LIFE

როგორ უნდა გაიგოთ, რომ ის არ აფასებს თქვენს ურთიერთობებს

როგორ უნდა გაიგოთ, რომ ის არ აფასებს თქვენს ურთიერთობებს

ხანდახან ხდება, რომ ურთიერთობებში შენ მთლიანად იხარჯები და საკუთარ ინტერესებს ბოლო ადგილზე აყენებ, მერე კი აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ამაო იყო. ასეთ ურთიერთობებს ცალმხრივს უწოდებენ: შენ უძღვნი პარტნიორს დროის, ენერგიისა და ყურადღების 80 %-ს, საპასუხოდ ხანდახან მადლობასაც არ იღებ. შეამოწმე საკუთარი თავი ქვემოთ ჩამოთვლილი სიტუაციების მიხედვით, და თუ ორი პუნქტი მაინც თქვენზეა, დროა, პარტნიორის შეცვლაზე იფიქროთ.

1. შენ არ შედიხარ მის სამომავლო გეგმებში

საუბრისას ყოველთვის იყენებ სიტყვას - „ჩვენ“ - ის კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ის უშენოდ მიდის დის ქორწილზე, ცდილობს მარტო გაემგზავროს შვებულებაში - ზოგიერთ შემთხვევაში ეს ნორმაა, მაგრამ დაფიქრდი, ზედმეტად ხშირად ხომ არ გიცილებს სხვადასხვა მოვლენებიდან?

2. მის გამო ცვლი გეგმებს

დის დაბადების დღე, დღესასწაული სამსახურში - ნებისმიერი მოვლენა არაფერს ნიშნავს შენთვის, თუ ის გირეკავს და შეხვედრა უნდა. შენ კი არ იცი, კიდევ როდის გექნება ამის შესაძლებლობა, ამიტომაც ებღაუჭები იმას, რაც გაქვს.

როგორ უნდა გაიგოთ, რომ ის არ აფასებს თქვენს ურთიერთობებს

3. უარს ამბობ სასიამოვნო რაღაცებზე

და ყველაფერი იმის გამო, რომ მას ასე უნდა. მას არ უნდა ისადილოს შენ მშობლებთან ერთად, ირჩევს რესტორანს, რომელიც მისთვის არის მოხერხებული.

4. მისი სურვილი - კანონია

კარგ ურთიერთობებში პარტნიორები მხარში უდგანან ერთმანეთს, თქვენს შემთხვევაში კი ყველაფერს საკუთარ თავზე იღებ, მას კი არ უჩნდება შენი დახმარების სურვილი.

5. თქვენ სხვადასხვა გაგება გაქვთ ურთიერთობების შესახებ

შენ მხოლოდ მას უძღვნი სიყვარულს, ის კი წერს სხვებს და ზურგს უკან ვიღაცებსაც ხვდება. რა გამოდის, ის შენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენ მისთვის. და თუ არ გინდა შემდეგი რამდენიმე წელი ისევ მას შესწირო, მონახე საკუთარ თავში ძალა და შეწყვიტე ეს გამანადგურებელი ურთიერთობება.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>