ჰოროსკოპი

მერკურის აქტიურობის ეტაპი დაიწყო - რა გავლენას მოახდენს მომდევნო ერთი თვე თქვენს ცხოვრებაზე

მერკურის აქტიურობის ეტაპი დაიწყო - რა გავლენას მოახდენს მომდევნო ერთი თვე თქვენს ცხოვრებაზე

ასტროლოგების განმარტებით, მერკურის აქტიურობის პერიოდში ზოგადად მოსალოდნელია ქაოსი, გაურკვევლობები და ეს ქაოსი მეტ-ნაკლებად ყველა ზოდიაქოს ნიშანს შეეხება. მერკური 8 ივლისიდან ჩრდილში იყო, ხოლო 26 ივლისიდან აქტიურობის ფაზაში გადავიდა, რომელიც მომდევნო ერთი თვე გასტანს.

ვნახოთ, რა გავლენას მოახდენს მერკური თქვენს ცხოვრებაზე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

1. ვერძი - ეს პერიოდი თქვენთვის ნამდვილი გამოცდა იქნება, ამიტომ, კარგად მოემზადეთ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა თქვენი ყოფილი პარტნიორი გამოჩნდეს, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავი შეიკავოთ წარსულის ურთიერთობების აღდგენისგან, ვინაიდან ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. უფრო მეტად დაკავდით საკუთარ თავზე ზრუნვით, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და დაისვენეთ. 

BO-3 Custom embed code

2. კურო - სახლი თქვენთვის ყველაფერია და ოჯახურ გარემოში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ ამ პერიოდშია. უფრო მეტადდაკავდით შემოქმედებით საქმიანობით. თქვენ ზრუნვა და საყვარელი ადამიანების გვერდით დგომა დაგჭირდებათ. მაქსიმალურად ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები. 

BO-4 Custom embed code

3. ტყუპები - დგება პერიოდი, როცა უნდა ჩაუღრმავდეთ ურთიერთობებს, განსაკუთრებით კი სასიყვარულო ურთიერთიერთობებს. დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გინდათ საყვარელი ადამიანისგან. კარგი იქნება, თუ მარტო გაატარებთ ამ პერიოდს და ამის შემდეგ მიიღებთ გადაწყვეტილებას. ნუ მოგერიდებათ ითხოვოთ რჩევა. გასაგებია, რომ ყველაფრის მცოდნე ხართ, მაგრამ თქვენნაირ ადამიანებსაც კი სჭირდებათ ზოგჯერ რჩევების მიღება.

BO-5 Custom embed code

4. კირჩხიბი - თუ გინდათ, რომ ამ ქაოსურ პერიოდში გადარჩეთ, უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ფინანსების მიმართ და ფული გაუაზრებლად, უსარგებლო ნივთებში არ უნდა დახარჯოთ. ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ფინანსების თვალსაზრისით გელოდებათ.

BO-6 Custom embed code

5. ლომი - მოემზადეთ, ამ პერიოდში რაღაც დიდ საიდუმლოს აეხდება ფარდა. ყველა კითხვაზე იპოვნით პასუხს. შესაძლოა, ეს პასუხები მტკივნეული იყოს და გული გაგიტყდეთ. ეცადეთ, რომ უფრო მეტად შეძლოთ განსხვავებულ სიტუაციებთან ადაპტირება.

BO-7 Custom embed code

6. ქალწული - იგრძნობთ, რომ სწორ გზაზე არ დგახართ და კიდევ უფრო მეტად გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება. ძალიან ბევრი რამ გიტრიალებთ გონებაში. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნუ მოუსმენთ იმას, თუ რას ამბობს ხალხი, საზოგადოების აზრს ნუ მისცემთ უფლებას, რომ გააკეთოთ ის, რაც არ გინდათ.

BO-8 Custom embed code

7. სასწორი - თქვენთვის ეს პერიოდი დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით ყველაზე სახიფათოა. შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ სამსახურში, მეგობრებთან. თუმცა ყველაფერი ერთი თვის შემდეგ ისევ დალაგდება.

BO-9 Custom embed code

8. მორიელი - შესაძლებელია ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა გაიჩინოთ ახალი რომანტიკული პარტნიორი, ან შეიცვალოთ სამსახური. პოზიტივით იქნებით სავსე და მერკურის გააქტიურება თქვენზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს.

BO-10 Custom embed code

9. მშვილდოსანი - არავისთვისაა გასაკვირი, რომ ყველაზე მეტად მოგზაურობა გაბედნიერებთ. გაექეცით რთულ და ქაოსურ პერიოდს და წადით სადმე სამოგზაუროდ, თუნდაც ახლო მანძილზე. თავი აარიდეთ ოჯახურ გარემოში ყოფნას. შეარჩიეთ ვინმე სანდო პარტნიორი, ვინც კომპანიონობას გაგიწევთ მოგზაურობის დროს და უბრალოდ დატკბით ცხოვრებით.

BO-11 Custom embed code

10. თხის რქა - ამ პერიოდში დაინახავთ მიზნის მიღწევის გზას. გაანალიზებთ იმას, თუ რა არის თქვენთვის ცხოვრებაში პრიორიტეტული. უფრო ხშირად განიტვირთეთ, წადით ბუნების წიაღში, დაკავდით მედიტაციით და იფიქრეთ.

BO-12 Custom embed code

11. მერწყული - მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ოცნებებში, ღრუბლებში იფრენთ, რაც თქვენი სასიყვარულო ურთერთობებისთვის და კარიერისთვის კარგი არ არის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ დიდი მოლოდინები არ შეიქმნათ და ნაკლებად გაგიცრუვდებათ იმედი.

BO-13 Custom embed code

12. თევზები - იგრძნობთ, რომ მარტო ყოფნა გინდათ. გსურთ საკუთარ თავთან დარჩეთ, იფიქროთ, მარტომ უყუროთ ფილმებს, დაისვენოთ და არავისთან არ გქონდეთ კომუნიკაცია. მომდევნო ერთი თვე საკუთარ თავზე ზრუნვის ეტაპად გამოაცხადეთ.

BO-14 Custom embed code



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>