25 თებერვალს დოლბის თეატრმა რიგით 91-ე ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ვარსკვლავების სამოსი იპყრობს.

ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი წითელ ხალიჩაზე - საუკეთესოდ ჩაცმული 10 ვარსკვლავი 2019 წლის ოსკარით დაჯილდოების ცერემონიიდან.

1. შარლიზ ტერონი - მსახიხიობი მუქი ფერის ბობით წარსდგა. მას „დიორის“ზურგმოშიშვლებული, გრძელსახელოებიანი, გრძელი ცისფერი კაბა ეცვა. ყელზე კი 75 კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი ამშვენებდა.

2. კონსტანს ვუ - The Crazy Rich Asian-ის ვარსკვლავი „ვერსაჩეს“ ყვითელი, გრძელი და დეკოლტე კაბით წარსდგა. მან მარტივ, ვარცხნილობაზე, ე.წ. ცხენის კუდზე შეაჩერა არჩევანი.

3. ჯემა ჩანი - კიდევ ერთი ვარსკვლავი The Crazy Rich Asian-დან. წითელ ხალიჩაზე მსახიობი „ვალენტინოს“ ვარდისფერი, ჯიბეებით გაფორმებული კაბით გამოჩნდა.

4. ჯენიფერ ლოპესი - ამ ქალმა ნამდვილად იცის, როგორ გამოიყურებოდეს ყოველთვის შთამბეჭდავად. ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზე ის ტომ ფორდის ვერცხლისფერი, ელეგანტური კაბით წარსდგა. მოდის კრიტიკოსებმა „ოსკარი 2019“ -ის ყველაზე გლამურულ ქალად სწორედ ჯეი ლო დაასახელეს.

5. Kacey Musgraves - კესის წითელ ხალიჩაზე Giambattista Valli-ის ღია ვარდისფერი კაბა ეცვა. მომღერალი თავისი ვიზუალით ზღაპრის გმირს მოგაგონებდათ.

6. ლეიდი გაგა - როგორც ჩანს, მომღერლის ინსპირაციის წყარო ოდრი ჰეპბერნი გახდა. მას ალექსანდერ მაკქუინის შავი, ულამაზესი კაბა ეცვა. მომღერლის ყელს კი, „ტიფანის“ 128 კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი ამშვენებდა.

7. ლორა ჰერიერი - ის წითელ ხალიჩაზე ლუი ვიტონის ცისფერი, ელეგანტური კაბით გამოჩნდა, რომელიც სვაროვსკის კრისტალებით იყო გაფორმებული.

8. რეჯინა კინგი - რეჯინას „ოსკარ დე ლა რენტას“ თეთრი საღამოს კაბა ეცვა, რომელიც კანსაკუთრებით უხდებოდა წითელ ხალიჩას.

9. სარა პაულსონი - კიდევ ერთი ვარსკვლავი ვარდისფერი, შთამბეჭდავი კაბით. სარა ოსკარის ცერემონიაზე „ბრენდონ მაქსველის“ ვარდისფერი, ელეგანტური კაბით მივიდა.

10. ტესა ტომპსონი - ტესა წითელ ხალიჩაზე „შანელის“ შავი კაბით მივიდა, რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს ოქროსფერი მბრწყინავი თვლები სძენდა.