როგორ იცვლება ცხოვრება 20-დან 30 წლამდე - 9 რამ, რასაც 30 წლის ასაკში სულ სხვანაირად ვაკეთებთ
- 17.05.2020
ადამიანების ცხოვრება დროთა განმავლობაში იცვლება. გვეცვლება ცნობიერება, ცხოვრების სტილი, დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა, 30 წლის ასაკში ისე აღარ ვფიქრობთ, როგორც 20 წლის ასაკში ვფიქრობდით.
ვნახოთ 9 რამ, რასაც 20 წლის ასაკში სხვაგვარად ვაკეთებდით, ხოლო 30 წლის ასაკში სხვაგვარად:
1. ტელეფონის ზარი
20 წლის ასაკში ტელეფონის ზარის გაგონებაზე ამბობ - რა მაგარია, გავახსენდი.
30 წლის ასაკში კი ასეთი რეაქცია გაქვს - ღმერთო ჩემო, ისევ რეკავს, დამღალა...
2. მეგობრები
20 წლის ასაკში: ბევრი მეგობარი მყავს, ჩვენ ნამდვილი ბანდა ვართ.
30 წლის ასაკში: ნინი ჩემი ერთადერთი მეგობარია.
3. ზღვის სანაპიროზე
20 წლის ასაკში: ძალიან მსუქანი ვარ, დიეტა უნდა დავიწყო.
30 წლის ასაკში: ადამიანი ბუნებრივადაც მშვენიერია, ცხოვრებით უნდა დავტკბე
4. ამბიციები
20 წლის ასაკში: გავხდები ის, ვინც მსოფლიოს შეცვლის.
30 წლის ასაკში: ვაუ, ეს კომფორტული სავარძელია, ჩემი პირადი კომფორტი ყველაზე მთავარია.
5. დაბადების დღის საჩუქრები
20 წლის ასაკში: უყურებ საჩუქარს და ამბობ, ეს რა ჯანდაბაა?
30 წლის ასაკში: საიდან იცოდი, რომ ეს მომეწონებოდა?
6. სოციალური ღონისძიებები
20 წლის ასაკში: რა მაგარია, აქ ბევრ ხალხს გავიცნობ, ახალ მეგობრებს შევიძენ.
30 წლის ასაკში: რა გავაკეთო, რომ თავხედურადაც არ გამომივიდეს და თან რაც შეიძლება მალე წავიდე აქედან...
7. ზამთრის მოდა
20 წლის ასაკში: გაცვია თხელი სამოსი, მოწესრიგებული ხარ, უქუდოდ და ლამაზი ვარცხნილობით.
30 წლის ასაკში კი ამბობ, მთავარია, თბილად ვიყო.
8. მარტოხელას ცხოვრება
20 წლის ასაკში: რა მაგარია, მომწონს მარტო ცხოვრება.
30 წლის ასაკში: ღმერთო, არ მინდა მარტო სიკვდილი, რა საშინელებაა მარტოობა.
9. წვეულებები
20 წლის ასაკში: წვეულება ამ ასაკში მეგობრების გარეშე წარმოუდგენელია.
30 წლის ასაკში: წვეულების მთავარი სტუმრები თქვენი პატარა შვილები არიან.
თემები: სიყვარული, სიყვარულის შენარჩუნება, ბედნიერება, ურთიერთობა, განშორება, მზრუნველობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.boredpanda.com/">https://www.boredpanda.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია