ჯანმრთელობა

მეცნიერებმა გაარკვიეს, რამდენი საათი უნდა ეძინოთ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს

მეცნიერებმა გაარკვიეს, რამდენი საათი უნდა ეძინოთ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს

ძილის უკმარისობა

ადამიანები ხშირად ველოდებით უქმეებს, რომ გამოვიძინოთ. მაგრამ სამუშაო დღეებშიც არ უნდა ვთქვათ ძილზე უარი, საყვარელი ფილმის გამოც კი. არასაკმარისი ძილი ნეგატიურ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე: ასუსტებს იმუნიტეტს და შეუძლია გამოიწვიოს საკმაოდ სერიოზული დარღვევები.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რამდენი საათი უნდა ეძინოთ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს

სისტემატური უძილობა ხელს უწყობს ისეთი პრობლემებისა და დაავადებების განვითარებას, როგორიც არის:

· ქრონიკული დაღლილობა

· დეპრესია

· ჰორმონალური ფონის შეცვლა

· გულსისხლძარღვთა დაავადებები

· მხედველობის დარღვევა

· დიაბეტი

გარდა ამისა, უძილობა ნეგატიურად აისახება გარეგნობაზეც. შედეგად შეიძლება გაჩნდეს ზედმეტი წონა, მუქი წრეები თვალების ირგვლივ და არაჯანსაღი სახის ფერი. ასევე არასაკმარისი ძილი იწვევს ყურადღების გაფანტვას, შრომისუნარიანობის დაქვეითებასა და ნაადრევ დაბერებას.

ასაკი და ძილი

მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი ასაკსა და საათის რაოდენობას შორის, რომელიც ესაჭიროება ადამიანს სრულყოფილი დასვენებისთვის:

0–3 თვე: 14–17 საათი

4–11 თვე: 12–15 საათი

1–2 წელი: 11–14 საათი

3–5 წელი: 10–13 საათი

6–13 წელი: 9–11 საათი

14–17 წელი: 8–10 საათი

18–25 წელი: 7–9 საათი

26–64 წელი: 7–9 საათი

65+ წელი: 7–8 საათი

რაც უფრო დიდია ასაკით ადამიანი, მით უფრო ნაკლები დრო სჭირდება მის ორგანიზმს ენერგიის აღსადგენად.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რამდენი საათი უნდა ეძინოთ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს

ყველაზე მეტი ძილი სჭირდებათ 3 თვემდე ჩვილებს. ბავშვებსა და მოზარდებისთვის რეკომენდებულია ძილი არა ნაკლებ 8 საათი. 18 წლის ასაკიდან კი ძილის აუცილებელი რაოდენობა მცირდება და აღწევს მინიმალურ მნიშვნელობას 65 წლის შემდეგ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, რომლებსაც შეუძლია მითითებულ ციფრებში შეიტანოს საკუთარი კორექტივები.

ძილის ხარისხის გაუმჯობესება

მეცნიერებმა გაარკვიეს, რამდენი საათი უნდა ეძინოთ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს

მნიშვნელოვანია მიაქციოთ ყურადღება არა მხოლოდ ხანგრძლივობას, არამედ დასვენების ხარისხსაც. ეს რჩევები დაგეხმარებათ გამოიძინოთ და იგრძნოთ თავი მხნედ:

მეცნიერებმა გაარკვიეს, რამდენი საათი უნდა ეძინოთ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს

· გახსოვდეთ, რომ დღისით ფხიზლად უნდა იყოთ, ღამე კი დაიძინოთ. ამ გრაფიკის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ბიოლოგიური საათის არევა

· ეცადეთ ყოველდღე დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს

· ძილის წინ არ გამოიყენოთ მატონიზირებელი სასმელები

· ვახშმის დროს არ მიიღოთ ბევრი საკვები

· საძინებელში შექმენით მყუდრო ატმოსფერო

· შეარჩიეთ მოხერხებული საწოლი და ხარისხიანი თეთრეული

· ძილის წინ მცირე გასეირნება სუფთა ჰაერზე ხელს უწყობს სწრაფ დაძინებას

· მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ აქტივობასა და მოდუნების ტექნიკას