1. ახალი ეტაპის აღმოჩენა ადამიანის განვითარებაში

თითქმის მე-20 საუკუნის დასაწყისამდე არ არსებობდა ისეთი მოვლენა, როგორიცაა მოზარდი. 17 წლამდე ბავშვები იყვნენ ბავშვებად, 17 წლის ასაკში კი ისინი იღებდნენ მძიმე საჩუქარს ოჯახური პასუხისმგებლობის სახით და სურვილს, რომ გამხდარიყვნენ მატერიალურად დამოუკიდებლები. მხოლოდ 1904 წელს, ფსიქოლოგ გ.სტენლი ჰოლის მეცნიერული ნამუშევარის დახმარებით, მსოფლიო საზოგადოება პირველად დაფიქრდა ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა მოზარდობის პერიოდი.

სწორედ ჰოლმა აღწერა ეს ასაკი როგორც „ქარიშხალისა და იერიშის“ პერიოდი. თეორიულად პერიოდს 20-დან 30 წლამდე, ან უფრო სწორად 35-მდე, ასევე შეიძლება გააჩნდეს პრობლემური თავისებურებანი, თუ უფრო დეტალურად იქნება შესწავლილი ამ მონაკვეთის ფსიქოლოგიურ-ემოციური მხარე. წელს მეცნიერებმა უკვე განაცხადეს, რომ მოზარდობის ხანა 24 წლამდე გაიზარდოს.

2. გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა

მე-20 საუკუნის დასაწყისში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 40-50 წელს შეადგენდა. რა თქმა უნდა, 45 წლის ასაკის მოსალოდნელი სიცოცხლის დროს, რაღაცნაირად უცნაური იქნება საკუთარი თავის 35 წლამდე ეძიო. დღეს, ბევრ განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 80 წელს აჭარბებს. მაშინ რატომ არ უნდა მისცე ნება 20-30 წლის ადამიანებს ჩაატარონ ექსპერიმენტები საკუთარი ცხოვრებაზე, სანამ არ მიაგნებენ იმას, როგორ მოეწონებათ ცხოვრება შემდეგი ნახევარსაუკუნე?

3. სამყაროც არ დგას ერთ ადგილას

არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ასპექტი:

· ყველაზე პირველი და შესამჩნევი: ჩვენ ვცხოვრობთ შედარებით მშვიდობიან დროს. ახალგაზრდობას არ სჭირდება უცებ გახდეს ჰიპერსერიოზული.

· თანამედროვე ოჯახებში ბავშვები უფრო ცოტაა. შედეგად, დროც, და მატერიალური კეთილდღეობაც მათი აღზრდისთვის უფრო მეტია, ამიტომაც ეს აღზრდა მნიშვნელოვნად იწელება დროში.

· დღითი დღე ჩვენი საზოგადოება სულ უფრო რთული ხდება. ადრე თუ მჭედლის ოჯახში დაიბადებოდი - იქნებოდი მჭედელი. დღეს ყველაფერი უფრო რთულად არის.

· ახალგაზრდები არ ჩქარობენ დაქორწინებას რელიგიური და ზნეობრივი ნორმების შესუსტების, ქორწილამდე სექსისა და ქორწინების გარეშე თანაცხოვრების აღიარების გამო.

4. ახალგაზრდებს უკვე ყელში ამოუვიდათ ცხოვრება

უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე ახალგაზრდობას მთლიანობაში არ გააჩნიათ ლტოლვა ავანტიურულ ფათერაკებისკენ. ამაში დამნაშავე გარკვეულწილად მასმედიაა და მკაცრი აკრძალვების არარსებობა:

· მილენიანელები უფრო გულგრილები არიან დანაშაულებების მიმართ, მათი მშობლების თაობისგან განსხვავებით.

· ახალი თაობა გაცივდა სექსის მიმართ: The Next Steps-ის გამოკვლევის თანახმად, ყოველი მე-8 ბრიტანელი მილენიანელი 26 წლის ასაკში ჯერ კიდევ ქალწულია. ყველაფერი ეს ჰიპერსექსუალურობის კულტურისა და ვირტუალური ურთიერთობების შედეგია, რაც ფუტუროლოგების აზრით, უკვე 10-15 წლის განმავლობაში სრულიად შეცვლის სექსის სამყაროს.

· ძალიან შემცირდა ახალგაზრდობის რაოდენობის მაჩვენებელი, რომლებსაც სურთ მიიღონ მმართვის მოწმობა. 2001 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 77-დან 66 %-მდე შემცირდა.

· მოზარდთა ფეხმძიმობის დონეც შემცირდა. 10 წლის წინანდელ ციფრებთან შედარებით დღევანდელი მაჩვენებლები პრაქტიკულად 2-ჯერ განსხვავდებიან.

5. შესაძლებლობების შეგრძნება

კლარკის უნივერსიტეტის (აშშ, მასაჩუსეტსი) პროფესორი ჯეფრი იენსენ არნე საუბრობს ისეთ ცნებაზე, როგორიცაა „შესაძლებლობების შეგრძნება”, რომელიც 21-ე საუკუნის ახალგაზრდობას ახასიათებს.

ეს არის საკუთარ მომავალში დაურწმუნებლობის შეგრძნება, რომელიც მოიცავს საკუთარი პოტენციური შესაძლებლობების ოპტიმისტურ შეგრძნებებთან.

ანუ, სტანდარტული სამსახური 9:00-დან 18:00-მდე, საყვარელი, მაგრამ მუდმივი კამათი ცოლთან, შვილები, წელიწადში ერთხელ დასვენება ოჯახთან ერთად - „ეს ყველაფერი ჩემი არ არის. მე უნიკალური ვარ და ვიქნები ამ პლანეტის მეორე ილონ მასკი“, - ფიქრობს შუასტატისტიკური 20-30 წლის ახალგაზრდა. მაგრამ ყველა ამ უნიკალურ ილონ მასკებს ამავე დროს ძალიან ეშინიათ მომავლის და არ გააჩნიათ მსოფლიოს დაპყრობის მკაფიო გეგმები, დაკომპლექსებული მაქსიმალისტები არიან.

სწორედ ამით განსხვავდებიან ისინი საკუთარი მშობლებისგან, რომლებმაც იცოდნენ, რა ელოდათ მომავალში, და თამამად მიდიოდნენ მიზნისკენ.