წვიმა დისკომფორტს გვიქმნის, აფუჭებს ვარცხნილობას და ხელს გვიშლის ასევე ტრენდულად ჩაცმაშიც.

ვნახოთ 5 ვიზუალი - როგორ უნდა ჩაიცვათ წვიამიან ამინდში ისე, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ და ამავდროულად, თავი კომფორტულად იგრძნოთ.

1. ღია ფერის მოდური, გრძელი საწვიმარი - ფერადი წყალგაუმტარი პალტო თქვენს წვიმიან დღეს გაახალისებს. გირჩევთ არჩევანი ვარდისფერზე შეაჩეროთ. ეს რომანტიკული, ქალური და ამავდროულად, მხიარული ფერია. ამ საწვიმარის წყალობით გადაარჩენთ სამოსს დასველებისგან, დაიცავთ ვარცხნილობასაც და ამავდროულად ტრენდული ვიზუალი გექნებათ.

2. მოკლე კაბის მსგავსი საწვიმარი, რა თქმა უნდა, ქუდით - მოდური წყალგაუმტარო კოსტიუმი, რომელიც თქვენს მოკლე კაბას მოუხდება, მასში ჩანს თქვენი ინდივიუალური სტილი და ამავდროულად, გიცავთ წვიმისგან.

3. შეიძინეთ ბურთის მსგავსი ქოლგა - თუ საწვიმარი არ გაქვთ, ან მასში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, არ იდარდოთ, რადგანაც გამოსავალი მარტივია. შეიძინეთ მომრგვალებული ფორმის ქოლგა. ეს ვარსკვლავური სტილია და ნებისმიერ სამოსს უხდება.

4. დაამატეთ თქვენს ვიზუალს რაიმე ფერადი აქსესუარი - წვიამიან ამინდში ტრენდულად ჩაცმა არ არის მარტივი. როგორც წესი, ამ დროს მოსაწყენი ვიზუალი გვაქვს, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია რაიმე ფერადი აქსესუარის შერჩევა. ეს შეიძლება იყოს წითელი, ან ყვითელი ჩანთა.

5. ორი პალტო - შესაძლოა ცოტა უცნაურად გეჩვენებათ, მაგრამ ასეთი სტილი ტრენდულია და 2018 წლის შემოდგომაზე განსაკუთრებით აქტუალური იქნება - პალტოზე საწვიმარი პალტო.