სასიყვარულო ურთიერთობაში კომუნიკაციის ნაკლებობა პრობლემებს ქმნის და სწორად შერჩეულ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს.ფსიქოლოგები გამოყოფენ 3 ფრაზას, რომლებიც სასიყვარულო ურთიერთობაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიტყვები: „მე შენ მიყვარხარ“.

1. „ბოდიში“ - ადრე თუ გვიან ყველა უშვებს შეცდომას, ჩვენ ადამიანები ვართ. როცა შეცდომას დავუშვებთ, როცა ვხედავთ, რომ ამ შეცდომის გამო საყვარელ ადამიანს გული ვატკინეთ, მას გარკვეულწილად ვავნეთ, უმნიშვნელოვანესია, რომ შეგვეძლოს ამის დანახვა, შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა. ზოგიერთს უჭირს აღიარება იმისა, რომ შეცდა და ერთულება მოდიშის მოხდა, მაგრამეს ურთიერთობის სიმყარისთვის უმნიშვნელოვანესია.

2. „გაპატიე, უკვე დამავიწყდა“ - პატიების უნარი უმნიშვნელოვანესია. როცა ხედავთ რომ თქვენი პარტნიორი წუხს იმის გამო, რომ შეცდომა დაუშვა, რომ თავს ცუდად გრძნობს, უნდა შეგეძლოთ მისი პატიება. „გაპატიე, უკვე დამავიწყდა“, - ამ სიტყვებით თქვენს ურთიერთობას განსაკუთრებულ სითბოს და სიმყარეს შემატებთ. თუ საყვარელ ადამიანს მცირე შეცდომებსაც კი არ პატიობთ, ე.ი სულაც არ გიყვართ ის.

3. „მე ვამაყობ შენით“ - უნდაშეგეძლოთ დაინახოთ პარტნიორის საუკეთესო მხარე, აღიაროთ მისი მიღწევები და ხმამაღლა შეაქოთ ის. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა საყვარელი ადამიანი გეუბნება, რომ შენით ამაყობს. ამ სიტყვებით პარტნიორს მოტივაციას შემატებთ და უფრო დიდი წარმატებისკენ უბიძგებთ. ამავდროულად, თქვენ შორის ემოციური კავშირი კიდევ უფრო ძლიერი გახდება.