LIFE

10 წიგნი, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

10 წიგნი, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს და განსხვავებული ჟანრის წიგნები მოგვწონს. ზოგიერთი წიგნი ვერ ახდენს ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას, არ გვიტოვებს საფიქრალს და ბოლო ფურცლის წაკითხვის შემდეგ თითქოს იმედგაცრუებულები და უკმაყოფილოები ვართ და ამავდროულად, არის წიგნები, რომლებსაც წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებთ.

წარმოგიდგენთ 10 რომანს, რომლებიც პირველივე თავიდან მიიპყრობენ თქვენს ყურადღებას, მძაფრ ემოციებს გაგიჩენენ და წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ მასზე ბევრს იფიქრებთ.

1. „საყვარელი ძვლები“, ელის სიბოლდი - წიგნში აღწერიალია 14 წლის გოგონას სიუზის ამბავი, რომელსაც სერიული მკვლელი კლავს. გოგონა ზეციდან უყურებს თავის ოჯახს და მეგობრებს. ხედავს, როგორ ცდილობენ მისი ახლობლები მკვლელის პოვნას, მას ძველი ცხოვრებაში დაბრუნება სურს. ზეციდან სულ სხვაგვარად ჩანს ადამიანების ცხოვრება.

10 წიგნი, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

2. „მორიელების რბოლა“, Maggie Steifvater - ეს ხდება ყოველ ნოემბერში: მორიელების რბოლა სასტიკი შეჯიბრებაა. მას მრბოლელების სიცოცხლე ეწირება. შონ კენდრიკი რბოლის ოთხგზის ჩემპიონია, ხოლო ქეით კონოლი ახალბედა მონაწილე. მათ აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ რბოლაში, თუმცა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი შეძლებს ამას.

10 წიგნი, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

3. „მეცამეტე ზღაპარი“, დაიან სეტერფილდი - მარგარეტ ლი პოპულარული მწერლისგან, ვიდა უინტერისგან წერილს მიიღებს. ის მარგარეტს თავისი ცხოვრების ბნელ საიდუმლოს გაუმხელს. საინტერესო და თავბრუდამხვევი ამბავი ტყუპ დებს ეხება.

10 წიგნი, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

4. „ნორვეგიული ტყე“, ჰარუკი მურაკამი - წიგნში აღწერილია მეოცე საუკუნის იაპონია, სტუდენტების ცხოვრება. მთავარ გმირს ორი ქალი უყვარს. მწერალი მოგვითხრობს სიყვარულზე, ტკივილზე, იმედგაცრუებაზე. რომანმა ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

10 წიგნი, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

5. „წიგნის ქურდი“, მარკუს ზუზაკი - წიგნში აღწერილია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანია. აქ მოთხრობილია მიუნხენის გარეუბანში მცხოვრები გოგონას, ლიზელის ამბავი. ის წიგნებს იპარავს, ბევრს კითხულობს და სიტყვების უდიდეს ძალას პოულობს. აანალიზებს, რომ სიტყვები შეიძლება გახდეს როგორც ბედნიერების, ასევე უბედურების მიზეზი.

10 წიგნი, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

6. Neverwhere, ნილ გეიმანი - წიგნში აღწერილია ლონდონის ყველაზე ბნელი და საშიში ადგილი სადაც ერთოულად მონსტრები და წმინდანები, მკვლელები და ანგელოზები ცხოვრობენ.

10 წიგნი, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

7. „პარფიუმერი: მკვლელის ამბავი“, პატრიკ ზიუსკინდი - ეს შესანიშნავი რომანი პირველად შვეიცარიაში 1985 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ წიგნი უამრავ ენაზე ითარგმნა. წიგნი ბესთსელერია. საიდუმლოებით მოცული ამბავი, რომანტიკა და ინტრიკები მკითხველს აღფრთოვანებულს ტოვებს.

10 წიგნი, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

8. „კაცობრიობის მონობიდან“, უილიამ სომერსეტ მოემი - ფილიპის ცხოვრება მარტივი არ არის. მას მშობლები ადრე დაეღუპა. მისი ცხოვრება სავსეა იმდგაცრუებითა და წარუმატებლობით. ის ცდილობს საკუთარი თავი იპოვნოს.

10 წიგნი, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

9. „ბილი მილიგანის გონება“, დენიელ კიზი - ბილი მილიგანს არ შეუძლია საკუთარი ქცევების კონტროლი. მას შეუძლია ყველა იყოს გარდა საკუთარი თავისა. მასში 24 აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნება ცხოვრობს და მის სხეულზე ბატონობის მოსაპოვებლად იბრძვის.

10 წიგნი, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

10. „გუგულის ძახილი“, რობერტ გელბრეითი - როცა ცნობილი ტოპ მოდელი თავისი სახლის აივნიდან გადმოვარდება, ყველა მიიჩნევს რომ ეს სუიციდის მცდელობა იყო, თუმცა მისი ძმა არ ეთანხმება ამ აზრს. დაიქირავებს კერძო დეტექტივს და ცდილობს გაიგოს საიდუმლო, რომელიც ამ ამბის მიღმა იმალება.

10 წიგნი, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>