აშშ-ის 8 ყველაზე შთამბეჭდავი საახალწლო ქალაქი, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ
- 08.12.2018
ვნახოთ აშშ-ის ქალაქები, რომლებიც საახალწლოდ ყველაზე შთამბეჭდავი სანახავია.
1. რა თქმა უნდა, ნიუ იორკი - ეს არის ქალაქი, რომელიც არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავია შობისა და ახალი წლის დროს. მთელი ქალაქი საახალწლო მორთულობებითაა გაფორმებული.
2. ლოს ანჯელესი, კალიფორნია - ლონ ანჯელესში თოვლს ვერ ნახავთ, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის საახალწლო გაწყობის შექმნას. საახალწლო ბაზრობები, მორთულობები ნამდვილ შობას და ახალ წელს შეგაგრძნობინებთ.
3. Pigeon Forge, ტენესის შტატი - ეს ადგილი შთამბეჭდავი საახალწლო დეკორაციებით გამოირჩევა, ნახავთ უდიდეს საშობაო მაღაზიას, მომღერალ სანტებს და საუკეთესო საახალწლო განწყობას შეიქმნით.
4. Woodstock Vermont - აქ საშობაო ფილმში, ან ზღაპარში გეგონებათ თავი. ნახავთ ცხენებს, საახალწლო, სადღესასწაულო ულამაზეს კოსტიუმებში გამოწყობილ ადამიანებს, ისტორიულ შენობებს.
5. მაკდენვილი, ჩრდილოეთ კაროლინა - ამ პატარა ქალაქში 650 ადამიანი ცხოვრობს. მას ამერიკის საშობაო ქალაქსაც უწოდებენ. სადღესასწაულოდ ქალაქის ყველა წერტილი, ყველა ხე და ბუჩქი მორთული და განათებულია. საშობაო ზღაპარში თუ გინდათ აღმოჩნეთ, ამ პატარა ქალაქს უნდა ესტუმროთ.
6. Solvang, კალიფორნია - ეს პატარა სოფელი დანიელი ამერიკელებითაა დასახლებული და შობას სკანდინავიური ტრადიციების მიხედვით ხვდებიან. აქ ნახავთ სკანდინავიური სტილის სახლებს, მაღაზიებს, ბრჭყვიალა განათებებს, დანიურ ხალხურ ცეკვებს და მოისმენთ ასევე დანიურ ხალხურ მუსიკას.
7. სანტა კლაუსი, ინდიანა - სანტა კლაუსი ამერიკის საშობაო ქალაქია. სანტა წერილებს სწორედ ამ ქალაქში იღებს. აქ ნახავთ სანტას კანფეტების სასახლეს, ატრაქციონებს და სანტას ქალაქში იმოგზაურებთ.
8. ვაშინგტონი - 1923 წლიდან აშშ-ის პრეზიდენტები ამერიკის მთავარ ნაძვის ხეს სწორედ ვაშინგტონში ანთებენ. ეს ცერემონია, როგორც წესი, გრანდიოზულია, გადაიცემა პირდაპირი ეთერით და თან ახლავს ხოლმე კონცერტი.
თემები: მოგზაურობა, ახალი წელი, ტურისტი, ნაძვის ხე, 2019 წლის ტენდენციები
<a href="https://travel.allwomenstalk.com">https://travel.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია