ჰოლივუდის ვარსკვლავებმა არაერთხელ თქვეს უარი ისეთ როლებზე, რომლებიც მოგვიანებით კინოს ისტორიაში შევიდა. საინტერესოა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო კერი ბრედშოუ, ფორესტ გამპი ან ნეო, სხვა მსახიობებს რომ არ ეთქვათ უარი
1. დანა დელანი - „სექსი დიდ ქალაქში“

დანა დელანი კერი ბრედშოუს როლისთვის პირველი კანდიდატი იყო. თუმცა მსახიობმა უარი თქვა, რადგან აღარ სურდა ისეთ პროექტში მონაწილეობა, რომლის მთავარი თემაც სექსი იქნებოდა. მან ასევე უარყო ბრი ვან დე კემპის როლი სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“.
2. სარა მიშელ გელარი - „უსუსური გოგონები“ (Clueless)

მსახიობს შერის როლი შესთავაზეს, თუმცა სერიალ „All My Children“-ის გადაღებების გამო მონაწილეობა ვერ შეძლო. საბოლოოდ როლი ალისია სილვერსტოუნმა შეასრულა.
3. ჯონ ტრავოლტა - „ფორესტ გამპი“

ტრავოლტა მთავარი როლისთვის სტუდიის პირველი არჩევანი იყო, თუმცა უარი თქვა. ფორესტ გამპი ტომ ჰენკსმა განასახიერა და ამ შესრულებისთვის ოსკარიც მიიღო. მოგვიანებით ტრავოლტამ აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო.
4. მეთიუ ბროდერიკი - „Breaking Bad“

არსებობს ინფორმაცია, რომ ბროდერიკმა და ჯონ კიუსაკმა უარი თქვეს უოლტერ უაითის როლზე. საბოლოოდ პერსონაჟი ბრაიან კრენსტონმა განასახიერა.
5. ტომ კრუზი - „Footloose“

1984 წლის ფილმში რენ მაკკორმაკის როლი კრუზს შესთავაზეს, თუმცა მან სხვა პროექტში, „All the Right Moves“-ში მონაწილეობა არჩია. როლი საბოლოოდ კევინ ბეკონმა მიიღო.
6. უილ სმიტი - „მატრიცა“

უილ სმიტმა ნეოს როლზე უარი თქვა. მოგვიანებით მსახიობმა თქვა, რომ ფილმის იდეა თავიდან ვერ გაიგო და კიანუ რივზის შესრულების შემდეგ მიხვდა, რომ თავად ამ როლს ვერ გაართმევდა თავს. მან ასევე უარი თქვა ჯანგოს როლზე ფილმში „ჯანგო გათავისუფლებული“.
7. ენ ჰეთეუეი - „ჩემი შეყვარებული ფსიქოპატია“

ჰეთეუეი თავდაპირველად ტიფანის როლზე დაამტკიცეს, თუმცა გადაღებების გრაფიკის გამო პროექტის დატოვება მოუწია. როლი ჯენიფერ ლოურენსმა მიიღო და საუკეთესო მსახიობი ქალის ოსკოც მოიგო.
8. ტომ სელეკი - „ინდიანა ჯონსი“

ტომ სელეკს ინდიანა ჯონსის როლი შესთავაზეს, მაგრამ სერიალ „Magnum P.I.“-თან გაფორმებული კონტრაქტის გამო მონაწილეობას ვერ შეძლებდა. პერსონაჟი საბოლოოდ ჰარისონ ფორდმა განასახიერა.
9. ბრედ პიტი - „ჯეისონ ბორნის“ ფრენჩაიზი

2002 წელს პიტმა ჯეისონ ბორნის როლზე უარი თქვა და ფილმ „Spy Game“-ში მონაწილეობა არჩია. ბორნის ფილმები მოგვიანებით მსოფლიო ჰიტად იქცა.
10. გვინეტ პელტროუ - „ტიტანიკი“

როუზის როლი თავდაპირველად გვინეტ პელტროუს შესთავაზეს, თუმცა მსახიობმა უარი თქვა. საბოლოოდ პერსონაჟი ქეით უინსლეტმა განასახიერა. პელტროუს არასოდეს უთქვამს, ნანობს თუ არა ამ გადაწყვეტილებას.
11. ალ პაჩინო - „ვარსკვლავური ომები“

ალ პაჩინომ ჰან სოლოს როლზე უარი თქვა, რადგან სცენარის ფანტასტიკური ელემენტები არ მოეწონა. მის ნაცვლად როლი ჰარისონ ფორდმა მიიღო. პაჩინო მოგვიანებით ფილმ „Bobby Deerfield“-ში გამოჩნდა.
თემები: მსახიობები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია