დემისექსუალი არის ის, ვინც სექსუალურ მიზიდულობას გრძნობს მხოლოდ იმ ადამიანის მიმართ, რომელთანაც ძლიერი ემოციური კავშირი აქვს.

როგორც წესი, ადამიანების დიდ ნაწილს სექსუალური მიზიდულობის განცდა შეიძლება ჰქონდეს უცნობი ადამიანების მიმართ, ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები მიმართ, სრულიად უცნობების მიმართ, რომლებთანაც არანაირი ემოციური კავშირი არ აქვთ, თუმცა დემისექსუალების შემთხვევაში ასე არ არის.

დეისექსუალისთვის აუცილებელია, რომ გრძნობდეს ძლიერ ემოციურ კავშირს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუჩნდება მას სექსუალური ლტოლვა.

ვნახოთ 5 ნიშანი იმისა, რომ თქვენ დემისექსუალი ხართ.

1. ადამიანის შეხედვისას მის გარეგნულ მხარეს არ აკვირდებით, ცდილობთ მისი შინაგანი სამყაროს შესახებ გაიგოთ უფრო მეტი - გინდათ გაიგოთ, თუ რა იმალება გარეგნობის მიღმა. შინაგანი სამყაროთი ინტერესდებით. ამიტომაც, მხოლოდ გარეგნობით თქვენზე ვერავინ მოახდენს შთაბეჭდილებას. თუ ადამიანის შინაგანი სამყაროთი მოიხიბლებით და ამის შემდეგ, სექსუალურად და სასურველად მოგეჩვენებათ, ეს ნიშნავს, რომ დემისექსუალი ხართ.

2. მეგობრობა უპირველეს ყოვლისა - არ წახვალთ პაემანზე გაცნობისთანავე. მეგობრული კავშირის დამყარებას ცდილობთ და ამა თუ იმ ახლადგაცნობილ ადამიანს პოტენციურ რომანტიკულ პარტნიორად არ განიხილავთ. თქვენს ცხოვრებაში, როგორც წესი, სასიყვარულო ურთიერთობა მყარ მეგობრულ კავშირს მოჰყვება ხოლმე.

3. პირველი პაემანი ძალიან მნიშვნელოვანია - პირველი პაემანი ყველას ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ამას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც აღვნიშნეთ, ყურადღებას არა ვიზუალზე, არამედ ემოციურ კავშირზე ამახვილებთ.

4. სექსი თქვენთვის უმნიშვნელოა - რა თქმა უნდა, მიიჩნევთ, რომ სექსი სასიამოვნოა, მაგრამ თვლით, რომ ცხოვრებაში სხვა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სასიამოვნო რაღაცებიც არსებობს. ვიღაცისთვის თუ ურთიერთობაში სექსი პრიორიტეტული საკითხია, თქვენ შემთხვევაში ასე არ არის. ასე იმიტომ ხდება, რომ დემისექსუალი ხართ.

5. სერიოზული ურთიერთობა გაშინებთ - თუ ხედავთ, რომ ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში შედის და მყარი ხდება, ეს ძალიან გაშინებთ. შინაგანად შფოთავთ და საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებთ. გეშინიათ იმის, რომ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, პარტნიორთან ემოციური კავშირი ვეღარ იგრძნოთ. ესეც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ დემისექსუალი ხართ.