მეფე კი არა, „ბაბუა უელსი“: პრინც ლუისა და ჩარლზს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ
- 22.04.2026
ბრიტანეთის მონარქს ბევრი ტიტული აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, მისთვის ყველაზე საპატიო „ბაბუობაა“. მიუხედავად მკაცრი სამეფო ეტიკეტისა, კადრებს მიღმა მეფე ჩარლზი ჩვეულებრივი, მოსიყვარულე და ცოტათი „გიჟი“ ბაბუაა, რომელსაც შვილიშვილებისთვის ყველაფერი შეუძლია - მათ შორის იატაკზე ხოხვაც კი.
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი ყოველთვის პატარა პრინცი ლუი და მისი „Grandpa Wales“ (ასე ეძახიან შვილიშვილები ჩარლზს) ექცევიან.
ჰარი პოტერი და ზღაპრული კვირა დღეები
სამეფო ოჯახის ექსპერტები ამბობენ, რომ ჩარლზი უელსის პრინცის შვილებს - ჯორჯს, შარლოტასა და ლუის - ყოველ კვირას ვინძორში ხვდება.

დედოფალი კამილა ხშირად ხუმრობს კიდეც, რომ მისი მეუღლე ბავშვებთან „ბრწყინვალეა“.
წარმოიდგინეთ გაერთიანებული სამეფოს მეფე, რომელიც შვილიშვილებს „ჰარი პოტერს“ უკითხავს და პერსონაჟებს სხვადასხვა ხმით ასახიერებს!
ლუი - ბაბუას ფავორიტი?
მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზს ხუთივე შვილიშვილი უზომოდ უყვარს, პატარა ლუისთან მას განსაკუთრებული, თითქმის ტელეპათიური კავშირი აქვს. ეს ჯერ კიდევ 2018 წელს გამოჩნდა, როცა ოფიციალური ფოტოსესიის დროს, 4 თვის ლუიმ პროტოკოლი დაარღვია და ბაბუას სახეზე ხელით მოკიდა - ჩარლზი კი ამაზე გულიანად ახარხარდა.

პრინც ლუის სრული სახელი ლუი არტურ ჩარლზია, რითაც მან ბაბუის სახელიც მიიღო და მისი ერთ-ერთი შუა სახელიც (არტური).
კადრები, რომლებმაც მსოფლიო მოიარა
გახსოვთ ელისაბედ II-ის პლატინის იუბილე? სანამ მთელი მსოფლიო აღლუმს უყურებდა, კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როცა მოუსვენარი ლუი პაპის მუხლებზე გადაჯდა. ჩარლზი კი მას დიდი სიყვარულით არწევდა და რაღაცას უხსნიდა.
ეს კავშირი წლებთან ერთად მხოლოდ ძლიერდება. 2026 წლის აღდგომის წირვაზე მისულმა მონარქმა პროტოკოლის გვერდის ავლით შვილიშვილებს საჯაროდ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.

როგორც ჩანს, ბუკინგემის სასახლეში მთავარი არა გვირგვინი, არამედ ის სითბოა, რომელსაც ეს ორი ერთმანეთს ჩუქნის. ჩარლზი შეიძლება ქვეყანას მართავდეს, მაგრამ შვილიშვილებთან მას მხოლოდ ერთი ტიტული აქვს - საუკეთესო ბაბუა!
თემები: ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, დიდი ბრიტანეთი