ჯანმრთელობა

8 მარტივი გზა სტრესის მოსახსნელად - მედიტაციის გარეშე

8 მარტივი გზა სტრესის მოსახსნელად - მედიტაციის გარეშე

სტრესის დასაძლევად მედიტაცია ერთადერთი გამოსავალი არ არის. თუ სურნელოვანი სანთლები, ჩუმად ჯდომა და სუნთქვითი პრაქტიკები თქვენთვის არ არის, არსებობს სხვა გზებიც, რომლებიც განტვირთვასა და ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ.

1. ივარჯიშეთ

ფიზიკური აქტივობა გონების ყოველდღიური საზრუნავისგან გათავისუფლების კარგი საშუალებაა. ვარჯიშის დროს ყურადღება სხეულსა და მოძრაობაზე გადაგაქვთ, ხოლო ორგანიზმი ენდორფინებს გამოყოფს, რაც განწყობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

2. შეცვალეთ ავეჯის განლაგება

სახლში ავეჯის გადაადგილება ერთდროულად ორ რამეს აკეთებს: ახალ საქმიანობაში გრთავთ და ყოველდღიურ ფიქრებს გაშორებთ. ამასთან, განახლებული გარემო შესაძლოა განწყობაზეც დადებითად აისახოს.

3. ცოტა ხნით განმარტოვდით სიჩუმეში

ეს მედიტაციას არ გულისხმობს. უბრალოდ იპოვეთ ადგილი, სადაც ცოტა ხნით ხმაურისა და ყოველდღიური საქმეებისგან დაისვენებთ. ეს შეიძლება იყოს პარკის მშვიდი კუთხე, ბიბლიოთეკა ან საკუთარი საძინებელი.

4. გაინებივრეთ თავი

სტრესის დროს ზოგჯერ სასიამოვნო საკვების მირთმევაც განტვირთვის საშუალებაა. შეუკვეთეთ საყვარელი კერძი და მიირთვით სიამოვნებით - საკუთარი თავის განებივრება ცუდი არ არის.

5. მოამზადეთ საყვარელი კერძი

თუ სწრაფი კვების ნაცვლად სახლში მომზადებულ საჭმელს ამჯობინებთ, სამზარეულოში ცოტა დრო გაატარეთ. მარტივი რეცეპტის მიხედვით კერძის მომზადება სასიამოვნო და დამამშვიდებელი საქმიანობა შეიძლება იყოს. ბოლოს კი საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი კერძითაც ისიამოვნებთ.

6. წერეთ

არ იფიქროთ წინასწარ, რა უნდა დაწეროთ. აიღეთ კალამი და ფურცელი და დაიწყეთ. შეგიძლიათ დახატოთ, დაწეროთ ლექსი, სიმღერის ტექსტი ან უბრალოდ ის, რაც იმ მომენტში თავში მოგივათ. მთავარია, ყურადღება შემოქმედებით პროცესზე გადაიტანოთ და არა სტრესულ საკითხებზე.

7. სცადეთ არომათერაპია

სხვადასხვა სურნელმა ადამიანებში განსხვავებული ემოციები შეიძლება გამოიწვიოს. მოსინჯეთ რამდენიმე არომატი და აღმოაჩინეთ, რომელი გეხმარებათ მოდუნებაში. შემდეგ კი საყვარელი სურნელები სახლის სხვადასხვა სივრცეში გამოიყენეთ.

8. მიეცით თავს სპონტანურობის უფლება

ეცადეთ, ზოგჯერ ჩვეულ რუტინას გადაუხვიოთ და მოულოდნელ შესაძლებლობებს დათანხმდეთ. სპონტანური გასეირნება, ახალი ადგილის მონახულება ან დაუგეგმავი აქტივობა ყოველდღიური ფიქრებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

სტრესის მოსახსნელად ყოველთვის დიდი ცვლილებები არ არის საჭირო - ზოგჯერ საკმარისია, ყოველდღიურობაში პატარა სიახლე შეიტანოთ და საკუთარ თავს განტვირთვის საშუალება მისცეთ.