სასიყვარულო ჰოროსკოპი - როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს
- 09.01.2017
თხის რქა
როდესაც ჩნდება ყველა პარამეტრის მიხედვით შესაფერისი კანდიდატი, ქალი-თხის რქა აგროვებს დოსიეს მასზეც, და მის გვარზეც მეშვიდე თაობამდე. და მხოლოდ ამის შემდეგ უყვარდება - თუ, რა თქმა უნდა, „მსხვერპლს“ ყველაფერი წესრიგში აქვს.
მერწყული
მერწყულებს, მკაცრად რომ ვთქვათ, არასოდეს უყვარდებათ. იმიტომ რომ ისინი დაბადებიდანვე ყურებამდე არიან შეყვარებულები მთელ სამყაროზე და ყველა არსებაზე, ვინც მასზე არის დასახლებული. ამიტომ ქალი მერწყული უბრალოდ იწყებს ვინმესთან ურთიერთობას - იმიტომ, რომ ის ისეთი საყვარელია და მასაც ყველა უყვარს.
თევზები
თევზები სიყვარულს რატომღაც შეშლილი ვნებისა და უსაზღვრო ტანჯვის კოქტეილს უწოდებენ. თუ თევზი გრძნობს, რომ მიმდინარე რომანი არ გულისხმობს არავითარ ტრაგედიასა და ტანჯვას, ის აუცილებლად მოიგონებს თავისთვის იდუმალ სიყვარულს და გატაცებით დაიწყებს სასიყვარულო სამკუთხედის თამაშს.
ვერძი
ვერძი ქალები არავის და არასოდეს იპყრობენ. უბრალოდ ისინი ჩნდებიან საჭირო დროს და საჭირო ადგილას, და ამით ქმნიან საჭირო ეფექტს. გადახედავენ პირდაღებულ მამაკაცებს და ირჩევენ ერთ-ერთს. და თუ შემდგომში ის შეძლებს ვერძის ცეცხლოვანი ტემპერამენტის აფეთქებების ატანას, აუცილებლად შეუყვარდება.
კურო
კუროებს უყვარდებათ უმოწყალოდ. თუ მათი ვნების ობიექტი აგრძნობინებთ, რომ ჯერ არ არის მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის, გაბრაზდება. მაშინ კუროს შეყვარებული ხვდება, რომ მის გარეშე ცხოვრება გახდა ცარიელი და უინტერესო, და ცდილობს ყველაფერი დაიბრუნოს უკან. მაგრამ კუროს უკვე მხოლოდ მისი გული აღარ უნდა, მას უნდა კიდევ მისი ბინის გასაღები, სადაც ფული დევს.
ტყუპები
ტყუპებს უყვარდებათ უეცრად, მძვინვარედ და სამუდამოდ. დაახლოებით ყოველ 2-3 თვეში ერთხელ. ამასთანავე მათ სრულიად გულწრფელად სჯერათ, რომ ზუსტად ეს არის ის ნამდვილი სიყვარული, რომელიც მარადიულია, ეს ადამიანი კი - ის არის, ვინც მათ სჭირდებათ.
კირჩხიბი
სინამდვილეში კირჩხიბები არ ენდობიან საკუთარ გრძნობებს, მითუმეტეს პარტნიორის საპასუხო გრძნობებს. უბრალოდ ისინი იწყებენ მათზე გაძლიერებულად ზრუნვას: ცხობას, დაუთოვებას და მისი წუწუნის მოსმენას ცხოვრებაზე. და თუ საბოლოოდ სიყვარული არ იბადება, კირჩხიბი არც თუ ისე იტანჯება. დიდი ამბავი, სამაგიეროდ გაერთო და ცოტა ხანს დაკავებული იყო.
ლომი
შეყვარებული ქალი-ლომი - საცოდავი სანახაობაა. საწყალი ძალიან იტანჯება, და მარტო იმიტომ, რომ ის არ არის მიჩვეული უყვარდეს, ის მიჩვეულია მოწყალედ მიიღოს საკუთარი ვასალების სიყვარული. ლომმა არ იცის, რა გააკეთოს, თუ მისი ვნების ობიექტი არ ისვრის მის ფეხებთან სკივრს განძეულით, ამიტომ თვითშეფასების აღსადგენად სადღაც შორს მიდის.
ქალწული
ქალწულს უყვარდება ბევრად ადრე, ვიდრე შეხვდება შესაფერისი ობიექტი. მან ზუსტად იცის, ვინ სჭირდება. თუ ეს გამოუვიდა, ქალწულს ის სიცოცხლის ბოლომდე ეყვარება, და თუ არა - გადააგდებს და გააგრძელებს ძებნას.
სასწორი
სასწორებს უყვარდებათ იმიტომ, რომ ის ლამაზია. მოსწონს გასეირნება მთვარის შუქზე, სანთლები, ღვინო... და ქალი-სასწორი ყველაფერ ამას მოაწყობს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიყვარულის ობიექტი არ ეწინააღმდეგება.
მორიელი
მორიელებს უყვარდებათ სიკვდილამდე. როცა მორიელ ქალს ხვდება საკუთარი სიყვარულის ობიექტი, ის სწრაფად კბენს მსხვერპლს და სოროში მიათრევს და თავს ევლება სიცოცხლის ბოლომდე.
მშვილდოსანი
ქალი მშვილდოსანი გულმოდგინედ ეძებს თავის ნამდვილ სიყვარულს. როცა ვერ პოულობს საკუთარ იდეალს, იღებს გადაწყვეტილებას, რომ სიყვარული მისი არ არის და ცდილობს როგორმე მხიარულად იცხოვროს ამის გარეშეც. ურეკავს საუკეთესო მეგობარ მამაკაცს და ეუბნება: „მთაში ხომ არ წავიდეთ, ცოტათი გავნიავდებით“ და ზუსტად იქ ხდება ყველაფერი. მშვილდოსანი უცბად ხვდება, რომ მზად არის მთელი ცხოვრება უყუროს იმას, როგორ რეცხავს ეს ადამიანი მდინარეში ჭურჭელს.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ჰოროსკოპი
<a href="http://www.cosmo.ru/horoscope/weekly_main/lyubovnyy-goroskop- kak-vlyublyayutsya- znaki-zodiaka/">http://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია