ბილი პორტერი სერიალ Pose-ის ვარსკვლავია და ის ერთ-ერთია იმ პოპულარულ ადამიანთაგან, რომლებმაც ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს. მისი სამოსი ოსკარის წითელ ხალიჩაზე წელს ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. ბილის კრისტიან სირიანოს შავი კოქტეილის კაბა ეცვა.

მსახიობს წითელ ხალიჩაზე დამხმარეებიც ახლდნენ, რომლებიც კაბის გასწორებასა და მის ლამაზად ტარებაში ეხმარებოდნენ.

„მე ვარ კაცი კაბაში. რას ნიშნავს მამაკაცურობა? რა არის ეს საერთოდ? თავს თავისუფლად ვგრძნობ და მგონია, რომ ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი ვარ.“, - უთხრა პორტერმა „ვოგის“ თავის კაბაზე საუბრისას.

სერიალი Pose, რომელშიც პილი პორტერი თამაშობს, ლგბტ თემის შესახებაა და მათ პრობლემებს მკაფიოდ აჩვენებს საზოგადოებას. სერიალის მონაწილეების დიდი ნაწილი ლგბტ თემის წარმომადგენელია.