სტილი

რომში GIAMBATTISTA VALLI X H&M-ის კოლექციის ჩვენება გაიმართა

რომში GIAMBATTISTA VALLI X H&M-ის  კოლექციის ჩვენება გაიმართა

 

რომის ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას, Palazzo Doria Pamphilj-ზე Giabattista Valli-და H&M-ის მოდების ჩვენება გაიმართა.

ახალ კოლექციაში წარმოჩენილია რომაული უდარდელობა და ადამიანის თავისუფლებისადმი სიყვარული 

Giambattista Valli x H&M-ის ერთობლივი გასაოცარი კოლექცია ვარდისფერ პოდიუმზე მოდელებმა და საგანგებოდ შოუსთვის შერჩეულმა ადამიანებმა მოირგეს. შოუმ კულმინაციას მიაღწია, როდესაც სცენაზე უკვე ცნობილი წითელი კაბით, კენდალ ჯენერი გამოჩნდა.

რომში GIAMBATTISTA VALLI X H&M-ის  კოლექციის ჩვენება გაიმართა

სტუმრებს შორის იყვნენ ტროი სივანი, სოფია კარსონი, ალექსა დემიე, H.E.R. კამერონ მონაგანი, კიარა ფერანი და კრის ლი, ყველა მათგანზე შესაძლებელი იყო Giambattista Valli x H&M-ის კოლექციის ხილვა.

მოდების ჩვენებისა და კოქტეილის საღამოს შემდეგ, სტუმრებმა Grand Hotel Plaza-ში Via del Corso-ზე გადაინაცვლეს, რომელიც მარადიული ბრწყინვალებისა და ელეგანტურობის დამადასტურებელი რომაული ღირშესანიშნაობაა. წვეულების მასპინძელი დიჯეი collective Circoloco იყო, რომელიც Peggy Gou-სა და Seth Troxler Clara 3000-თან ერთად უკრავდა.

"მოდის სახლი პარიზში შევქმენი, მაგრამ სიამაყით წარმოვაჩენ ჩემს რომაულ წარმომავლობას: ჩემი გული ყოველთვის ეკუთვნის Città Eterna-ს და ამიტომაც, შოუსათვის სწორედ რომი, Palazzo Doria Pamphilj შევარჩიე. ამ ეკლექტურობით რომმა შინაგანად განსაზღვრა ჩემი ხედვები და ინდივიდუალურობაც. არაჩვეულებრივი სანახავი იყო, თუ როგორ განხორციელდა ეს ყველაფერი უშუალოდ ჩემს ქალაქში", - ამბობს ჯამბატისტა ვალიმ.

"Giambattista Valli x H&M-ის კოლექციის ჩვენება სავსე იყო ნამდვილი რომაული ღამის მხიარულებით, გლამურით და "Dolce Vita" სულისკვეთებით. უნიკალური კოლექციის ენერგია რეალურ სამყაროში გადმოვიდა ისტორიული ბრწყინვალებით აღსავსე ოთახებში. ეს იყო Valli Girls და Valli Boys ახალი ტალღა, რომლებიც უკვე მზად არიან დაიპყრონ ღამეები და ქუჩები", - აღნიშნა ანა სოფია იოჰანსონმა.

Giambattista Valli x H&M-ის ერთობლივი კოლექცია - ქალისა და მამაკაცის სამოსი, ასევე აქსესუარები, ხელმისაწვდომი იქნება 7 ნოემბრიდან მსოფლიოს მასშტაბით, H&M-ის რჩეულ მაღაზიებში.