გაიგე, ვინ ხარ სინამდვილეში: პიროვნების 10 ტიპი გერმანელი ფსიქიატრის, კარლ ლეონჰარდის მიხედვით
- 24.04.2026
რატომ არის ერთი ადამიანი ყოველთვის ყურადღების ცენტრში, მეორე კი ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობს? რატომ არიან სხვები მზად, ბოლომდე იდავონ თავიანთ სიმართლეზე?
ფსიქოლოგია ამ განსხვავებებს სხვადასხვანაირად ხსნის, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გერმანელი ფსიქიატრის, კარლ ლეონჰარდის თეორიაა.
მან აღწერა ე.წ. ხასიათის აქცენტუაციები - ეს არ არის დიაგნოზი. ეს არის ჩვენი ხასიათის ის „ტიკები“, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორ ვრეაგირებთ სამყაროზე.
გთავაზობთ მცირე „ტესტს“: წაიკითხეთ აღწერები და სცადეთ, რომელიმე მათგანში საკუთარი თავი ან ნაცნობი ამოიცნოთ.
1. დემონსტრაციული ტიპი (ყურადღების ცენტრში)
მათ უყვართ ყურადღება და იციან, როგორ მიიღონ ის. ცხოვრება მათთვის სცენაა, სადაც ყოველთვის მთავარ როლში არიან. არიან ქარიზმატულები, მაგრამ ხშირად აზვიადებენ მოვლენებს.
-
ცნობილი გმირები: სკარლეტ ო’ჰარა, ჯეკ ბეღურა.
2. პედანტური ტიპი (წესრიგის მოყვარული)
მათთვის ყველაფერი იდეალურად, წესების მიხედვით უნდა იყოს. დიდხანს ამოწმებენ შესრულებულ სამუშაოს და განიცდიან, თუ რამე ნორმიდან გადაიხარა. მათგან საუკეთესო ექიმები, იურისტები და ბუღალტრები დგებიან.
-
ცნობილი გმირები: მონიკა გელერი („მეგობრებიდან“), შელდონ კუპერი.
3. „ჩაციკლული“ (პრინციპული) ტიპი
ასეთი ადამიანები დიდხანს ინახავენ ემოციებს. თუ მათ აწყენინეს ან უსამართლოდ მოექცნენ, ამას წლები არ დაივიწყებენ. თუმცა, სწორედ ეს თვისება ხდის მათ ძალიან პრინციპულებს - მათ შეუძლიათ ბოლომდე იბრძოლონ თავიანთი იდეებისთვის.
-
ცნობილი გმირები: სევერუს სნეიპი („ჰარი პოტერიდან“), ედმონ დანტესი.
4. აღგზნებადი ტიპი (იმპულსური)
ისინი ემოციებით ცხოვრობენ. სწრაფად ფეთქდებიან და ხშირად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, მანამ, სანამ გაანალიზებენ. ეს ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება, თუმცა რთულ სიტუაციებში სწრაფი მოქმედების უნარსაც აძლევთ.
-
ცნობილი გმირები: ტონი სტარკი („რკინის კაცი“), ჰომერ სიმპსონი.
5. ჰიპერთიმული ტიპი (ენერგიის ვულკანი)
ადამიანები, რომლებსაც შინაგანი ძრავა აქვთ. არიან მუდმივად მხიარულები, უყვართ სიახლეები, მოგზაურობა და ურთიერთობები. მათთან მოწყენა შეუძლებელია, თუმცა ერთფეროვანი საქმე მათთვის ნამდვილი ტანჯვაა.
-
ცნობილი გმირები: პეპი გრძელიწინდა, ჯინი („ალადინიდან“).
6. დისთიმური ტიპი (ჩაფიქრებული)
ჰიპერთიმების საპირისპირო - ჩუმი, სერიოზული და ცოტა პირქუშიც კი. ისინი სამყაროს ფილოსოფიურად უყურებენ და ამჩნევენ იმას, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ.
-
ცნობილი გმირები: ვენსდეი ადამსი, ვირი ია-ია.
7. შფოთვითი ტიპი (ფრთხილი)
ისინი მუდმივად ფიქრობენ, რა შეიძლება წავიდეს ცუდად. სხვებს შეიძლება გაუბედავები ეგონოთ, თუმცა სინამდვილეში ეს ადამიანები ყველაზე ყურადღებიანი და მზრუნველი მეგობრები არიან.
-
ცნობილი გმირები: ნევილ ლონგბოტომი, გოჭუნა („ვინი პუჰიდან“).
8. ციკლოტიმური ტიპი (ცვალებადი)
მათი განწყობა ტალღოვანია: ერთ პერიოდში ენერგიით არიან სავსენი, მეორე პერიოდში კი საკუთარ თავში იკეტებიან. ეს მათი შინაგანი ემოციური რიტმია.
-
ცნობილი გმირები: პიტერ პარკერი („ადამიანი-ობობა“), ანაკინ სკაიუოკერი.
9. ეგზალტირებული ტიპი (ემოციური)
ყველაფერს ძალიან მძაფრად განიცდიან. შეუძლიათ აღფრთოვანდნენ ლამაზი მზის ჩასვლით ან ატირდნენ სევდიან ფილმზე. მათი ემოციური დიაპაზონი ძალიან ფართოა.
-
ცნობილი გმირები: რაპუნცელი, ელზა („გაყინულიდან“).
10. ემოტიური ტიპი (თანაგრძნობის ოსტატი)
ესენი არიან ყველაზე მგრძნობიარე და ემპათიური ადამიანები. ისინი კანით გრძნობენ სხვის ტკივილსა თუ სიხარულს. საუკეთესო მეგობრები და ფსიქოლოგები სწორედ ამ ტიპის ადამიანები არიან.
-
ცნობილი გმირები: ბელი („მზეთუნახავი და ურჩხული“), სემუაიზ გამჯი.
რეალურ ცხოვრებაში „სუფთა“ ტიპები იშვიათია. ჩვენ ყველანი ამ თვისებების ნაზავი ვართ. ეს აღწერები კი უბრალოდ „რუკაა“, რომელიც გვეხმარება უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი და ის, თუ რატომ იქცევიან სხვები ასე.
თემები: ფსიქოლოგია
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია