1. თვალი ადევნეთ მოდას და ჩართეთ მოდური ტრენდები საკუთარ სტილში

ხშირად ქალები ინერციით აგრძელებენ იგივე ნივთების ტარებას ან ძველი ვარცხნილობის კეთებას, რომლებიც 10, 15 ან 20 წლის წინ იყო აქტუალური. და ამას საკუთარ სტილს უწოდებენ. სწორედ სტილის არააქტუალობა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მიზეზს, რატომ გამოიყურება ქალი საკუთარ ასაკზე მეტად. მაგალითად, 2005 წელს (მარცხენა ფოტო) ვიქტორია ბეკჰემი გამოიყურებოდა სტილურად და აქტუალურად. მაგრამ 2018 წელს ბეწვიანი ჟილეტი ანტიტრენდად იქცა, ჯინსების ასეთი სილუეტი და ჩანთის ფორმა კი მოდიდან დიდი ხანია გადავიდა.

2. აირჩიეთ აქტუალური სამკაულები

მოდა სამკაულებზეც ვრცელდება, და დღეს, მაგალითად, ისეთი კომპლექტი, როგორიც არის იდეალურად სწორი მარგალიტის ძაფი პლიუს საყურეები-პუსეტები, უკვე აღარ არის აქტუალური. გარდა ამისა, მსგავსი სამკაული ქალებს წლებს უმატებს და მხოლოდ ბრიტანეთის დედოფალს თუ უხდება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ მარგალიტზე. დღესდღეობით აქტუალური არასწორი ფორმის მარგალიტისგან შეიძლება ავარჩიოთ თანამედროვე სამკაულები. ასევე არ უნდა გაიკეთოთ ისეთი ოქროს კომპლექტები, როგორებსაც ატარებდნენ ჩვენი დედები და ბებიები საბჭოთა პერიოდში. აი, მრავალიარუსიანი კოლიე კი, მოდის პიკზეა.

3. უპირატესობა მიანიჭეთ მკვეთრ და ღია ფერებს ტანსაცმელში

შავი, ზეთის ხილის ფერი, ხაკის, ჭუჭყიანი ყავისფერი ხაზს უსვამენ ნაოჭებსა და მუქ წრეებს თვალების ირგვლივ, ხდიან კანის ფერს უფრო ფერმკრთალს. გარდა ამისა, ადამიანებს ახასიათებს ქვეცნობიერად აღიქვან მუქი ფერები როგორც კონსერვატიული. ისინი ქმნიან სოლიდურობის, მეტისმეტად თავდაჭერილობის შთაბეჭდილებას. ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ პასტელის და მკვეთრ ფერებს გარდერობში.

4. ატარეთ ჯინსები

ჯინსები საკუთარ დნმ-ში შეიცავს ახალგაზრდობის გენს. თუ მოსწავლე და სტუდენტ გოგონებზე ჯინსები მაისურთან ერთად ბანალურად გამოიყურება, ახალგაზრდა და ასაკიან ქალებზე ისინი ძალიან თანამედროვეა. განსაკუთრებით თუ ელეგანტურ ნივთებთან ერთად აცვიათ.

უფრო ეფექტურად გამოიყურება აქტუალური სილუეტის ჯინსები, რომლებიც არ არის გახეხილი და დეკორის გარეშეა: მაღალი ან ნორმალური წელით, მოკლე ან განიერი, mom-ჯინსები და ლურჯი ფერის კლასიკური სწორი ჯინსები.

5. არ მოერიდოთ მუხლამდე სიგრძეს

ძალიან ბევრი დაობს იმის შესახებ თუ რომელ ასაკში რა სიგრძის ქვედაბოლოა შესაფერისი. ამ საკითხში უმჯობესია ყური დაუგდოთ გონივრული აზრს: თუ ლამაზი ფეხები გაქვთ, თამამად შეგიძლიათ ატაროთ მუხლამდეც, და მუხლებს ცოტათი უფრო მაღლაც. ამ საკითხში საუკეთესო მაგალითია - საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჟიტ მაკრონი, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ მოკლე ქვედაბოლო 60+ ასაკშიც შეიძება ჩაიცვა სახელმწიფოების მეთაურებთან შეხვედრებსა თუ ოფიციალურ მიღებებზე.

აი, კოჭებამდე სიგრძე კი, პირიქით, სიფრთხილით უნდა აარჩიოთ: მას შეუძლია ვიზუალურად ფიგურა უფრო მძიმე გახადოს, სტილი - ძველმოდური, ქალს კი - რამდენიმე ზედმეტი წელი მოუმატოს.