიმენტები.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

12. ბრიტნი სპირსი - მომღერალი იმ ვარსკვლავებს მიეკუთვნება, რომლებსაც საერთოდ არ ადარდებთ ის, თუ რას ჩაიცვამენ ყოველღიურად და არ ცდილობენ ამ კუთხით გამოირჩეულები იყონ. ის, როგორც წესი, იცვამს მაისურს, შორტს და კომფორტულ ფეხსაცმელს.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

13. გვენ სტეფანი - მომღერალს არ აქვს ერთი რომელიმე კონკრეტული სტილი. მისი ყოველდღიური ჩაცმის სტილი მრავალფეროვანია.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა

14. ანჯელინა ჯოლი - უმეტეს შემთხვევაში, ანჯელინა უპირატესობას მუქი ფერის სამოსს ანიჭებს. მისი ყოველდღიური სამოსი ან ნაცრიფერია, ან შავი.

როგორ იცვამენ ვარსკვლავები, როცა საყიდლებზე მიდიან? - ცხოვრება წითელი ხალიჩის მიღმა



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>