სილამაზე

11 ხელნაკეთი სკრაბი, რომელიც კანს სიგლუვესა და ბზინვარებას შემატებს

11 ხელნაკეთი სკრაბი, რომელიც კანს სიგლუვესა და ბზინვარებას შემატებს

კანის მოვლისთვის ძვირადღირებული საშუალებები ყოველთვის აუცილებელი არ არის. ზოგიერთ სკრაბს მარტივი ინგრედიენტებით სახლშიც მოამზადებთ. წარმოგიდგენთ 11 რეცეპტს, რომელთა გამოცდაც შეგიძლიათ

1. კლასიკური შაქრის სკრაბი

ინგრედიენტები: შაქარი და მცენარეული ზეთი.

შეურიეთ ორი წილი შაქარი და ერთი წილი ზეთი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავისფერი ან თეთრი შაქარი, ასევე ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი.

2. თაფლის სკრაბი

ინგრედიენტი: დაკრისტალებული ნატურალური თაფლი.

ასეთი თაფლი ნაზი სკრაბის როლს ასრულებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩების, იდაყვებისა და მუხლების მოსავლელად.

3. მკვებავი სკრაბი მგრძნობიარე კანისთვის

ინგრედიენტები: ყავისფერი შაქარი, ავოკადოს ზეთი და კიტრი.

ორი წილი შაქარი შეურიეთ ერთ წილ ზეთს, დაუმატეთ დაბლენდერებული კიტრი. ნაზად შეიზილეთ კანზე, რამდენიმე წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.

4. გამწმენდი მარილის ნიღაბი

ინგრედიენტები: შავი ლავის ზღვის მარილი, ანანასი და ზეითუნის ზეთი.

ორი წილი მარილი შეურიეთ ერთ წილ ზეითუნის ზეთს და დაუმატეთ კარგად დაჭყლეტილი მწიფე ანანასის დიდი ნაჭერი. ეს რეცეპტი კარგია განსაკუთრებით ცხიმიანი და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის.

5. სოდისა და ქოქოსის ზეთის სკრაბი

ინგრედიენტები: საკვები სოდა და ქოქოსის ზეთი.

შეურიეთ ორივე ინგრედიენტი. ქოქოსის ზეთი სოდის გამომშრალ ეფექტს ამცირებს.

6. გამამხნევებელი მწვანე ჩაის სკრაბი

ინგრედიენტები: ძლიერი მწვანე ჩაი, თეთრი შაქარი და თაფლი.

რამდენიმე კოვზ ცივ, ძლიერ ჩაის დაუმატეთ იმდენი შაქარი და თაფლი, რომ სქელი, მარცვლოვანი მასა მიიღოთ.

7. გოგრის სანელებლების სკრაბი

ინგრედიენტები: ქოქოსის ზეთი, ყავისფერი და თეთრი შაქარი, გოგრის სანელებლების ნარევი, დარიჩინი და მუსკატის კაკალი.

ყველა ინგრედიენტი აურიეთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. სანელებლები მცირე რაოდენობით გამოიყენეთ.

8. ვარდისფერი ლიმონათის სკრაბი

ინგრედიენტები: თეთრი შაქარი, მზესუმზირის ზეთი, ლიმონის ესენცია და ერთი წვეთი წითელი ან ვარდისფერი საკვები საღებავი.

შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს. მიღებული სკრაბი ლიმონათს ჰგავს როგორც გარეგნობით, ისე სურნელით.

9. პიტნის სკრაბი

ინგრედიენტები: ქოქოსის ზეთი, შაქარი, პიტნის ექსტრაქტი და ერთი წვეთი მწვანე საკვები საღებავი.

ნახევარი ჭიქა ქოქოსის ზეთი ოდნავ დაარბილეთ, დაუმატეთ 1,5 ჭიქა შაქარი, ერთი სუფრის კოვზი პიტნის ექსტრაქტი და სურვილისამებრ მწვანე საღებავი. კარგად აურიეთ.

10. ყავის სკრაბი

ინგრედიენტები: ყურძნის წიპწის ზეთი, ყავისფერი შაქარი, ყავის ნალექი და დარიჩინი.

შეურიეთ ერთმანეთს მეოთხედი ჭიქა ზეთი, მესამედი ჭიქა ყავისფერი შაქარი, სამი სუფრის კოვზი ყავის ნალექი და ცოტა დარიჩინი. წაისვით ნოტიო კანზე და ჩამოიბანეთ.

11. მარწყვის გამაღიავებელი სკრაბი

ინგრედიენტები: თეთრი შაქარი, მარწყვი და ნუშის ზეთი.

შეურიეთ შაქარი და ზეთი, შემდეგ დაუმატეთ დაჭყლეტილი მწიფე მარწყვი. ეს ნარევი კანს უფრო ნათელსა და რბილს ხდის.

დარჩენილი სკრაბები თავდახურულ ჭურჭელში, მაცივარში შეინახეთ და ორი კვირის განმავლობაში გამოვიყენოთ.