15 რამ, რაც ახალ წელს ყველა დიდ ოჯახში აუცილებლად ხდება - ძალიან სახალისოა
- 24.11.2018
დიდ ოჯახში ცხოვრებას თან ახლავს მხიარულება და მხიარულებასთან ერთად ქაოსიც. განსაკუთრებული აურზაური კი, სადღესასწაულო დღეებშია - ხმაური, უამრავი საჭმელი, საჭმლის მომზადების პროცესი, ოჯახური ტრადიციები. ყოველივე კულმინაციას, რა თქმა უნდა, ახალი წლის დღეებში აღწევს.
ვნახოთ 15 რამ, რაც ახალ წელს ყველა დიდ ოჯახში ხდება.
1. სახლში წარმოუდგენელი ხმაურია - სანამ სუფრას მიუსხდებით, მანამდეც ხმაურია, მაგრამ პირველი სადღეგრძელოს შემდეგ თანდათან იმატებს. ყოველი სტუმრის შემოსვლა აჟიოტაჟის საბაბი ხდება.
2. ყველა კუთხეში ბავშვები არიან, დარბიან და კიდევ უფრო მეტ ქაოსს ქმნიან - დიდ ოჯახებში არიან ბავშვები, სხვადასხვა ასაკის. სადღესასწაულო დღეებში კი, როცა ყველა ნათესავი იკრიბება, ყველა რთადაა, ზოგი ტირის, ზოგი დარბის, ზოგიც რაღაცას ითხოვს.
3. ხშირად ხდება ისე, რომ სადღესასწაულო საჭმელი, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი გულმოდგინედ ამზადებდა, იწვება, ფუჭდება - წარმოიდგინეთ, პატარა სამზარეულოში 10 ადამიანი რომ ცდილობს რაღაცის მომზადებას. დიდ ოჯახებში საახალწლო სამზადისი აუცილებლად მთავრდება იმით, რომ ერთი სახეობის საჭმელი მაინც არ გამოსდით.
4. ყოველთვის არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც შეუფერებელ კომენტარებს აკეთებს და სხვებს აკრიტიკებს - ხვდებით ხომ რასაც ვგულისხმობთ? უმეტესწილად, ისინი ძველი თაობის წარმომადგენელები, ბებიები და ბაბუები არიან. შესაძლოა, შეუსაბამოდ იხუმროს რომელიმე მათგანმა, ან სასტიკად გააკრიტიკოს თქვენი ქმედება, ან სამზარეულოში შემოიჭრას და გააკრიტიკოს თქვენ მიერ მომზადებული სადღესასწაულო კერძი.
5. ოჯახური ფოტო აუცილებელია - ვერ დავიჯერებთ, რომ ახალ წელს ოჯახურ ფოტოს არ იღებთ. ამ ფოტოს გადაღებისთვის მომზადებას რომ დიდი ქაოსი ახლავს თან და ბევრი დრო მიაქვს, ესეც გეცოდინებათ.
6. მზად იყავით უცნაური საჩუქრების მისაღებად - დიდი ოჯახს წევრები ყოველ წელს ვრწმუნდებით, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს „შესანიშნავი“ გემოვნება აქვთ და ერთი მათგანი მაინც გვაჩუქებს რაღაც საოცრებას. გაიხსენეთ, ყველაზე უცნაური საჩუქარი რომელიც ოჯახის წევრებისგან ახალ წელს მიგიღიათ. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ბევრი იქნება.
7. ჯანდაბა, თავისუფალი სკამი აღარაა და არც დივანზეა პატარა ადგილი, სადაც დაჯდომას შეძლებთ - დიდ ოჯახურ შეკრებებზე ეს ნაცნობი სიტუაციაა. ხშირად არის შემთხვევები, როცა სკამები არაა საკმარისი. რა ვქნათ, იატაკზე უნდა მოთავსდეთ, ცოტა ხნით.
8. ყველგან საჭმელია - ქართული სამზარეულო რომ მრავალფეროვანია, ცხადია, მაგრამ ახალი წლის სუფრა წარმოუდგენლად მრავალფეროვანი გვაქვს. ვაკეთებთ ყველანაირ კერძს რომელთა შესახებ გვსმენია, ისეთებსაც, რომლებზეც არაფერი გაგვიგია. ვაკეთებთ დიდი რაოდენობით. გარშემო უამრავი საჭმელია.
ამასთანავე, დარწმუნებულები ვართ, რომ გყავთ ბიძაშვილ, დეიდაშვილები, თუ მამიდაშვილები, რომლებიც ახალ წელს უამრავი საჭმლით გსტუმრობენ და გთხოვენ გასინჯოთ მის მიერ მომზადებული საცივი. ასე რომ, დაივიწყეთ დიეტა და მოიმარაგეთ მინერალური წყალი.
9. ვიღაც აუცილებლად იკამათებს - შესაძლოა, თქვენს ბიცოლას რაიმე ძველი წყენა აქვს თქვენს რომელიმე ბიძაშვილთან და გაიხსენოს, ან რომელიმე კერძის მომზადების დროს ვერ შეთანხმდეთ დარიჩინი უნდა დაუმატოთ თუ არა მას. მზად იყავით კამათისთვის და კიდევ უფრო მეტი ხმაურისთვის.
10. რა თქმა უნდა, აუცილებლად დათვრებიან - ახალი წელი სხვაგვარად, რა ახალი წელი იქნება?! ძალიან, ძალიან ბევრ ალკოჰოლს დალევენ.
11. თქვენს ოჯახურ წვეულებაზე აუცილებლად იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ იცნობთ - შესაძლოა, თქვენმა რომელიმე ნათესავმა მოიყვანოს მეგობარი, ან შორეული ნათესავი, რომლის შესახებაც აქამდე გსმენიათ.
12. რა თქმა უნდა, შეკრება არ ჩაივლის უხერხული კითხვების გარეშე - „რამდენი გაქვს ხელფასი?“, „როდის აჩენ მეორეს?“, „ამდენ ხანს რატომ არ თხოვდები/ცოლი მოგყავს?“, „რატომ აგვიანებთ შვილის გაჩენას?“.
13. საჩუქრების გახსნის მომენტი, ახალი წლის ყველაზე ხმაურიანი და ქაოსური ნაწილი - დიდი ინტერესით ელოდებით იმ დროს, როცა საჩუქრები უნდა გახსნათ, მაგრამ ყველაფერი დიდი აურზაურით მთავრდება.
14. აუცილებლად იქნება ერთი ბავშვი მაინც, რომელიც სანტას ნამდვილობაში დაეჭვდება - რა თქმა უნდა, მას სჯერა, რომ სანტა არსებობს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფიქრობს, რომ სანტას ფორმა მისმა ბიძამ, ან რომელიმე ნათესავმა ჩაიცვა და არ სურს თავი მოგატყუებინოთ.
15. ძალიან ბევრს იცინით - დიდ ოჯახში სადღესასწაულო დღეები ნამდვილი სიგიჟეა და საუკეთესო, ბედნიერი წუთებით არის სავსე. ეს არის დრო, როცა იხსენებთ ერთად გატარებულ სასიამოვნო წუთებს, საინტერესო და სახალისო ისტორიებს და დღესასწაულს დაუვიწყარ მოგონებად აქცევთ.
თემები: ოჯახი, ახალი წელი, 2019წლისზოდიაქო, 2019 წლის ტენდენციები
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია